ოცდაათწლიანი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
|დანაკარგები2=
}}
'''ოცდაათწლიანი ომი''' ([[1618]]-[[1648]]) — 1555 წლის [[აუგსბურგის ზავი|აუგსბურგის]] რელიგიურმა ზავმა ვერ მოუღო ბოლო [[კათოლიციზმი|კათოლიკეებისა]] და [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტების]] დაპირისპირებას [[საღვთო რომის იმპერია|გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში]]. კათოლიკეების თავგამოდებული მომხრე ავსტრიელი [[ჰაბსბურგები]]ს საიმპერატორო სახლი, ყოველნაირად ავიწროებდა ჩეხ ჰუსიტებს. [[1618]] წელს [[ჩეხები]] იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ასე დაიპყოდაიწყო ოცდაათწლიანი ომი. [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|იმპერატორმა]] ჩეხები დაამარცხა და მათ სასტიკად გაუსწორდა. [[იმპერატორი]]ს ხელისუფლებამ დაიწყო უმკაცრესი ღონისძიების გატარება ჩეხეთის გაგერმანელებისა და გაკათოლიკებისთვის. გერმანელ პროტესტანტ მთავრებს შეეშინდათ, რომ იმპერატორი მათ სამფლობელოებშიც შეეცდებოდა კათოლიკობის აღდგენას. გაჩაღდა დაუნდობელი ომი გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორს შორის. იმპერიაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა და ჩაერივნენ [[გერმანია|გერმანიის]] შინააშლილობაში. პროტესტანტული [[შვედეთი|შვედეთისა]] და კათოლიკური [[საფრანგეთი]]ს ჯარებმა ააოხრეს გერმანია. ოცდაათწლიანი ომი დასრულდა [[1648]] წელს [[ვესტფალიის ზავი]]თ. ამ ზავით, გაჩანაგებული და დარბეული გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა შვედეთისა და საფრანგეთის ხელში, გერმანელი მთავრები კი ავსტრიის იმპერატორისაგან დამოუკიდებელი თვითმპყრობელები გახდნენ. გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია დანაწევრდა 1500-მდე სარაინდო მამულად და დაახლოებით იმდენივე სახელმწიფოდ რამდენი დღეც არის წელიწადში.
 
[[ჰაბსბურგები]]ს საიმპერატორო სახლის ხელისუფლება გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიაზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
 
== ომის მიზეზები ==
ოცდაათწლიანი ომის მიზეზები ბევრად ადრე გაჩნდა. [[1438]] წელს [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] სათავეში მოვიდა ჰაბსბურგების დინასტია. ისინი მიზნად ისახავდნენ გერმანიის იმპერიის გაძლიერებას და ამას კათოლიციზმის გაძლიერებაში ხედავდნენ. ამ დროს ევროპაში უკვე ვრცელდებოდა პროტესტანტული მიმდინარეობები. საღვთო რომის იმპერია ასობით პატარა სამთავროს ნაკრებს წარმოადგენდა, რომელთა უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენდნენ. პროტესტანტული რელიგია გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ამის აღმოსაფხვრელად რომის პაპმა 1540 წელს შექმნადაამტკიცა იეზუიტ ბერთა ორდენი. მათ ავსტრიაში შედეგს მიაღწიეს და მოსახლეობის უმრავლესობა ისევ კათოლიციზმზე მოაქციეს.
 
ამ პერიოდში დაიწყო საფრანგეთში რელიგიური ომები. [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებს]] (ფრანგ კალვინისტებს) ინგლისი და პროტესტანტული გერმანული სამთავროები უჭერდნენ მხარს. ბოლოს, 1589 წელს საფრანგეთის მეფე [[ანრი III]]-მ [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV ბურბონი]] საფრანგეთის მეფედ აღიარა. ამით საფრანგეთი და ნავარა გაერთიანდა. საფრანგეთის სათავეში ჰუგენოტები მოვიდნენ.
ხაზი 34:
საღვთო რომის იმპერიის ძალაუფლება იზრდებოდა. [[კარლ V ჰაბსბურგი|კარლ V]]-ის დროს ჰაბსბურგები ფლობდნენ ესპანეთს, იტალიას, სილეზიას, ნიდერლანდებს, ავსტრიას, მთელ დღევანდელ გერმანიას, უნგრეთის ნაწილს, ბოჰემიას და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებს. 1556 წელს, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ იმპერია ორად გაიყო. ფილიპემ მიიღო ესპანეთი მისი კოლონიებით, ნიდერლანდები და იტალია, მაგრამ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების შეჩერება ვერ შეძლო და იქ ახალი სახელმწიფო, ჰოლანდია ჩამოყალიბდა.
 
იეზუიტებმა ახლა ჩეხეთში გადაწყვიტეს პროტესტანტიზმის აღმოფხვრასაღმოფხვრა. გერმანელმა მთავრება იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და [[1608]] წელს შექმნეს პროტესტანტული (ევანგელური) უნია. მათ მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ამის საპასუხოდ [[1609]] წლესწელს ჩამოყალიბდა ჰაბსბურგების მეშვეობით კათოლიკური ლიგა. ანტიჰაბსბურგული კოალიციის მეთაური იყო ანრი IV ბურბონი, რომელმაც საერთოევროპული ომისთვის მზადება დაამთავრა. ამას ჰაბსბურგები უნდა გაენადგურებინა, მაგრამ 1610 წელს იგი მოკლეს და ომის საფრთხე დროებით გაქრა.
 
1618 წელს ჩეხ [[პროტესტანტიზმი|პროტესტანთა]] ჯგუფი შეიჭრა პრაღის სეიმის შენობაში და იმპერატორის მაცნეებს პასუხი მოსთხოვეს რელიგიურ დევნაზე, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაყარეს. ეს გადაიზარდა აჯანყებაში. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს არმია, მთავრობა, აკრიფეს გადასახადები. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.