ბიზერტის კრიზისი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== კონფლიქტი ==
[[1961]] წლის 27 თებერვალს ჰაბიბ ბურგიბა შეხვდა შარლ დე გოლს. აღნიშნულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზერტის ბაზის არსებობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია საფრანგეთის თავდაცვისათვის.
 
4 მაისს ფრანგმა ადმირალმა [[მორის ამანი|მორის ამანმა]] განუცხადა ტუნისის მთავრობას, რომ დაიწყო ასაფრენი ბილიკის გაფართოება, რომელიც 1,5 მეტრით გადადიოდა ტუნისის კუთვნილ ტერიტორიაზე. პრაქტიკულად გაფართოება უკვე დაწყებული იყო 15 აპრილს, გაფრთხილების გარეშე. ბურგიბამ საპასუხო ნაბიჯები გადადგა: ეროვნულმა გვარიდიამ ტუნისელი მუშები აიძულა შეეჩერებინათ მუშაობა. 15 ივნისს პრაქტიკულად შეწყდა ასაფრენ ბილიკზე მუშაობა, ხოლო საბოლოოდ 24 ივნისს ადმირალმა ამანმა გასცა ბრძანება მშენებლობის შეწყვეტის შესახებ.
 
შემდეგ ტუნისმა ააგო დამცავი კედელი ბაზის პერიმეტრზე, რომელმაც [[საფრანგეთი]]ს უკმაყოფილება და სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. 6 ივლისს ბიზერტაში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი ჯარის გაყვანის მოთხოვნით. დე გოლისთვის მსგავის ზეწოლა მიუღებელი აღმოჩნდა. 7-13 ივლისს მთელი ტუნისის ტერიტორიაზე გაიმართა მიტინგები, სადაც მოხალისებმა გამოთქვეს ბიზერტის დაცვის სურვილი. ბაზის მთელ პერიმეტრზე სანგრები გათხარეს. ბაზის სამხედრო მომსახურეთა რაოდენობა 7 700 კაცს მოითვლიდა.
 
13 ივლისს ტუნისის არმია საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს. [[19 ივლისი|19 ივლისს]] ტუნისის სამმა ბატალიონმა არტილერიის მხარდაჭერით დაიკავეს პოზიციები. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიღო [[ბიზერტა]]ში შეჭრის გადაწყვეტილება. 21-22 ივლისის ღამეს გაიმართა [[გაერო]]ს [[უშიშროების საბჭო|უშიშროების საბჭოს]] რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილეს ტუნისში შექმნილი სიტუაცია. 22 ივლისს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ფრანგულმა მხარემ შეწყვიტა საომარი მოქმედებები. 23 ივლისის დილის რვა საათზე ძალაში შევიდა ცეცხლის სრული შეწყვეტის ხელშეკრულება.
 
საბოლოოდ ფრანგულმა ფლოტმა [[ბიზერტა]] დატოვა [[1963]] წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნული დღე ტუნისის ეროვნული დღესასწაულია.
 
== ლიტერატურა ==
* Sébastien Abis, ''Bizerte, otage de l'histoire'', L'Harmattan, coll. Histoire et perspectives méditerranéennes, Paris, 2011. ISBN 9782296554009 {{ref-fr}}
* Tahar Belkhodja, ''Les trois décennies Bourguiba'', Publisud, Paris, 1998 {{ref-fr}}
* Noureddine Boujellabia, ''La Bataille de Bizerte,'' Sud Éditions, Tunis, 2004. ISBN 9973844416 {{ref-fr}}
* Omar Khlifi, ''Bizerte,'' MC-Editions, Carthage, 2001. ISBN 9973807197 {{ref-fr}}
 
[[კატეგორია:ტუნისის ისტორია]]