ტოტონაკები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:El Tajin Los Voladores fcm.jpg|250px|მინი|ქალაქ [[პაპანტლა|პაპანტლის]] ([[ვერაკრუსის შტატი]]) ტოტონაკები ასრულებენ ვოლადორესის რიტუალს.]]
'''ტოტონაკები''' — [[ინდიელები|ინდიელი]] ხალხი, რომელიც [[მექსიკა|მექსიკის]] აღმოსავლეთ სანაპირო მთიან რეგიონებში სახლობდა 1519 წელს ამ ტერიტორიაზე ესპანელთა მოსვლისას. ამჟამად ისინი ცხოვრობენ [[ვერაკრუსის შტატი|ვერაკრუსის]], [[პუებლა (შტატი)|პუებლისა]] და [[იდალგოს შტატი|იდალგოს შტატებში]]. ისინი ერთ-ერთი შესაძლო აღმშენებლები არიან კოლუმბამდელ ქალაქ [[ელ-ტახინი]]სა, გარდა ამისა, ისინი საცხოვრებელ უბნებს ინარჩუნებდნენ [[ტეოტიუაკანი|ტეოტიუაკანშიც]]. XIX საუკუნემდე, ტოტონაკები [[ვანილი]]ს მთავარი მწარმოებელბი იყვნენ მსოფლიოში.
 
[[ფაილი:Zempoala-06.jpg|250px|მინი|ტოტონაკის ხალხის დედაქალაქის — [[სემპოალა|სემპოალის]] მთავარი მოედნის ნანგრევები.]]
 
==ეტიმოლოგია==
ტერმინი „ტოტონაკა“ აღნიშნავს ხალხს, რომელიც ტოტონაკაპანში ცხოვრობს. ზოგიერთი ავტორი ტერმინს მოიხსენიებს როგორც „ტოტონაკოს“, რაც [[ნაჰუატლი]]ს ენაზე „ცხელი მიწის ხალხს“ ნიშნავს. თავად ტოტონაკის ენაზე კი სიტყვა „ტოტონაკუ“ ნიშნავს „სამ გულს“, რაც მათ სამ ძირითად ქალაქს აღნიშნავს: [[სემპოალა]]ს, [[ტახინი|ტახინსა]] და [[კასტილიო-დე-ტეაიო|ტეაიოს]].
 
[[ფაილი:Totonaque Auch 4.jpg|250px|მინი|კერამიკა.]]
 
==გეოგრაფია და ცხოვრების სტილი==