ნიკეის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მორფოლოგია
ხაზი 126:
'''ნიკეის იმპერია''' — სახელმწიფო [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსანთა]] [[მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეოთხე ლაშქრობის]] შემდეგ [[ბიზანტიის იმპერია]] ოთხ ნაწილად დაიშალა: [[ლათინთა იმპერია|ლათინთა]] (კონსტანტინოპოლის), ნიკეის, [[ტრაპიზონის იმპერია|ტრაპიზონის]] იმპერიებად და [[ეპირის დესპოტატი|ეპირის დესპოტატად]]. ჯვაროსანთა მიერ [[კონსტანტინოპოლი]]ს აღების შემდეგ საპატრიარქოს უმაღლესმა წარმომადგენლობამ და დედაქალაქის მრავალმა დიდებულმა [[ნიკეა]]ს შეაფარა თავი, რომელიც მალე იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მთავარ ცენტრად. ნიკეის იმპერიის დამაარსებლად [[თეოდორე I ლასკარისი]] ითვლება ([[1208]]-[[1222]] წწ.). მან დაქირავებული ჯვაროსნების დახმარებით დაამარცხა [[თურქ-სელჩუკები]]. აღმოსავლეთიდან მეორე საშიში მტერი იყო [[ტრაპიზონის იმპერია]], რომლის იმპერატორმა [[ალექსი I (ტრაპიზონი)|ალექსი კომნენოსმა]] გადაწყვიტა დაეპყრო ნიკეის იმპერია, მაგრამ თეოდორე I ლასკარისმა იგი დაამარცხა და [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთის]] რამდენიმე ქალაქიც დაიპყრო ([[1214]] წ.).
 
თეოდორე ლასკარისის სიკვდილის შემდეგ ნიკეის იმპერიას განაგებდა მისი სიძე [[იოანე III დუკა ვატაცე]] (1222-1254 წწ.), ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს ნიკეის იმპერია კიდევ უფრო გაძლიერდა, დაუპირისპირდა რა მეორე ეროვნულ ცენტრს - [[ეპირის დესპოტატი|ეპირის დესპოტატს]], რომელიც ბოლოს თავის ვასალად აქცია. იგი ხელს უწყობდა [[ვაჭრობა]]ს, [[ლიტერატურა|ლიტერატურისა]] და [[ხელოვნება|ხელოვნების]] აყვავებას, ეროვნული თვითსშეგნებისთვითშეგნების გაღვივება-განმტკიცებას.
 
[[თეოდორე II ლასკარისი]]ს დროს ([[1254]]-[[1258]] წწ.) ნიკეის იმპერიას კვლავ მოუხდა შეტაკება ბულგარელებთან და ეპირის დესპოტატთან, რასაც ახლამაახალმა იმპერატორმა წარმატებით გაართვა თავი. თეოდორე II ლასკარისი ცდილობდა არმია მთლიანად ეროვნული კონტინგენტით შეევსო და აღარ დაყრდნობოდა უცხოელთა დაქირავებულ ლაშქარს.
 
თეოდორე II-ის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ ნიკეის იმპერიის ტახტზე არსრულწლოვანი [[იოანე IV ლასკარისი]] ([[1258]]-[[1261]] წწ.) ავიდა, ხოლო რეგენტი და იმპერიის ფაქტობრივი მმართველი გახდა გაქნილი პოლიტიკოსი [[მიხეილ VIII (ბიზანტია)|მიხეილ პალეოლოგოსი]], რომელმაც [[1259]] წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავე წელს ქალაქ კასტორიასთან მან სასტიკად დაამარცხა ეპირისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ([[სიცილიის სამეფო]], სერბია და სხვ.) გაერთიანებული ლაშქარი. [[1261]] წელს მიხეილ პალეოლოგოსმა ნიმფეონში ხელშეკრულება დადო [[გენუა]]სთან [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციისა]] და [[ლათინთა იმპერია|ლათინთა იმპერიის]] წინააღმდეგ, რამდენიმე თვის ალყის შემდეგ [[კონსტანტინოპოლი]] გაათავისუფლა ჯვაროსნებისაგან და [[წმინდა სოფიას ტაძარი|წმინდა სოფიას ტაძარში]] ხელმეორედ ეკურთხა იმპერატორად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკეის_იმპერია“-დან