ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 146:
მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Cic.+Phil.+2.48&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.02.0021 Cassius Dio.48.4.1-6]</ref> მისსავე თანახმად, როდესაც [[ძვ. წ. 41]] წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და [[ლუციუს ანტონიუსი]] იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, [[რომის სენატი|სენატი]] მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio.48.4.1]</ref> იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D2%3Asection%3D14 Appian. B.Civ.5.2.14]</ref><ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian. Bel.Civ.5.3.19.]</ref> იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, [[ძვ. წ. 41]] წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
 
ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა [[კლოდია პულქრა]]ს, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან და იგი დედასთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[აპიანე]]ს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian.B.Civ.5.3.19.]</ref> ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა.<ref name="eck 19"/> ისინი თავიანთ ჯართან ერთად [[რომი]]საკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა [[პერუჯა|პერუზიისაკენ]], ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D4%3Asection%3D32 Appian.B.Civ.5.4.32.]</ref><ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio 48.15.1.]</ref> შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია.<ref>David, 2000, pg 254</ref>{{#tag:ref |Itსპეკულაციის isთემას alsoწარმოადგენს speculatedის that Antony's legionsსაკითხიც, composedრომ largelyანტონიუსის Caesarianლეგიონებს, veteransრომლებიც, didძირითადად, notკეისრის wishვეტერანებით toიყვნენ დაკომპლექტებულები, fightარ theსურდათ adoptiveმათი sonყოფილი ofსარდლის theirშვილობილის formerწინააღმდეგ generalბრძოლა.|group="კომ."}} დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია [[ძვ. წ. 40]] წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ.<ref name="eck 19" /> ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში, სიკიონში წასულიყო.<ref name="rowell 32">Rowell (1962), 32.</ref> ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა.<ref name="eck 20">Eck (2003), 20.</ref> პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც.<ref name="rowell 32" /> ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა.<ref name="eck 20" /> ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.<ref>Southern, 2001, გვ. 78</ref>
[[File:Roman-Empire-39BC-sm.png|მარცხნივ|მინი|450px|რომის რესპუბლიკის რუკა [[ძვ. წ. 39]] წელს, ბრუნდიზიუმისა და მიზენუმის ზავების შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
{{სვეტი-2}}