ტიბერიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 131:
ტაციტუსი ამტკიცებს, რომ ამას ღალატის ბრალდებით გამართული კიდევ უფრო მეტი სასამართლო პროცესი მოჰყვა და თუ ტიბერიუსი თავისი მმართველობის დასაწყისში ერთგვარ მერყეობას იჩენდა, ახლა, თავისი სიცოცხლის დასასრულს, უკვე სინდისის ქენჯნის გარეშე მოქმედებდა. უმძიმესი დარტყმა მიიღეს იულიუსებთან პოლიტიკური კავშირების მქონე ოჯახებმა. თვით საიმპერატორო მაგისტრატურაც კი დაზარალდა, რამდენადაც ნებისმიერი და ყველა, ვინც კი სეიანუსთან ასოცირდებოდა ან რაიმენაირად შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მის სქემებთან, დაჩქარებული წესით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, მათ საკუთრებას კი სახელმწიფო დაეუფლა. როგორც ტაციტუსი ნათლად აღწერს,
 
{{ციტატა|სიკვდილით დასჯა ახლა უკვე სტიმული იყო მისი მრისხანებისათვის და ტიბერიუსმა ყველას სიკვდილით დასჯა ბრძანა, ვინც საპყრობილეში სეიანუსთან თანამონაწილეობის ბრალდებით იჯდა. განცალკევებით ან გროვებად ესვენა უთვალავი მიცვალებული, ყველა ასაკისა და სქესისა, გაურკვევლობით სახელგანთქმულები. ნათესავებსა და მეგობრებს მათთან ახლოს ყოფნის, დატირების ან დიდხანს ცქერის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მათ ირგვლივ ჯაშუშები იყვნენ განთავსებულები, რომლებიც აღნუსხავდნენ თითოეული დამტირებლის დარდს და ხრწნად გვამებს ტიბრამდე მიჰყვებოდნენ, სადაც მოტივტივე ან გამორიყული გვამების დაწვას ან შეხებასაც კი ვერავინ ბედავდა.<ref name="tacitus-annals-vi-19">ტაციტუსი, ''ანალები'' [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 6#19|VI.19]]</ref>}}
{{ციტატა|Executions were now a stimulus to his fury, and he ordered the death of all who were lying in prison under accusation of complicity with Sejanus. There lay, singly or in heaps, the unnumbered dead, of every age and sex, the illustrious with the obscure. Kinsfolk and friends were not allowed to be near them, to weep over them, or even to gaze on them too long. Spies were set round them, who noted the sorrow of each mourner and followed the rotting corpses, till they were dragged to the Tiber, where, floating or driven on the bank, no one dared to burn or to touch them.<ref name="tacitus-annals-vi-19">ტაციტუსი, ''ანალები'' [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 6#19|VI.19]]</ref>}}
 
თუმცა ტაციტუსის აღწერილი ტირანი, შურისმგებელი იმპერატორის პორტრეტი რამდენიმე თანამედროვე ისტორიკოსისათვის განხილვის თემაა. უძველესი პერიოდის გამოჩენილი ისტორიკოსი, ედუარდ ტოგო სალმონი თავის ნაშრომში, ''რომაული სამყაროს ისტორია ძვ. წ. 30 წლიდან 138 წლამდე'', აღნიშნავს: {{ციტატა|ტიბერიუსის ზეობის მთელი ოცდაორი წლის განმავლობაში 52 ადამიანზე მეტისათვის ბრალად ღალატი არ წაუყენებიათ, მათგან თითქმის ნახევარი კი სასჯელს გაექცა; უდანაშაულოდ დასჯილი ოთხი ადამიანი კი სენატის გადამეტებული თავგამოდების მსხვერპლნი იყვნენ და არა იმპერატორის ტირანიისა.<ref>A history of the Roman world from 30 BC to AD 138, Page 183, Edward Togo Salmon</ref>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბერიუსი“-დან