რადიარდ კიპლინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48:
ამ დროს იწყებს კიპლინგი ბავშვებისთვის წერას. [[1894]]–[[1895]] წლებში გამოდის მისი ცნობილი "ჯუნგლების წიგნი" (The Jungle Book) და "ჯუნგლების მეორე წიგნი" (The Second Jungle Book). გამოიცა ასევე ლექსთა კრებული "შვიდი ზღვა" (The Seven Seas). გაუჩნდა ორი შვილი: ჯოზეფინა და ელსი. ცოლისძმასთან ჩხუბის შემდეგ [[1896]] წელს ოჯახთან ერთად ინგლისში ბრუნდება. [[1897]] წელს გამოსცემს მოთხრობას "მამაცი ზღვაოსნები" (Captains Courageous). [[1899]] კიპლინგმა დიდი დარტყმა მიიღო - აშშ–ში მოგზაურობისას ფილტვების ანთებისგან უფროსი ქალიშვილი – ჯოზეფინა გარდაეცვალა.
 
[[1899]] წელს სამხრეთ აფრიკაში ატარებს რამდენიმე თვეს, სადაც ცნობილ მაგნატ სისილ როდს გაიცნობს. [[1901]] წელს გამოდის მისი რომანი "კიმი" (Kim), მისი ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოები. აფრიკაშივე იგი აგროვებს მასალას ახალ საბავშვო წიგნისთვის, რომელიც [[1902 ]]წელს გამოდის სახელწოდებით "უბრალო ზღაპრები" (Just So Stories).
 
იმავე წელს კიპლინგი ყიდულობს აგარაკს სასექსის საგრაფოში, ინგლისში, სადაც ცხოვრების ბოლომდე სახლდება. იქვე წერს თავის ცნობილ წიგნებს (Puck of Pook’s Hill) და (Rewards and Fairies). ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად პოლიტიკურს იწყებს. იგი წერს გერმანიასთან სამომავლო ომზე, გამოდის კონსერვატორთა მხარდაჭერით და [[ფენიმიზმი|ფემინიზმი]]ს წინააღმდეგ. [[1907]] წელს მან ნობელის პრემია მიიღო.
 
====== მოთხრობები: ======
1.ათასი მწუხარების ჭიშკარი 8.მეამბოხე მოტი-გოჯი
 
2.პატარა ტობრა 9.წყალდიდობის ჟამს
 
3.ლისპეტი 10.ნამგეი დულა
 
4.ღმერთების ხაზინა 11.რიქშა-აჩრდილი
 
5.მოხეტიალე ებრაელი 12.ოლქის თავკაცი
 
6.ამირას მოწყალება 13.იმრეის დაბრუნება
 
7.ნაბოთე 14.ტყუპი
 
=== [[პირველი მსოფლიო ომი]] ===