ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 148:
მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Cic.+Phil.+2.48&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.02.0021 Cassius Dio.48.4.1-6]</ref> მისსავე თანახმად, როდესაც [[ძვ. წ. 41]] წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და [[ლუციუს ანტონიუსი]] იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, [[რომის სენატი|სენატი]] მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio.48.4.1]</ref> იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D2%3Asection%3D14 Appian. B.Civ.5.2.14]</ref><ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian. Bel.Civ.5.3.19.]</ref> იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, [[ძვ. წ. 41]] წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა [[კლოდია პულქრა]]ს, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან და იგი დედასთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[აპიანე]]ს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian.B.Civ.5.3.19.]</ref> ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა.<ref name="
[[File:Roman-Empire-39BC-sm.png|მარცხნივ|მინი|450px|რომის რესპუბლიკის რუკა [[ძვ. წ. 39]] წელს, ბრუნდიზიუმისა და მიზენუმის ზავების შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
{{სვეტი-2}}
|