ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 129:
[[File:Phil2.png|300px|thumb|right|ფილიპის პირველი ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 3 ოქტომბერი]]
[[File:Phil3.png|300px|thumb|right|ფილიპის მეორე ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერი]]
[[ძვ. წ. 42]] წლის ზაფხულში ოქტავიანე და ანტონიუსი 19 ლეგიონით გაემართნენ მაკედონიისაკენ ლიბერატორებთან შესახვედრად,<ref name="ReferenceAReferenceAb">Appian, ''The Civil Wars'', Book 14, CVIII</ref> (დაახლოებით 100 000 რეგულარული ქვეითი და დამატებით კავალერია და არარეგულარული დამხმარე ერთეულები), რომის მოვლა კი [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსს]] ანდეს. მსგავსადვე, ლიბერატორების არმიაც 19 ლეგიონს მოითვლიდა, თუმცა ოქტავიანესა და ანტონიუსის ლეგინებისაგან განსხვავებით, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იყვნენ.<ref name="ReferenceAReferenceAb"/> ტრიუმვირებს უფრო მეტი ქვეითი ჰყავდათ თავიანთ განკარგულებაში, ლიბერატორებს კი — კავალერია.<ref>Hinard, 2000, pg 850</ref> ამ უკანასკნელებს, რომლებიც აკონტროლებდნენ მაკედონიას, სულაც არ სურდათ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა. მათ ერჩიათ დაეკავებინათ კარგი თავდაცვითი პოზიცია და შემდეგ თავიანთი უპირატესი საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებით ტრიუმვირატის ძალები მათი სურსათით მომმარაგებელი ცენტრისაგან მოეწყვიტათ, რომელიც იტალიაში მდებარეობდა. წინა თვეებში ისინი ძარცვავდნენ ბერძნულ ქალაქებს საომარი ხაზინის შესავსებად, [[თრაკია]]ში თავს უყრიდნენ რომაულ ლეგიონებს აღმოსავლეთის პროვინციებიდან და კრეფდნენ გადასახადებს ვასალი სამეფოებისაგან.
 
ბრუტუსსა და კასიუსს მაღლობი პოზიცია ეკავათ ვია ეგნატიას ორივე მხარეს, ქალაქ ფილიპიდან დასავლეთით. სამხრეთ პოზიციას ჭაობები ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთს კი — გაუვალი მთები. მათ უამრავი დრო ჰქონდათ თავიანთი პოზიციის ბურჯებითა და თხრილით გასამაგრებლად. ბრუტუსმა ბანაკი ჩრდილოეთით დასცა, კასიუსმა კი ვია ეგნატიის სამხრეთი დაიკავა. ანტონიუსი მალევე გამოჩნდა და თავისი არმია ვია ეგნატიის სამხრეთით განალაგა, ოქტავიანემ კი გზის ჩრდილოეთით განათავსა თავისი ლეგიონები. ანტონიუსმა მათ ბრძოლა რამდენიმეჯერ შესთავაზა, თუმცა ლიბერატორების თავდაცვითი პოზიციიდან გამოტყუება ვერ შეძლო. ამიტომაც მან სცადა საიდუმლოდ შემოევლო მოწინააღმდეგისათვის ფლანგიდან სამხრეთით არსებული ჭაობების გავლით. მისი ეს მცდელობა 3 ოქტომბერს ბრძოლით დაგვირგვინდა. ოქტავიანეს ავადმყოფობის გამო, ტრიუმვირატის არმიას ანტონიუსი მეთაურობდა და პირადად ხელმძღვანელობდა კასიუსის მოპირისპირე მარჯვენა ფლანგს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოქტავიანე ბანაკში დარჩა, ბრუტუსის მოპირისპირე არმიის მარცხენა ფლანგს კი მისი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში. პირველ ბრძოლაში ანტონიუსმა დაამარცხა კასიუსი და მისი ბანაკიც დაიკავა, თუმცა ბრუტუსმა აჯობა ოქტავიანეს ძალებს და ტრიუმვირების ბანაკშიც შეიჭრა, თუმცა ავადმყოფი ოქტავიანეს შეპყრობა ვერ შეძლო. ბრძოლა ტაქტიკური თვალსაზრისით, ფრეს წარმოადგენდა, თუმცა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო კასიუსი ფიქრობდა, რომ დამარცხდნენ და რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში თავი მოიკლა.