ტოტონაკები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ისტორია==
XV საუკუნეში, ესპანელთა მოსვლამდე, ტოტონაკაპანის რეგიონს ხშირად ესხმოდნენ თავს აცტეკები. ტოტონაკთა მთავარი ცენტრები იყო [[პაპანტლა]], სადაც 1519 წლისთვის 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, [[ხალაპა]] (დაახლოებით 120 000 კაცი) და [[სემპოალა]] (80 000 კაცი). აღსანიშნავია, რომ სემპოალა პირველი ადგილობრივი ქალაქი იყო [[ამერიკა]]ში, რომელსაც [[ერნან კორტესი]] ესტუმრა, რის შემდეგაც იგი აცტეკების დედაქალაქ [[ტენოჩტიტლანი]]სკენ გაუყვა გზას.<ref name=Diaz>Diaz, B., 1963, The Conquest of New Spain, London: Penguin Books, ISBN 0140441239</ref>{{rp|107-110}} სემპოალას მაცხოვრებელი ტოტონაკები, ასევე [[ტლასკალა (ქალაქი)|ტლასკალის]] ინდიელები,<ref name=Diaz/>{{rp|113}} კორტესს შეუერთდნენ და მნიშვნელოვანი წვილი შეიტანეს ესპანელთა მიერ ტენოჩტიტლანის დაპყრობაში. ამის შემდეგ, ტოტონაკაპანი ესპანურ რეჟიმთან მოთანამშრომლე რეგიონი გახდა, სადაც მათი მხრიდან შედარებით ნაკლები იყო ძალადობა, თუმცა რეგიონი ესპანელთა მიერ მოტანილმა ეპიდემიებმა გაანადგურა. ამჟამად, რეგიონში ტოტონაკის ენაზე მოსაუბრე დაახლოებით 90 000 ადამიანი ცხოვრობს.
 
==ენა==
 
==რელიგია==
დღეისათვის, ტოტონაკთა უმრავლესობა [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]]. თუმცა, მათი ქრისტიანული რწმენა ხშირად ერწყმის მათივე ტრადიციულ რელიგიას.<ref>Catholic Encyclopedia. http://www.newadvent.org/cathen/14794a.htm</ref>
 
აღნიშნული ტრადიციული რელიგია 1960-იან წლებში ფრანგმა ეთნოგრაფმა ალენ იშონმა აღწერა.<ref>Ichon 1973</ref> მათ რწმენაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედა-ღვთაებები, რომელთა შექმნილადაც მიიჩნეოდა თითოეული ადამიანის სული.<ref>Alfredo López Austin (transl. by Ortiz de Montellano) : ''Tamoanchan, Tlalocan''. University Press of Colorado, 1997. p. 161, citing Inchon, p. 46</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons category|Totonac}}
*[http://www.newadvent.org/cathen/14794a.htm კათოლოკური ენციკლოპედია]
* Ellison, N. : [http://www.editions-msh.fr/livre/?GCOI=27351100793320 Semé sans compter. Appréhension de l'environnement et statut de l'économie en pays totonaque]
* Ellison N. : [http://nuevomundo.revues.org/302 Cambio ecológico y percepción ambiental en la región totonaca]
* Ellison, N. : [http://nuevomundo.revues.org/3287 Les Totonaques aujourd’hui, entre crise du développement et nouvelles revendications]
* Lozada Vazquez, L.M.:[http://brepols.metapress.com/content/?Author=Luz+Maria+Lozada Chaleur et odeurs pour nos morts. La cuisine cérémonielle de la Fête des Morts totonaque]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}