კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
 
[[7]] წელს მის ისტორაში განსასწავლად [[ტიტუს ლივიუსი]] დაიქირავეს სულპიციუს ფლავუსთან ერთად. ამ უკანასკნელსა და ფილოსოფოს ათენოდორუსთან ერთად კლავდიუსი დიდ დროს ატარებდა. თავისივე წერილის მიხედვით, ავგუსტუსი გაკვირვებული იყო კლავდიუსის მჭერმეტყველებით.<ref name="Suet4"/> გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მის მომავალთან დაკავშირებით.
 
=== საჯარო ცხოვრება ===
მისი, როგორც დამწყები ისტორიკოსის საქმიანობამ ზიანი მიაყენა საჯარო ცხოვრებაში წინსვლის პერსპექტივებს. ვინსენტ სკრამუზასა და სხვების მიხედვით, კლავდიუსმა დაიწყო რომის სამოქალაქო ომების ისტორიაზე მუშაობა, რომელიც ან ძალიან რეალისტური იყო, ან ძალიან კრიტიკული ოქტავიანესთან მიმართებაში,<ref>Scramuzza (1940) p.&nbsp;39.</ref> რომელიც მაშინ ავგუსტუს კეისრის სახელით ზეობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ნაშრომის შესაქმნელად ჯერ ძალიან ადრე იყო და როგორც ჩანს, ამ ფაქტმაც მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ავგუსტუსს შეახსენა კლავდიუსის მარკუს ანტონიუსის შთამომავლობა. დედამისი და ბებიამისი სწრაფად ჩაერივნენ და შეაჩერეს, თუმცა ამან, სავარაუდოდ, ისინი დაარწმუნდა, რომ კლავდიუსი საჯარო თანამდებობისათვის მზად არ იყო. იგი სანდო აღარ იყო, რომ არსებული პოლიტიკური ძალის რიგებს შეერთებოდა.<ref name="Stuart">Stuart (1936).</ref>
 
როდესაც თავისი ცხოვრების მომდევნო პერიოდში თხრობას დაუბრუნდა, მან საერთოდ გამოტოვა მეორე ტრიუმვირატის ომები, თუმცა მან უკვე მიაყენა საკუთარ თავს ზიანი და ოჯახმაც უკანა პლანზე გადასწია. როდესაც ძვ. წ. 8 წელს საიმპერატორო ოჯახის პატივსაცემად ფავიის თაღი აღიმართა, კლავდიუსის სახელი (ტიბერიუს კლავდიუს ნერონ გერმანიკუსი) ნაპირზე წააწერეს, ავგუსტუსის შვილიშვილების, გაიუსისა და ლუციუსის და გერმანიკუსის შვილების სახელების შემდეგ. არსებობს გარკვეული მოსაზრებებიც იმის შესახებ, რომ წარწერა ათწლეულების შემდეგ თავად კლავდიუსმა დაამატა და რომ თავდაპირველად მისი სახელი საერთოდ არ იყო თაღზე.<ref name="Stuart"/>
 
[[File:A Roman Emperor AD41 detail.jpg|thumb|250px|[[Gratus]] proclaims Claudius emperor. Detail from ''A Roman Emperor 41AD'', by [[Lawrence Alma-Tadema]]. Oil on canvas, c. 1871.]]
როდესაც 14 წელს ავგუსტუსი გარდაიცვალა, 23 წლის კლავდიუსმა ბიძას, ტიბერიუსს მიმართა, რათა მას საჯარო კარიერის დაწყების ნება მიეცა. ახალმა იმპერატორმა კონსულის მორთულობის ბოძებით უპასუხა. კლავდიუსმა თანამდებობა კიდევ ერთხელ ითხოვა და ამჯერად დატუქსეს კიდევაც. რადგანაც ტიბერიუსი წინამორბედზე გულუხვი არ იყო, კლავდიუსი შეეშვა საჯარო თანამდებობაზე ფიქრს და მეცნიერის კერძო ცხოვრებას დაუბრუნდა.
 
საიმპერატორო ოჯახის მიერ მისი აბუჩად აგდების მიუხედავად, როგორც ჩანს, ხალხი თავიდანვე პატივს სცემდა კლავდიუსს. ავგუსტუსის გარდაცვალებისას, მხედრებმა, იგივე რაინდებმა იგი თავიანთი დელეგაციის მეთაურად აირჩიეს. როდესაც კლავდიუსის სახლი დაიწვა, სენატმა მოითხოვა, რომ ის სახელმწიფოს ხარჯზე აღდგენილიყო. სენატორებმა ისიც მოითხოვეს, რომ კლავდიუსს სენატში განხილვებში მონაწილეობის უფლება მისცემოდა. ტიბერიუსმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, თუმცა ამგვარი განწყობა კლავდიუსის მიმართ შენარჩუნდა.
 
ტიბერიუსის ვაჟის, დრუზუსის უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ პერიოდში, ზოგიერთმა კლსვდიუსი პოტენციურ მემკვიდრედაც კი წამოსწია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი საჯარო ცხოვრებისაგან განდევნის პოლიტიკურ ხასიათზე. თუმცაღა, რადგანაც ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტის, სეიანუსის ძალაუფლება და ტერორი ძლიერების მწვერვალზე იყო, კლავდიუსმა ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა არჩია.
 
ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ, ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ (კლავდიუსის ძმის, გერმანიკუსის ვაჟი) აღიარა, რომ იგი რაღაცაში გამოდგებოდა. 37 წელს მან კლავდიუსი თავის თანაკონსულად დანიშნა, რათა ხაზი გაესვა თავისი გარდაცვლილი მამის ხსოვნისათვის. ამის მიუხედავად, კალიგულა საშინლად აწვალებდა ბიძამისს: დგამდა პრაქტიკულ ხუმრობებს, აბარებდა უზარმაზარ თანხებს, ამცირებდა სენატის წინაშე და ა. შ. დიონ კასიუსის მიხედვით, კალიგულას მმართველობის ბოლოსთვის კლავდიუსი ძალიან ავადმყოფური შესახედაობის მქონე და გამხდარი გახდა, ყველაზე უფრო სავარაუდოდ სტრესისაგან. <ref>Dio ''Rom. Hist.'' LX 2. Suhr (1955) suggests that this must refer to before Claudius came to power.</ref> ამ პერიოდის შემორჩენილი კლავდიუსის სავარაუდო პორტრეტიც შესაძლოა სწორედ ამას ამტკიცებდეს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან