ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 154:
ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი [[კლეოპატრა VII|კლეოპატრასთან]] სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა.<ref group="კომ.">ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენე II და პტოლემე ფილადელფუსი</ref> რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც [[ათენი|ათენში]] შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე საერთო სამსახურის შემდეგ კეისრის მეთაურობით.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი.<ref>Eck, 2003, pg 21.</ref><ref>Eder, 2005, pg 19</ref> ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A2008.01.0007%3Achapter%3D30%3Asection%3D3 Plutarch.Vit.Ant.30.3.]</ref> მისმა სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> [[ძვ. წ. 40]] წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო.<ref name="eck 21" /> ამ შეთანხმებამ, რომელიც ''ბრუნდიზიუმის ზავის'' სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, [[ძვ. წ. 40]] წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, [[ოქტავია უმცროსი]] მიათხოვა.<ref name="eck 21" /> მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.
 
==== ომი სექსტუს პომპეუსთან ====
[[File:Denarius Sextus Pompeius-Scilla.jpg|thumb|სექსტუს პომპეუსის დინარი, რომელიც ოქტავიანეს ფლოტზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავადაა მოჭრილი. ავერსზე გამოსახულია ფარუს [[მესინა|მესინელი]], რომელმაც დაამარცხა ოქტავიანე, რევერსზე კი — ურჩხული [[სკილა]].]]
სექსტუს პომპეუსი პირველი ტრიუმვირატის წევრის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|გნეუს პომპეუსის]] ვაჟი იყო და იულიუს კეისრის მიერ მამამისზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც განდგომილ სარდლად რჩებოდა. ანტონიუსი და ოქტავიანე ერთმანეთს ეცილებოდნენ პომპეუსთან მოკავშირეობას, რომელიც რესპუბლიკელთა პარტიის წევრი იყო.<ref name="eck 20" /> [[ძვ. წ. 40]] წელს ოქტავიანემ შეძლო დროებითი ალიანსის მიღწევა, როდესაც დაქორწინდა [[სკრიბონია]]ზე, სექსტუს პომპეუსის მხარდამჭერისა და სიმამრის, ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილზე.<ref name="eck 20" /> სკრიბონიამ ოქტავიანეს მისი ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, [[იულია უფროსი|იულია]], გაუჩინა, რომელიც იმავე დღეს დაიბადა, როდესაც ოქტავიანე ლივია დრუზილაზე დასაქორწინებლად გაეყარა მას ქორწინებიდან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ.<ref name="eck 20" />