ვიკინგების ეპოქა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{სკანდინავია}}
== ვიკინგების ეპოქა ==
[[ფაილი:Viking Expansion.svg|მინი|ვიკინგთა გავლენის სფერო ვიკინგების ეპოქის პერიოდში]]
'''ვიკინგების ეპოქა''' ეწოდება [[სკანდინავია|სკანდინავიური]] საზოგადოების მიერ [[ევროპა|ევროპის]] ჩრდილოეთ ნაწილისა და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ტერიტორიების გამოკვლევის პერიოდს. ვიკინგების ეპოქა<ref name=":0">Syrett, M. (2001). ''Scandinavian history of the Viking age: A select bibliography''. Cambridge: University of Cambridge. Department of Anglo-Saxon, Norse and Celtic.</ref> ახალი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა, ეს ეპოქა წინ უსწრებდა [[გერმანული რკინის საუკუნე|გერმანულ რკინის საუკუნეს]], რომელიც ა.წ 400-800 წლამდე გრძელდებოდა.
 
სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიების მაშინდელ მოსახლეობას, [[ნორმანები|ნორმანებს]], ანუ [[ვიკინგები|ვიკინგებს]], მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ დიდ ტერიტორიებზე, ამის გამომწვევი მიზეზები იყო მათი  გრძელვადიანი საზღვაოსნო ექსპედიციები, დაპყრობები<ref>Barrett, J. (2008). What caused the Viking Age? ''Antiquity,'' ''82''(317), 671-685. doi:10.1017/s0003598x00097301</ref> და [[მეკობრეობა]] გარემომცველ ტერიტორიებზე. [[მიგრაცია|მიგრაციების]] მეშვეობით სკანდინავიელებისთვის შესაძლებელი გახდა მიეღწიათ და დასახლებულიყვნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს ისეთი ქვეყნების შემადგენლობაშია, როგორებიც არიან [[დანია]], [[შვედეთი]], [[ნორვეგია]], [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთი,]] [[რუსეთი]], [[უკრაინა]] და სხვა.
 
ვიკინგების ეპოქა [[ევროპა|ევროპული]] [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეების]] სამი პერიოდიდან ერთ-ერთია. [[შუა საუკუნეები]] სამ ნაწილად იყოფა, პირველი ნაწილი გემრანული რკინის საუკუნეა, რომლის განმავლობაშიც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საზოგადოება ჩამოყალიბდა და განვითარდა, ევროპული შუა საუკუნეების მეორე პერიოდში მოქცეულია ვიკინგების ეპოქა, რომლის პერიოდშიც სკანდინავიის მოსახლეობის გავლენა ძალიან გაფართოვდა და ბევრი ქვეყნის ისტორიაზე იქონია გავლენა. ვიკინგების ეპოქას მოსდევს [[გვიანი შუა საუკუნეები]], ეპოქა, რომლის პერიოდშიც ევროპაში მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი აღორძინდა. 
 
== წინაპირობა ==
[[ფაილი:Vikings-Voyages.png|მინი|ვიკინგთა საზღვაო ექსპედიციები მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.]]
ვიკინგების ეპოქის განმვლობაშიგანმავლობაში სკანდინავიურმა საზოგადოებამ ევროპელებისათვის ბევრ უცნობ ტერიტორიაზე<ref>Winroth, A. (n.d.). ''The age of the Vikings''.</ref> დაიდო ბინა, ვიკინგები დასახლდნენ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა დღევანდელი [[ისლანდია]], ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილი, [[ცენტრალური რუსეთი]], [[გრენლანდია]] და სხვა. ამ ეპოქის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაჩნდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა ახალი აღმოჩენებისა და ვაჭრობისთვის, ამ შესაძლებლობებს კი ნორმანები ხელიდან არასდროს უშვებდნენ.
 
ვიკინგთა აქტიური ექსპედიციები მათი ცხოვრების კულტითვე იყო განპირობებული, მათ დროთა განმავლობაში გაითავისეს ერთი რამ, რომ სიმდიდრის მოხვეჭა ძალიან მარტივი იქნებოდა, თუ ისინი ევროპის მშვიდობიან მოსახლეობას დაატერორებდნენ. მერვე საუკუნის შუა ხანებიდან დაწყებულმა მოგზაურობამ ნორმანების ცხოვრების წესად აქცია ქონების ძიება, რაც მათთვის პირდაპირ კავშირში იყო ძალაუფლების ზრდასთან და დიდებასთან.
Line 20 ⟶ 19:
 
=== კერპთაყვანისმცემლობა ===
[[ფაილი:Odin disguised as a Traveller.jpg|მინი|183x183პქ|ოდინი, მთავარი ღვთაება სკანდინავიელთა რწმენაში.]]
ვიკინგების ეპოქაში გარკვეულ როლს თამაშობდა რელიგია, სკანდინავიურ მოსახლეობაში გავრცელებული იყო [[კერპთაყვანისმცემლობა]] და ძველი სკანდინავიური ღმერთები საკმაოდ დიდი პანთეონით[[პანთეონი]]თ იყო წარმოდგენილი. ღმერთების პანთეონში შედიოდა<ref name=":0" /> რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად [[ოდინი]], რომელიც მთავარ ღვთაებადაა მიჩნეული გერმანულ მითოლოგიასა და სკანდინავიურ ღმერთთა პანთეონში. დროთა განმავლობაში სკანდინავიელთათვის ოდინის გავლენას გაუტოლდა მისი შვილის, [[თორი (მითოლოგია)|თორის]] მნიშვნელობა, რომელიც მიჩნეული იყო ჭექაქუხილის ღმერთად და მოგზაურ ვიკინგთა ხელის წამმართველად. ვიკინგებში გავრცელებული იყო წარმოდგენა უზარმაზარი სანადიმო დარბაზის [[ვალჰალა|ვალჰალას]] შესახებ, ვალჰალაში ოდინის მიერ გამართულ ნადიმს მხოლოდ ის ვიკინგი მეომრები დაეწვეოდნენ, რომლებიც ბრძოლებში გმირულად დაეცემოდნენ. ვალჰალას იმქვეყნიური ყოფა ვიკინგი მეომრებისათვის კიდევ ერთი სტიმული იყო იმისათვის, რომ მათ კარგად ებრძოლათ.
 
=== ქრისტიანობა ===
[[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელება ვიკინგებში ძალიან გახანგრძლივდა, მაგრამ ვიკინგების ეპოქის დადგომისთანავე დაიწყო, სკანდინავიელთა კავშირი ევროპულ ქვეყნებთან ნელ-ნელა ნორმანების გაქრისტიანებით დასრულდა. სკანდინავიის სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანობამ სხვადასხვა დროს მიაღწია.
[[ფაილი:Slidredomen - The Stone Church in Slidre.jpg|მინი|205x205პქ|ვიკინგი ქრისტიანების მიერ აშენებული ეკლესია ნორვეგიაში.]]
დეტალები ქრისტიანობის გამავრცელებელ [[მისიონერობა|მისიონერებთან]] და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალიან მწირია და ამის გამო თითქმის შეუძლებელია სკანდინავიის გაქრისტიანების საერთო სურათის აღდგენა, შემორჩენილია მწირე დოკუმენტაცია, მათ შორის ერთ-ერთი ნაშრომი დაკავშირებულია ქრისტიანთა წმინდან [[ანსგარი|ანსგართან]],<ref>R., & Robinson, C. H. (1921). ''Anskar, the apostle of the North''. (Croydon).</ref> რომელიც 801 წელს დაიბადა, 865 წელს გარდაიცვალა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქრისტიანულ ეკლესიას ემსახურა. ანსგარი [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთ ევროპაში]] ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება, მისი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ, სკანდინავიის გასაქრისტიანებლად ნაბიჯები ქრისტიანულმა მხარემ მოგვიანებითაც გადადგა, რაც უფრო შედეგიანი აღმოჩნდა.
 
ეკლესიები სკანდინავიურ მიწებზე პირველად მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და ვიკინგების ეპოქის მიწურულს, მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს უკვე ბევრგან იყო აღმოცენებული საეკლესიო კერა. ნაგებობები მათ სულიერ დანიშნულებასთან ერთად ბაზას წარმოადგენდნენ, სადაც მისიონერთათვის ცხოვრება და მოღვაწეობა იქნებოდა შესაძლებელი. 
Line 39 ⟶ 38:
 
=== შოტლანდია ===
[[ფაილი:Noreg-Grønland.png|მინი|ვიკინგი მეზღვაურების მოგზაურობის ამსახველი მარშრუტი, ნორვეგია-ისლანდია-გრენლანდია.]]
[[შოტლანდია|შოტლანდიასთან]] მდებარე კუნძულები ერთ-ერთი იყო იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც სკანდინავიურ<ref name=":0" /> მიწებთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, ვიკინგები ყველაზე მეტად სწორად ამ ადგილებში აქტიურობდნენ და მათი თარეში შოტლანდიის მიწებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმძიმესი გადასატანი იყო. ყველაზე ძლიერი დარტყმა სკანდინავიელებმა სწორედ ბრიტანეთის[[ბრიტანეთი]]ს ამ ნაწილზე მიიტანეს და შესაბამისად ეს ტერიტორიები მათთვის სხვა ტერიტორიებთან შედარებით ბევრად მალე გახდა ათვისებადი.
 
=== ისლანდია ===
ისლანდიური [[“გადასახლებებისგადასახლებების წიგნის“წიგნი|„გადასახლებების წიგნის“]] მიხედვით, რომელიც მეთორმეტე<ref>Short, W. R. (2010). ''Icelanders in the Viking age: The people of the sagas''. Jefferson, NC: McFarland &.</ref> საუკუნეშია დაწერილი, ერთ-ერთმა ვიკინგმა ნადოდმა საკუთარი გემით გეზი [[ფარერის კუნძულები|ფარერის კუნძულებისკენ]] აიღო, მაგრამ კურსის არევის შედეგადაც ახალ, ამოუცნობ მიწას მიადგა, რომელიც დაუსახლებელი აღმოჩნდა. წიგნის მიხედვით კუნძულზე აღმოჩენის დღიდან 40 000-მდე სკანდინავიელი დასახლდა და ისლანდია თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთადერთ ისეთ ტერიტორიად, რომელიც სკანდინავიელებმა უბრძოლველად ჩაიბარეს. ისლანდიელებს დასახლების დღიდან ოთხი საუკუნის განმავლობაში არ აურჩევიათ მთავარი ფიგურა, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებდა.
 
==ლიტერატურა==
* {{cite book|last1=Forte|first1=Angelo|last2=Oram|first2= Richard|last3= Pedersen|first3= Frederik|url=https://books.google.com/books?id=_vEd859jvk0C&printsec=frontcover&source=gbs_v2_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false|title= Viking Empires|publisher= Cambridge University Press|year= 2005| isbn= 0-521-82992-5|ref=Forte}}
*{{cite book|ref=Hall|author=Hall, Richard |title=Viking Age archaeology|year=2010|isbn=0-7478-0063-4|publisher=Shire Publications}}
*{{cite book|ref=Harck|author1=Harck, Ole |author2=Lübke, Christian |title= Zwischen Reric und Bornhöved: Die Beziehungen zwischen den Dänen und ihren slawischen Nachbarn vom 9. Bis ins 13|publisher=International Conference, Leipzig, 4–6 December 1997, Franz Steiner Verlag|year= 2001|isbn=3-515-07671-9}}
*{{cite book|last=Jones|first=Gwyn|title=A History of the Vikings|year=1968|publisher=Oxford University Press|oclc= 581030305 |ref=Jones}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons category}}
*[http://www.bbc.co.uk/history/ancient/vikings/ Vikings] – BBC History (collection of short articles under the headings Overview, Raiders and Settlers, Viking Culture, Evidence)
*[http://www.mnh.si.edu/vikings/ Vikings: The North Atlantic Saga] – Smithsonian website for travelling exhibition, 2000–2003.
*[http://www.denmark.net/denmark-guide/danish-vikings.html The Danish Viking age]
*[http://www.heimskringla.no/ Old Norse literature] from «Kulturformidlingen norrøne tekster og kvad» Norway.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
<references />
 
== [[კატეგორია:ვიკინგების ეპოქა ==]]
[[კატეგორია:სკანდინავიის ისტორია]]
[[კატეგორია:ცივილიზაციები]]
[[კატეგორია:მაღალი შუა საუკუნეები]]