ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== მეორე ტრიუმვირატი ===
==== ალიანსის ფორმირება ====
ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ოქტავიანესაც და კეისარიანელთა პარტიის ნარჩენებსაც, რესპუბლიკის ლეგიონების მეთაურობა დეციმუს ბრუტუსს გადასცა. [[სექსტუს პომპეუსი|სექსტუს პომპეუსმა]], [[იულიუს კეისარი|კეისრის]] ძველი მეტოქის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი]]ს ვაჟმა, რესპუბლიკის ფლოტის ხელმძღვანელობა მიიღო. მისი ძალაუფლების ცენტრს [[სიცილია]] წარმოადგენდა. [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|ბრუტუსი]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|კასიუსი]] კი, შესაბამისად, [[მაკედონია (რომის პროვინცია)|მაკედონიისა]] და სირიის გუბერნატორები გახდნენ. მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა რესპუბლიკის ერთგვარი განახლების მცდელობებს წარმოადგენდნენ.<ref>Hinard, 2000, pg 838</ref> თუმცაღა, რვა ლეგიონმა, რომლებიც ოქტავიანეს ემორჩილებოდნენ და ძირითადად, კეისრის ვეტერანებისაგან შედგებოდნენ, უარი განაცხადეს გაჰყოლოდნენ კეისრის ერთ-ერთ მკვლელს, რამაც ოქტავიანეს თავისი ხელმძღვანელობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასობაში, ანტონიუსმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან]] შეერთებით, რომელიც ტრანსალპური გალიისა და მახლობელი ესპანეთის მმართველად იყო დადგენილი.<ref>Syme, 1939, pg 176–186.</ref> ანტონიუსმა ლეპიდუსი შუამავლად გაგზავნა რომში. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე კეისარიანელი იყო, ამ უკანასკნელს შენარჩუნებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა სენატსა და სექსტუს პომპეუსთან, თუმცაღა მისი ლეგიონები სწრაფადვე გადავიდნენ ანტონიუსის მხარეს, რამაც მას 17 ლეგიონზე მიანიჭა კონტროლი, უდიდეს არმიაზე დასავლეთში.<ref>Hinard, 2000, pg 839-840</ref>
 
ამ დროისათვის, ოქტავიანე პოს ხეობაში დარჩა და უარი განაცხადა კიდევ რაიმე სახით დახმარებოდა ანტონიუსის წინააღმდეგ შეტევებს.<ref name="rowell 27">Rowell (1962), 27.</ref> ივლისში, მის მიერ გაგზავნილი ცენტურიონთა ელჩობა რომში ჩავიდა და მოითხოვა, რომ ოქტავიანეს მიეღო ჰირციუსისა და პანსას გარდაცვალებით ვაკანტურად დარჩენილი კონსულობა.<ref name="chisholm 32 33">Chisholm (1981), 32–33.</ref>
 
ოქტავიანემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს სახალხო მტრად აცხადებდა.<ref name="rowell 27" /> როდესაც ამაზე უარი მიიღო, იგი რვა ლეგიონით გაემართა ქალაქისაკენ.<ref name="rowell 27" /> რომში მას არავითარი სამხედრო ოპოზიცია არ დაპირისპირებია და [[ძვ. წ. 43]] წლის [[19 აგვისტო]]ს არჩეულ იქნა კონსულად მის ნათესავ კვინტუს პედიუსთან, როგორც თანაკონსულთან ერთად.<ref name="eck 14">Eck (2003), 14.</ref><ref name="rowell 28">Rowell (1962), 28.</ref> ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დააჯილდოვა და ამის შემდეგ კეისრის მკვლელების დევნაზეც დაიწყო ფიქრი. ''ლექს პედიათი'' ყველა შეთქმული და სექსტუს პომპეუსი დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და ხალხის მტრებადაც გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ლეპიდუსის წაქეზებით, იგი ციზალპურ გალიაში წავიდა ანტონიუსთან შესახვედრად.
 
ძვ. წ. 43 წლის ნოემბერში ოქტავიანე, ლეპიდუსი და ანტონიუსი ერთმანეთს ბოლონიის მახლობლად შეხვდნენ.<ref>Eck, 2003, pg 15</ref> ორდღიანი განხილვის შემდეგ, ისინი [[მეორე ტრიუმვირატი|სამკაციანი დიქტატურის]] დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რესპუბლიკა ხუთი წლის განმავლობაში უნდა ემართა და ცნობილი იყო, როგორც „სამი კაცი რესპუბლიკის აღდგენისათვის“ (ლათ: „Triumviri Rei publicae Constituendae“), თანამედროვე ისტორიკოსები კი [[მეორე ტრიუმვირატი]]ს სახელით მოიხსენიებენ. სამეულმა ერთმანეთში გაინაწილა რესპუბლიკის არმიებისა და პროვინციების მართვა-გამგებლობა: ანტონიუსმა მიიღო [[გალია]], ლეპიდუსმა — ესპანეთი, ოქტავიანემ კი როგორც უმცროსმა პარტნიორმა — [[აფრიკა (რომის პროვინცია)|აფრიკა]]. იტალია მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ მოექცა. ტრიუმვირებს უნდა დაეპყროთ რომის დანარჩენი ტერიტორიები, რამდენადაც აღმოსავლეთი პროვინციები ბრუტუსისა და კასიუსის ხელში რჩებოდა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს კი სექსტუს პომპეუსი აკონტროლებდა.<ref>Hinard, 2000, pg 841-842</ref> იმავე წლის 27 ნოემბერს ტრიუმვირატი ფორმალურადაც დაფუძნდა საგანგებოდ მიღებული კანონით, lex Titia-ით. კავშირის განსამტკიცებლად, ოქტავიანე ანტონიუსის გერზე, [[კლოდია პულქრა]]ზე დაქორწინდა.
 
==== პროსკრიფციები ====
[[File:Antony with Octavian aureus.jpg|thumb|რომაული [[აურეუსი]], რომელზეც გამოსახულია მარკუს ანტონიუსისა (მარცხნივ) და ოქტავიანეს (მარჯვნივ) პორტრეტები, გამოშვებულია ძვ. წ. 41 წელს ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანეს, ანტონიუსისა და ლეპიდუსის მიერ მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების აღსანიშნავად. ორივე მხარეს გამოსახულია წარწერა „III VIR R P C“, რაც ნიშნავს „ერთ-ერთი სამი კაციდან რესპუბლიკის რეგულირებისათვის“.<ref>{{cite web|last = Sear | first = David R | title = Common Legend Abbreviations On Roman Coins | url = http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html | accessdate = 24 August 2007 | archiveurl= https://web.archive.org/web/20070730185143/http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html| archivedate= 30 July 2007 | deadurl= no}}</ref>]]