კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
 
ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ, ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ (კლავდიუსის ძმის, გერმანიკუსის ვაჟი) აღიარა, რომ იგი რაღაცაში გამოდგებოდა. 37 წელს მან კლავდიუსი თავის თანაკონსულად დანიშნა, რათა ხაზი გაესვა თავისი გარდაცვლილი მამის ხსოვნისათვის. ამის მიუხედავად, კალიგულა საშინლად აწვალებდა ბიძამისს: დგამდა პრაქტიკულ ხუმრობებს, აბარებდა უზარმაზარ თანხებს, ამცირებდა სენატის წინაშე და ა. შ. დიონ კასიუსის მიხედვით, კალიგულას მმართველობის ბოლოსთვის კლავდიუსი ძალიან ავადმყოფური შესახედაობის მქონე და გამხდარი გახდა, ყველაზე უფრო სავარაუდოდ სტრესისაგან. <ref>Dio ''Rom. Hist.'' LX 2. Suhr (1955) suggests that this must refer to before Claudius came to power.</ref> ამ პერიოდის შემორჩენილი კლავდიუსის სავარაუდო პორტრეტიც შესაძლოა სწორედ ამას ამტკიცებდეს.
 
=== კალიგულას მკვლელობა ===
[[File:Herold of Chalcis coin showing Herod of Chalcis with brother Agrippa of Judaea crowning Roman Emperor Claudius I.jpg|thumb|A coin of [[Herod of Chalcis]], showing him with his brother [[Herod Agrippa I|Agrippa of Judaea]] crowning Claudius. [[British Museum]].]]
 
41 წლის 24 იანვარს კალიგულა პრეტორიანელთა პრეფექტის, კასიუს ქერერასა და რამდენიმე სენატორის მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად მოკლეს. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კლავდიუსი პირდაპირ იყო დაკავშირებული მკვლელობასთან, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ მან იცოდა გეგმის შესახებ, რასაც განსაკუთრებით ის ამტკიცებს, რომ მან მოქმედების ადგილი ძმისშვილის მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე დატოვა.<ref>Major (1992)</ref> თუმცაღა, კალიგულას ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ კასიუსი გადასცდა გეგმას და საიმპერატორო ოჯახის ამოწყვეტას აპირებდა.<ref name="Josephus">Josephus ''Antiquitates Iudiacae'' XIX. Dio ''Rom. Hist.'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/60*.html#1 LX 1.3]</ref>
 
მკვლელობის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში კლავდიუსი შეესწრო თუ როგორ დახოცა გერმანულმა დაცვამ რამდენიმე უდანაშაულო წარჩინებული, მისი მრავალი მეგობრის ჩათვლით. იგი დასამალად სასახლეში გაიქცა. გადმოცემის თანახმად, პრეტორიანელმა, სახელად გრატუსმა კლავდიუსი ფარდის უკან იპოვა და მოულოდნელად პრინცეპსად გამოაცხადა.<ref name="Josephus"/> შესაძლებელია, პრეტორიანელთა ნაწილი წინასწარვე გეგმავდა კლავდიუსის მოძებნას, შესაძლოა, მისივე თანხმობით. მათ კლავდიუსი დაარწმუნეს, რომ ისინი იმ დანაყოფს არ ეკუთვნოდნენ, რომელიც შურისძიებას ეძებდა. იგი პრეტორიანელთა ბანაკში წაიყვანეს და თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს.
 
სენატი მალევე შეიკრიბა და მთავრობის შეცვლაზე დაიწყო მსჯელობა, თუმცა ეს განხილვა თანდათანობით იმაზე დავად გადაიქცა, თუ რომელი მათგანი უნდა გამხდარიყო ახალი პრინცეპსი. როდესაც სენატორებმა პრეტორიანელთა განცხადების შესახებ შეიტყვეს, მოითხოვეს, რომ კლავდიუსი დასამტკიცებლად მათ გადასცემოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რადგანაც თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო. ზოგიერთი ისტორიკოსი, განსაკუთრებით, იოსებ ფლავიუსი,<ref>Josephus ''Ant. Iud.'' XIX.</ref> ამტკიცებს, რომ კლავდიუსს ამგვარად სამოქმედოდ იუდეის მეფე ჰეროდე აგრიპა მიუთითებდა, თუმცა მოვლენათა მისივე ადრეული ვერსია ამცრობს აგრიპას როლს.<ref>Josephus ''Bellum Iudiacum'' II, 204–233.</ref> ამდენად, ეს საკითხი გაურკვეველი რჩება. საბოლოოდ, სენატი იძულებული გახდა დანებებულიყო, სანაცვლოდ კლავდიუსმა თითქმის ყველა მკვლელი შეიწყალა.
 
[[Image:Claudiuspax.jpg|thumb|250px|Claudius issued this ''[[denarius]]'' type to emphasize his [[clemency]] after Caligula's assassination. The depiction of the goddess [[Pax-Nemesis]], representing subdued vengeance, would be used on the coins of many later emperors.]]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან