ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

ოქტავიანეს გადასაწყვეტი გახდა, თუ იტალიაში სად დაესახლებინა მაკედონიის კამპანიის ათიათასობით ვეტერანი, რომელთაც ტრიუმვირებმა დათხოვნის პირობა მისცეს. ათეულობით ათასეულები, რომლებიც ბრუტუსსა და კასიუსთან ერთად რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდნენ, ადვილად შეიძლებოდა ოქტავიანეს პოლიტიკური ოპონენტების მოკავშირეები გამხდარიყვნენ, თუ იგი ამაზე არ იზრუნებდა, ისინი, აგრეთვე, მიწასაც საჭიროებდნენ.<ref name="eck 18" /> რადგანაც ჯარისკაცების დასასახლებლად მთავრობას მეტი მიწა აღარ გააჩნდა, ოქტავიანეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან გაენაწყენებინა რომის ბევრი მოქალაქე მათთვის მიწების კონფისკაციით, ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაეწიათ მისთვის რომის ცენტრში. ოტავიანემ პირველი აირჩია.<ref name="eck 18 19">Eck (2003), 18–19.</ref> ახალი დასახლებები 18 რომაულ ქალაქს შეეხო, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გაასახლეს.<ref name="eck 19">Eck (2003), 19.</ref>
 
==== პერუზიის ომი და ბრუნდიზიუმის შეთანხმება ====
==== აჯანყება და საქორწინო კავშირები ====
[[ფაილი:Lucius Antonius.jpg|მინი|მარჯვნივ|ლუციუს ანტონიუსი]]
მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Cic.+Phil.+2.48&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.02.0021 Cassius Dio.48.4.1-6]</ref> მისსავე თანახმად, როდესაც [[ძვ. წ. 41]] წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და [[ლუციუს ანტონიუსი]] იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, [[რომის სენატი|სენატი]] მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio.48.4.1]</ref> იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D2%3Asection%3D14 Appian. B.Civ.5.2.14]</ref><ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian. Bel.Civ.5.3.19.]</ref> იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, [[ძვ. წ. 41]] წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
მას შემდეგ, რაც ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დაასახლა, ფართოდ გავრცელდა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც ბევრი შეაგულიანა [[ლუციუს ანტონიუსი]]ს მხარე დაეჭირა, რომელიც [[მარკუს ანტონიუსი]]ს ძმა იყო და სენატის უმრავლესობის მხარდაჭერასაც ფლობდა.<ref name="eck 19" /> ამასობაში, ოქტავიანემ თავისი პირველი ცოლისაგან, მარკუს ანტონიუსის ცოლის, ფულვიასა და მისი პირველი ქმრის, პუბლიუს კლოდიუს პულქერის ქალიშვილისაგან, [[კლოდია პულქრა]]საგან, განქორწინება ითხოვა. მან კლოდია დედამისთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა. ფულვიამ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა. ლუციუს ანტონიუსთან ერთად, მან იტალიაში არმია გააძლიერა ოქტავიანეს წინააღმდეგ ანტონიუსის უფლებებისათვის საბრძოლველად. ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანეს წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რომაული არმია ჯამაგირისათვის კვლავ ტრიუმვირებს დაექვემდებარა.<ref name="eck 19" /> ლუციუსი და მისი მოკავშირეები პერუზიის (თანამედროვე [[პერუჯა]]) თავდაცვითი ალყისას დამარცხდნენ, სადაც, [[ძვ. წ. 40]] წლის დასაწყისში ოქტავიანემ მათ დანებება აიძულა.<ref name="eck 19" />
 
ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა [[კლოდია პულქრა]]ს, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან და იგი დედასთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, [[აპიანე]]ს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D3%3Asection%3D19 Appian.B.Civ.5.3.19.]</ref> ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა.<ref name="Eck, pg 19"/> ისინი თავიანთ ჯართან ერთად [[რომი]]საკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა [[პერუჯა|პერუზიისაკენ]], ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0232%3Abook%3D5%3Achapter%3D4%3Asection%3D32 Appian.B.Civ.5.4.32.]</ref><ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/48*.html Cassius Dio 48.15.1.]</ref> შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია.<ref>David, 2000, pg 254</ref>{{#tag:ref |It is also speculated that Antony's legions, composed largely Caesarian veterans, did not wish to fight the adoptive son of their former general.|group="კომ."}} დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია [[ძვ. წ. 40]] წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ.<ref name="eck 19" /> ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში, სიკიონში წასულიყო.<ref name="rowell 32">Rowell (1962), 32.</ref> ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა.<ref name="eck 20">Eck (2003), 20.</ref> პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც.<ref name="rowell 32" /> ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა.<ref name="eck 20" /> ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.<ref>Southern, 2001, pg 78</ref>
ლუციუსი, თავის არმიასთან ერთად, ანტონიუსის ნათესაობის გამო გადარჩა, ხოლო ფულვია სიკიონში გადაასახლეს.<ref name="rowell 32">Rowell (1962), 32.</ref> ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა.<ref name="eck 20">Eck (2003), 20.</ref> პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც.<ref name="rowell 32" /> ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა.<ref name="eck 20" />
[[File:Roman-Empire-39BC-sm.png|მარცხნივ|მინი|450px|რომის რესპუბლიკის რუკა [[ძვ. წ. 39]] წელს, ბრუნდიზიუმისა და მიზენუმის ზავების შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
 
{{სვეტი-2}}
[[File:Domus-augusti-2.jpg|left|thumb|350px|ფრესკული მხატვრობა ავგუსტუსის სახლიდან, რომელიც მის რეზიდენციას წარმოადგენდა იმპერატორობისას.]]
{{ლეგენდა|#81EE5B|[[მარკუს ანტონიუსი|ანტონიუსი]]}}{{ლეგენდა|#C19666|[[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსი]]}}{{ლეგენდა|#DE8DE0|ოქტავიანე}}{{ლეგენდა|#FF925E|ტრიუმვირები ერთობლივად}}{{სვეტი-გაყოფა}}{{ლეგენდა|#7D87FF|[[სექსტუს პომპეუსი]]}}{{ლეგენდა|#ED1C24|[[პართია|პართიის იმპერია]]}}{{ლეგენდა|#FED250|რომის ვასალი სამეფოები}}{{ლეგენდა|#FF8C8C|[[პტოლემეების სამეფო|პტოლემეების ეგვიპტე]]}}{{სვეტი-დასასრული}}]]
სექსტუს პომპეუსი პირველი ტრიუმვირატის წევრის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|გნეუს პომპეუსის]] ვაჟი იყო და იულიუს კეისრის მიერ მამამისზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც განდგომილ სარდლად რჩებოდა. [[ძვ. წ. 39]] წელს მეორე ტრიუმვირატთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, იგი [[სიცილია]]სა და [[სარდინია]]ზე დამკვიდრდა.<ref>Scullard (1982), 162</ref> ანტონიუსი და ოქტავიანე ერთმანეთს ეცილებოდნენ პომპეუსთან მოკავშირეობას, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო.<ref name="eck 20" /> [[ძვ. წ. 40]] წელს ოქტავიანემ შეძლო დროებითი ალიანსის მიღწევა, როდესაც დაქორწინდა [[სკრიბონია]]ზე, სექსტუს პომპეუსის მხარდამჭერისა და სიმამრის, ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილზე.<ref name="eck 20" /> სკრიბონიამ ოქტავიანეს მისი ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, [[იულია უფროსი|იულია]], გაუჩინა, რომელიც იმავე დღეს დაიბადა, როდესაც ოქტავიანე ლივია დრუზილაზე დასაქორწინებლად გაეყარა მას ქორწინებიდან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ.<ref name="eck 20" />
ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი [[კლეოპატრა VII|კლეოპატრასთან]] სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა.<ref group="კომ.">ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენე II და პტოლემე ფილადელფუსი</ref> რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც [[ათენი|ათენში]] შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე საერთო სამსახურის შემდეგ კეისრის მეთაურობით.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი.<ref>Eck, 2003, pg 21.</ref><ref>Eder, 2005, pg 19</ref> ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.<ref>[http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A2008.01.0007%3Achapter%3D30%3Asection%3D3 Plutarch.Vit.Ant.30.3.]</ref> მისმა სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> [[ძვ. წ. 40]] წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო.<ref name="eck 21" /> ამ შეთანხმებამ, რომელიც ''ბრუნდიზიუმის ზავის'' სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, [[ძვ. წ. 40]] წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, [[ოქტავია უმცროსი]] მიათხოვა.<ref name="eck 21" /> მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.
 
ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი [[კლეოპატრა VII|კლეოპატრასთან]] სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა.<ref group="კომ.">ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენე II და პტოლემე ფილადელფუსი</ref> ოქტავიანესთან ურთიერთობის გაუარესების გამო, ანტონიუსმა დატოვა კლეოპატრა და [[ძვ. წ. 40]] წელს იტალიაში დიდ არმიასთან ერთად ჩავიდა, რათა ოქტავიანეს დაპირისპირებოდა და ბრუნდისიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, ასევე, ანტონიუსის უუნარობა თავდაცვაში. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებად ჩამოყალიბდნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე კეისართან დაკავშირებული მიზეზებით.<ref name="eck 21">Eck (2003) 21.</ref><ref name="ccaa 19">Eder (2005), 19.</ref> ამასობაში, სანამ ანტონიუსი ცოლთან, ფულვიასთან შესახვედრად სიკიონში, მიემართებოდა, ეს უკანასკნელი უეცარი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ფულვიას სიკვდილმა და მათი ცენტურიონების აჯანყებამ დარჩენილ ორ ტრიუმვირს შერიგებისაკენ უბიძგა.<ref name="eck 21" /><ref name="ccaa 19" />
 
[[ძვ. წ. 40]] წლის შემოდგომაზე ოქტავიანემ და ანტონიუსმა ბრუნდისიუმის ზავი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ლეპიდუსი უნდა დარჩენილიყო აფრიკაში, ანტონიუსი — აღმოსავლეთში, ოქტავიანე კი — დასავლეთში. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო.<ref name="eck 21" /> ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, [[ძვ. წ. 40]] წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, [[ოქტავია უმცროსი]] მიათხოვა.<ref name="eck 21" /> მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.
 
==== ომი პომპეუსთან ====