ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== მეორე ტრიუმვირატი ===
{{მთავარი სტატია|მეორე ტრიუმვირატი}}
==== ალიანსის ფორმირება ====
ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ოქტავიანესაც და კეისარიანელთა პარტიის ნარჩენებსაც, რესპუბლიკის ლეგიონების მეთაურობა დეციმუს ბრუტუსს გადასცა. [[სექსტუს პომპეუსი|სექსტუს პომპეუსმა]], [[იულიუს კეისარი|კეისრის]] ძველი მეტოქის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი]]ს ვაჟმა, რესპუბლიკის ფლოტის ხელმძღვანელობა მიიღო. მისი ძალაუფლების ცენტრს [[სიცილია]] წარმოადგენდა. [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|ბრუტუსი]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|კასიუსი]] კი, შესაბამისად, [[მაკედონია (რომის პროვინცია)|მაკედონიისა]] და სირიის გუბერნატორები გახდნენ. მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა რესპუბლიკის ერთგვარი განახლების მცდელობებს წარმოადგენდნენ.<ref>Hinard, 2000, pg 838</ref> თუმცაღა, რვა ლეგიონმა, რომლებიც ოქტავიანეს ემორჩილებოდნენ და ძირითადად, კეისრის ვეტერანებისაგან შედგებოდნენ, უარი განაცხადეს გაჰყოლოდნენ კეისრის ერთ-ერთ მკვლელს, რამაც ოქტავიანეს თავისი ხელმძღვანელობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასობაში, ანტონიუსმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან]] შეერთებით, რომელიც ტრანსალპური გალიისა და მახლობელი ესპანეთის მმართველად იყო დადგენილი.<ref>Syme, 1939, pg 176–186.</ref> ანტონიუსმა ლეპიდუსი შუამავლად გაგზავნა რომში. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე კეისარიანელი იყო, ამ უკანასკნელს შენარჩუნებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა სენატსა და სექსტუს პომპეუსთან, თუმცაღა მისი ლეგიონები სწრაფადვე გადავიდნენ ანტონიუსის მხარეს, რამაც მას 17 ლეგიონზე მიანიჭა კონტროლი, უდიდეს არმიაზე დასავლეთში.<ref>Hinard, 2000, pg 839-840</ref>