ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 98:
==== ალიანსის ფორმირება ====
ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ოქტავიანესაც და კეისარიანელთა პარტიის ნარჩენებსაც, რესპუბლიკის ლეგიონების მეთაურობა დეციმუს ბრუტუსს გადასცა. [[სექსტუს პომპეუსი|სექსტუს პომპეუსმა]], [[იულიუს კეისარი|კეისრის]] ძველი მეტოქის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი]]ს ვაჟმა, რესპუბლიკის ფლოტის ხელმძღვანელობა მიიღო. მისი ძალაუფლების ცენტრს [[სიცილია]] წარმოადგენდა. [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|ბრუტუსი]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|კასიუსი]] კი, შესაბამისად, [[მაკედონია (რომის პროვინცია)|მაკედონიისა]] და სირიის გუბერნატორები გახდნენ. მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა რესპუბლიკის ერთგვარი განახლების მცდელობებს წარმოადგენდნენ.<ref>Hinard, 2000, pg 838</ref> თუმცაღა, რვა ლეგიონმა, რომლებიც ოქტავიანეს ემორჩილებოდნენ და ძირითადად, კეისრის ვეტერანებისაგან შედგებოდნენ, უარი განაცხადეს გაჰყოლოდნენ კეისრის ერთ-ერთ მკვლელს, რამაც ოქტავიანეს თავისი ხელმძღვანელობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასობაში, ანტონიუსმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან]] შეერთებით, რომელიც ტრანსალპური გალიისა და მახლობელი ესპანეთის მმართველად იყო დადგენილი.<ref>Syme, 1939, pg 176–186.</ref> ანტონიუსმა ლეპიდუსი შუამავლად გაგზავნა რომში. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე კეისარიანელი იყო, ამ უკანასკნელს შენარჩუნებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა სენატსა და სექსტუს პომპეუსთან, თუმცაღა მისი ლეგიონები სწრაფადვე გადავიდნენ ანტონიუსის მხარეს, რამაც მას 17 ლეგიონზე მიანიჭა კონტროლი, უდიდეს არმიაზე დასავლეთში.<ref>Hinard, 2000, pg 839-840</ref>
[[File:Roman-Empire-43BC.png|thumb|450px|რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 43 წელს მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების შემდეგ: {{სვეტი-დასაწყისი}}
 
{{სვეტი-2}}
{{ლეგენდა|#81EE5B|[[მარკუს ანტონიუსი|ანტონიუსი]]}}{{ლეგენდა|#C19666|[[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსი]]}}{{ლეგენდა|#DE8DE0|ოქტავიანე}}{{ლეგენდა|#FF925E|ტრიუმვირები ერთობლივად}}{{სვეტი-გაყოფა}}
{{ლეგენდა|#7D87FF|[[სექსტუს პომპეუსი]]}}{{ლეგენდა|#ED1C24|[[ლიბერატორები]]}}{{ლეგენდა|#FED250|რომის ვასალი სამეფოები}}{{ლეგენდა|#FF8C8C|[[პტოლემეების სამეფო|პტოლემეების ეგვიპტე]]}}{{სვეტი-დასასრული}}]]
ამ დროისათვის, ოქტავიანე პოს ხეობაში დარჩა და უარი განაცხადა კიდევ რაიმე სახით დახმარებოდა ანტონიუსის წინააღმდეგ შეტევებს.<ref name="rowell 27">Rowell (1962), 27.</ref> ივლისში, მის მიერ გაგზავნილი ცენტურიონთა ელჩობა რომში ჩავიდა და მოითხოვა, რომ ოქტავიანეს მიეღო ჰირციუსისა და პანსას გარდაცვალებით ვაკანტურად დარჩენილი კონსულობა.<ref name="chisholm 32 33">Chisholm (1981), 32–33.</ref>