ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 143:
 
==== პერუზიის ომი და ბრუნდიზიუმის შეთანხმება ====
[[ფაილი:Lucius Antonius.jpg|მინი|მარჯვნივ|[[ლუციუს ანტონიუსი]]]]
მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Cic.+Phil.+2.48&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.02.0021 Cassius Dio.48.4.1-6]</ref> მისსავე თანახმად, როდესაც [[ძვ. წ. 41]] წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და [[ლუციუს ანტონიუსი]] იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, [[რომის სენატი|სენატი]] მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio.48.4.1]</ref> იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D2%3Asection%3D14 Appian. B.Civ.5.2.14]</ref><ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian. Bel.Civ.5.3.19.]</ref> იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, [[ძვ. წ. 41]] წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
 
ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა [[კლოდია პულქრა]]ს, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან და იგი დედასთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[აპიანე]]ს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian.B.Civ.5.3.19.]</ref> ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა.<ref name="eck 19"/> ისინი თავიანთ ჯართან ერთად [[რომი]]საკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა [[პერუჯა|პერუზიისაკენ]], ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D4%3Asection%3D32 Appian.B.Civ.5.4.32.]</ref><ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio 48.15.1.]</ref> შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია.<ref>David, 2000, pg 254</ref>{{#tag:ref |It is also speculated that Antony's legions, composed largely Caesarian veterans, did not wish to fight the adoptive son of their former general.|group="კომ."}} დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია [[ძვ. წ. 40]] წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ.<ref name="eck 19" /> ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში, სიკიონში წასულიყო.<ref name="rowell 32">Rowell (1962), 32.</ref> ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა.<ref name="eck 20">Eck (2003), 20.</ref> პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც.<ref name="rowell 32" /> ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა.<ref name="eck 20" /> ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.<ref>Southern, 2001, pgგვ. 78</ref>
[[File:Roman-Empire-39BC-sm.png|მარცხნივ|მინი|450px|რომის რესპუბლიკის რუკა [[ძვ. წ. 39]] წელს, ბრუნდიზიუმისა და მიზენუმის ზავების შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
{{სვეტი-2}}
{{ლეგენდა|#81EE5B|[[მარკუს ანტონიუსი|ანტონიუსი]]}}{{ლეგენდა|#C19666|[[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსი]]}}{{ლეგენდა|#DE8DE0|ოქტავიანე}}{{ლეგენდა|#FF925E|ტრიუმვირები ერთობლივად}}{{სვეტი-გაყოფა}}{{ლეგენდა|#7D87FF|[[სექსტუს პომპეუსი]]}}{{ლეგენდა|#ED1C24|[[პართია|პართიის იმპერია]]}}{{ლეგენდა|#FED250|რომის ვასალი სამეფოები}}{{ლეგენდა|#FF8C8C|[[პტოლემეების სამეფო|პტოლემეების ეგვიპტე]]}}{{სვეტი-დასასრული}}]]
ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი [[კლეოპატრა VII|კლეოპატრასთან]] სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა.<ref group="კომ.">ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენე II და პტოლემე ფილადელფუსი</ref> რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც [[ათენი|ათენში]] შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ერთმანეთთან ბრძოლაზე კეისრის მეთაურობით საერთო სამსახურის შემდეგ კეისრის მეთაურობით.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი.<ref>Eck, 2003, pg 21.</ref><ref>Eder, 2005, pgგვ. 19</ref> ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A2008.01.0007%3Achapter%3D30%3Asection%3D3 Plutarch.Vit.Ant.30.3.]</ref> მისმა სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> [[ძვ. წ. 40]] წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო.<ref name="eck 21" /> ამ შეთანხმებამ, რომელიც ''ბრუნდიზიუმის ზავის'' სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, [[ძვ. წ. 40]] წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, [[ოქტავია უმცროსი]] მიათხოვა.<ref name="eck 21" /> მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.
 
==== ომი სექსტუს პომპეუსთან ====