ამერიგო ვესპუჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}} using AWB
No edit summary
ხაზი 2:
'''ამერიგო ვესპუჩი''' (Amerigo Vespucci; დ. [[19 მარტი]], [[1454]] — გ. [[22 თებერვალი]], [[1512]]) — [[იტალიელი]] [[ვაჭარი]], [[მკვლევარი]] და [[კარტოგრაფი]]. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] აღმოსავლეთ სანაპიროს [[1499]]-[[1502]] წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ [[სამხრეთი ამერიკა]] იმაზე მეტად ფართოვდებოდა [[სამხრეთი|სამხრეთისკენ]], ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.
 
ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა [[ევროპა|ევროპისათვის]], როდესაც [[1502]]-[[1504]] წლებში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები. [[1507]] წელს [[მარტინ ვალდზეემიულერი|მარტინ ვალდზეემიულერმა]] გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც მან ახალ კონტინენტს უწოდა „ამერიკა“, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა [[მარტინ ვალდზეემიულერი|ვალდზეემიულერმა]] გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც [[ქრისტეფორე კოლუმბი]]ს დიდების მიმთვისებელზე. შემდგომ აღმოჩენებში, [[XVIII საუკუნე]]ში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ანგარიში იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.
 
== ცხოვრება ==
ვესპუჩი დაიბადა [[ფლორენცია]]ში, [[იტალია]]ში, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო [[ნოტარიუსი]] [[ფული]]ს გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან, ჯოვანისთან. [[1491]] წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში [[სევილია]]ში, [[ესპანეთი|ესპანეთში]].
 
[[1508]] წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტებისთვის.