ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 122:
==== ფილიპის ბრძოლა და ტერიტორიის გადანაწილება ====
{{მთავარი სტატია|ლიბერატორების სამოქალაქო ომი|ფილიპის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 42]] წლის 1 იანვარს [[რომის სენატი|სენატმა]] [[იულიუს კეისარი]], სიკვდილის შემდგომ, აღიარა რომის სახელმწიფოს ღმერთად, ''დივუს იულიუსად''. ოქტავიანეს საშუალება მიეცა უფრო გაემყარებინა პოზიციები იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ იგი ''დივი ფილიუსი'', „ღვთაებრივის ძე“ იყო.<ref>Syme (1939), 202.</ref> ამის შემდეგ, ტრიუმვირებმა კეისრის მკვლელების წინააღმდეგ ომისათვის მზადება დაიწყეს.
[[ძვ. წ. 43]] წელს ტრიუმვირატში შიდა დაპირისპირების გამო, [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|ბრუტუსმა]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|კასიუსმა]] შეძლეს კონტროლი მოეპოვებინათ რომის აღმოსავლეთი ტერიტორიების უმეტესობაზე. მათ განკარგულებაში იყო მრავალრიცხოვანი არმიაც. სანამ [[ადრიატიკის ზღვა|ადრიატიკის ზღვის]] გადალახვასა და საბერძნეთში გადასვლას შეძლებდნენ, სადაც ლიბერატორების არმია იყო გამაგრებული, ტრიუმვირატი უნდა გამკლავებოდა [[სექსტუს პომპეუსი]]სა და მისი ფლოტისაგან მომდინარე საფრთხეს. [[სიცილია]]ში არსებული თავისი ბაზიდან სექსტუსი აწიოკებდა იტალიის სანაპიროებს და ბლოკადაში მოაქცია ტრიუმვირები. ოქტავიანეს მეგობარმა და ადმირალმა კვინტუს რუფუს სალვიდენუსმა ჩაშალა რეგიუმთან სამხრეთ იტალიაზე სექსტუსის შეტევა, თუმცა თავისი ჯგუფების გამოუცდელობის გამო შემდგომ საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა. ბლოკადის გარღვევა მხოლოდ ანტონიუსისა და მისი ფლოტის გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. ამის მიუხედავად, სიცილია კვლავაც სექსტუსის ხელში რჩებოდა, თუმცა ტრიუმვირატის უპირველეს ამოცანას ლიბერატორების დამარცხება წარმოადგენდა.
[[File:Phil2.png|300px|thumb|right|ფილიპის პირველი ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 3 ოქტომბერი]]
ოქტავიანეს გადასაწყვეტი გახდა, თუ იტალიაში სად დაესახლებინა მაკედონიის კამპანიის ათიათასობით ვეტერანი, რომელთაც ტრიუმვირებმა დათხოვნის პირობა მისცეს. ათეულობით ათასეულები, რომლებიც ბრუტუსსა და კასიუსთან ერთად რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდნენ, ადვილად შეიძლებოდა ოქტავიანეს პოლიტიკური ოპონენტების მოკავშირეები გამხდარიყვნენ, თუ იგი ამაზე არ იზრუნებდა, ისინი, აგრეთვე, მიწასაც საჭიროებდნენ.<ref name="eck 18" /> რადგანაც ჯარისკაცების დასასახლებლად მთავრობას მეტი მიწა აღარ გააჩნდა, ოქტავიანეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან გაენაწყენებინა რომის ბევრი მოქალაქე მათთვის მიწების კონფისკაციით, ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაეწიათ მისთვის რომის ცენტრში. ოტავიანემ პირველი აირჩია.<ref name="eck 18 19">Eck (2003), 18–19.</ref> ახალი დასახლებები 18 რომაულ ქალაქს შეეხო, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ გაასახლეს.<ref name="eck 19">Eck (2003), 19.</ref>▼
[[File:Phil3.png|300px|thumb|right|ფილიპის მეორე ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერი]]
[[ძვ. წ. 42]] წლის ზაფხულში ოქტავიანე და ანტონიუსი 19 ლეგიონით გაემართნენ მაკედონიისაკენ ლიბერატორებთან შესახვედრად,<ref name="ReferenceA">Appian, ''The Civil Wars'', Book 14, CVIII</ref> (დაახლოებით 100 000 რეგულარული ქვეითი და დამატებით კავალერია და არარეგულარული დამხმარე ერთეულები), რომის მოვლა კი [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსს]] ანდეს. მსგავსადვე, ლიბერატორების არმიაც 19 ლეგიონს მოითვლიდა, თუმცა ოქტავიანესა და ანტონიუსის ლეგინებისაგან განსხვავებით, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იყვნენ.<ref name="ReferenceA"/> ტრიუმვირებს უფრო მეტი ქვეითი ჰყავდათ თავიანთ განკარგულებაში, ლიბერატორებს კი — კავალერია.<ref>Hinard, 2000, pg 850</ref> ამ უკანასკნელებს, რომლებიც აკონტროლებდნენ მაკედონიას, სულაც არ სურდათ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა. მათ ერჩიათ დაეკავებინათ კარგი თავდაცვითი პოზიცია და შემდეგ თავიანთი უპირატესი საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებით ტრიუმვირატის ძალები მათი სურსათით მომმარაგებელი ცენტრისაგან მოეწყვიტათ, რომელიც იტალიაში მდებარეობდა. წინა თვეებში ისინი ძარცვავდნენ ბერძნულ ქალაქებს საომარი ხაზინის შესავსებად, [[თრაკია]]ში თავს უყრიდნენ რომაულ ლეგიონებს აღმოსავლეთის პროვინციებიდან და კრეფდნენ გადასახადებს ვასალი სამეფოებისაგან.
ბრუტუსსა და კასიუსს მაღლობი პოზიცია ეკავათ ვია ეგნატიას ორივე მხარეს, ქალაქ ფილიპიდან დასავლეთით. სამხრეთ პოზიციას ჭაობები ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთს კი — გაუვალი მთები. მათ უამრავი დრო ჰქონდათ თავიანთი პოზიციის ბურჯებითა და თხრილით გასამაგრებლად. ბრუტუსმა ბანაკი ჩრდილოეთით დასცა, კასიუსმა კი ვია ეგნატიის სამხრეთი დაიკავა. ანტონიუსი მალევე გამოჩნდა და თავისი არმია ვია ეგნატიის სამხრეთით განალაგა, ოქტავიანემ კი გზის ჩრდილოეთით განათავსა თავისი ლეგიონები. ანტონიუსმა მათ ბრძოლა რამდენიმეჯერ შესთავაზა, თუმცა ლიბერატორების თავდაცვითი პოზიციიდან გამოტყუება ვერ შეძლო. ამიტომაც მან სცადა საიდუმლოდ შემოევლო მოწინააღმდეგისათვის ფლანგიდან სამხრეთით არსებული ჭაობების გავლით. მისი ეს მცდელობა 3 ოქტომბერს ბრძოლით დაგვირგვინდა. ოქტავიანეს ავადმყოფობის გამო, ტრიუმვირატის არმიას ანტონიუსი მეთაურობდა და პირადად ხელმძღვანელობდა კასიუსის მოპირისპირე მარჯვენა ფლანგს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოქტავიანე ბანაკში დარჩა, ბრუტუსის მოპირისპირე არმიის მარცხენა ფლანგს კი მისი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში. პირველ ბრძოლაში ანტონიუსმა დაამარცხა კასიუსი და მისი ბანაკიც დაიკავა, თუმცა ბრუტუსმა აჯობა ოქტავიანეს ძალებს და ტრიუმვირების ბანაკშიც შეიჭრა, თუმცა ავადმყოფი ოქტავიანეს შეპყრობა ვერ შეძლო. ბრძოლა ტაქტიკური თვალსაზრისით, ფრეს წარმოადგენდა, თუმცა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო კასიუსი ფიქრობდა, რომ დამარცხდნენ და რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში თავი მოიკლა.
[[File:Roman-Empire-42BC.png|მარცხნივ|მინი|450px|[[რომის რესპუბლიკა|რომის რესპუბლიკის]] რუკა [[ძვ. წ. 42]] წელს [[ფილიპის ბრძოლა|ფილიპის ბრძოლის]] შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
{{სვეტი-2}}
{{ლეგენდა|#81EE5B|[[მარკუს ანტონიუსი|ანტონიუსი]]}}{{ლეგენდა|#C19666|[[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსი]]}}{{ლეგენდა|#DE8DE0|ოქტავიანე}}{{ლეგენდა|#FF925E|ტრიუმვირები ერთობლივად}}{{სვეტი-გაყოფა}}
{{ლეგენდა|#7D87FF|[[სექსტუს პომპეუსი]]}}{{ლეგენდა|#ED1C24|[[პართია|პართიის იმპერია]]}}{{ლეგენდა|#FED250|რომის ვასალი სამეფოები}}{{ლეგენდა|#FF8C8C|[[პტოლემეების სამეფო|პტოლემეების ეგვიპტე]]}}{{სვეტი-დასასრული}}]]
ბრუტუსი ლიბერატორების არმიის ერთადერთი სარდალი გახდა. მან ღია კონფლიქტს დამაუძლურებელი ომი არჩია, თუმცა მისი ოფიცრები ამ თავდაცვითი ტაქტიკით უკმაყოფილოები იყვნენ და მისი კეისრის ვეტერანები მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლით დაემუქრნენ, რამაც ბრუტუსს 23 ოქტომბერს ფილიპის მეორე ბრძოლის გამართვა აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა თავდაპირველად თანასწორად წარიმართა, ანტონიუსმა შეძლო ბრუტუსის ძალების დამარცხება. ბრუტუსმა დამარცხების მეორე დღეს თავი მოიკლა, მისმა დარჩენილმა არმიამ კი ტრიუმვირატს შეჰფიცა ერთგულება. ორმა ბრძოლამ 15 000 რომაელზე მეტი იმსხვერპლა. ანტონიუსი დამარცხებულებს რბილად მოექცა, ოქტავიანე კი თავის პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა და ბრუტუსის გვამს თავიც კი მოჰკვეთა.<ref>Jallet-Huant, 2009, pg 144-153</ref><ref>Hindard, 2000, pg 850-851</ref><ref>Cosme, 2009, pg 56-57</ref>
ფილიპის ბრძოლამ კეისრის მხარდამჭერთა სასარგებლოდ დაასრულა სამოქალაქო ომი. ლიბერატორების განადგურების შემდეგ, მხოლოდ სექსტუს პომპეუსი და მისი ფლოტიღა რჩებოდა იმ ძალად, რომელსაც შეეძლო წინ აღდგომოდა რესპუბლიკაზე ტრიუმვირატის კონტროლს.
[[ფილიპის ბრძოლა]]ში გამარჯვებამ ტრიუმვირატის წევრები [[რომის რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] მბრძანებლებად აქცია, გამონაკლისს წარმოადგენდა [[სექსტუს პომპეუსი]]ს ხელში მყოფი [[სიცილია]]. რომში დაბრუნების შემდეგ, ტრიუვირებმა ხელახლა გადაინაწილეს რომის პროვინციების მმართველობა ერთმანეთში. მათ შორის ანტონიუსი აშკარად უფროს პარტნიორად ჩამოყალიბდა. მან ყველაზე დიდი წილი მიიღო, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთის ყველა პროვინციას,{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=6}} დასავლეთში კი — გალიას. ოქტავიანეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამდენადაც მან მიიღო ესპანეთი, რომელიც ლეპიდუსს ჩამოერთვა. ლეპიდუსის სამფლობელო აფრიკამდე შემცირდა და მან ტრიუვირატში აშკარად მესამე ადგილი დაიკავა.<ref name="eck 18">Eck (2003), 18.</ref> იტალიაზე მმართველობა კვლავაც მათ საერთო პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა ოქტავიანემ მიიღო თავიანთი ვეტერანების დათხოვნისა და მათი იტალიაში მიწით უზრუნველყოფის რთული და არაპოპულარული დავალება.<ref>Hinard, 2000, pg 854</ref><ref>Hinard, 2000, pg 253</ref> ანტონიუსმა მიიღო პირდაპირი კონტროლი აღმოსავლეთზე, თავისი ერთ-ერთი თანაშემწე კი გალიის მმართველად დანიშნა. მისი არყოფნის პერიოდში, მის რამდენიმე მხარდამჭერს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ რომში, რათა ანტონიუსის ინტერესები დაეცვათ.
▲ოქტავიანეს გადასაწყვეტი გახდა, თუ იტალიაში სად დაესახლებინა მაკედონიის კამპანიის ათიათასობით ვეტერანი, რომელთაც ტრიუმვირებმა დათხოვნის პირობა მისცეს. ათეულობით ათასეულები, რომლებიც ბრუტუსსა და კასიუსთან ერთად რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდნენ, ადვილად შეიძლებოდა ოქტავიანეს პოლიტიკური ოპონენტების მოკავშირეები გამხდარიყვნენ, თუ იგი ამაზე არ იზრუნებდა, ისინი, აგრეთვე, მიწასაც საჭიროებდნენ.<ref name="eck 18" /> რადგანაც ჯარისკაცების დასასახლებლად მთავრობას მეტი მიწა აღარ გააჩნდა, ოქტავიანეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან გაენაწყენებინა რომის ბევრი მოქალაქე მათთვის მიწების კონფისკაციით, ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაეწიათ მისთვის რომის ცენტრში. ოტავიანემ პირველი აირჩია.<ref name="eck 18 19">Eck (2003), 18–19.</ref> ახალი დასახლებები 18 რომაულ ქალაქს შეეხო, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გაასახლეს.<ref name="eck 19">Eck (2003), 19.</ref>
==== აჯანყება და საქორწინო კავშირები ====
|