ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პუნქტუაცია,მორფოლოგია,გასწორდა ლეონ მესამეს, კონსტანტინე მეხუთესა, ლეონ ხაზარის მეფობის წლები
ხაზი 2:
'''ხატმებრძოლეობა''' – [[VIII საუკუნე]]ში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც დაწყებული დაპირისპირება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა თითქმის მთელ საქრისტიანოში. [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ III]] თავის ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას.
 
იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდაამხედრდნენ ბერ-მონაზვნობამონაზვნები და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია. ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას.
 
== ხატმებრძოლეობის წინაისტორია ==
ხაზი 8:
ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მისი მიმდევრები ქრისტიანულ სიმბოლოებს სხვადასხვა საშუალებით (სკულპტურა, ფერწერა) გამოსახავდნენ: [[ჯვარი|ჯვარს]], ასო X-ს, [[მტრედი|მტრედს]], [[თევზი|თევზს]], [[გემი|გემს]] და ა.შ. უკვე IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა არ იდევნებოდა, სიმბოლოებმა და ბიბლიური სცენების ასახვამ ეკლესიებში გადაინაცვლა. [[ბასილი დიდი]] ფერმწერებს მოუწოდებს, რათა [[წმინდა ვარლამი]]ს გმირობა კედლის ფერწერაში ასახონ. [[იოანე ოქროპირი]] გვამცნობს, რომ წმინდა მელეტ ალექსანდრიელის პორტრეტები ფართოდ იყო გავრცელებული. IV საუკუნეში ხატწერა უკვე ტაძრის შიდა სივრცის ათვისებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამ ეპოქის მამები ხატების მიმართ პატივისცემითა და თაყვანისცემით განმსჭვალულნი არიან. ბასილი დიდი ამბობს:„მწამს წმინდათა წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და მოწამეებისა, მოუხმობ მათ, რათა წარდგნენ ღმრთის წინაშე, და მათი მეოხებით ღმერთი მოწყალე მეყოს მე. ამიტომ ხატებზე მათ გამოსახვას პატივს ვცემ და თაყვანს ვცემ“.
 
თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. [[ევსები კესარიელი]] უარყოფითად ხვდება [[კონსტანტინე დიდი]]ს დის გზავნილს იმის შესახებ, რომ გაუგზავნოს მას მაცხოვრის ხატი და იმთავითვე ხატმწერთა ოპოზიციურ რიგებში დგება. ის თვლის, რომ ხატწერა რთული კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს:„თუ შენ მთხოვ გამოგიგზავნო ხატი მხსნელისა, მაშინ მომწერე რომელ გამოსახულებას ითხოვ ჩემგან, ვის ძალუძს მკვდარი ფერებით გამოსახოს მისი დიდებულება, მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს მისი გამოსახვა. შენ ეძებ გამოსახულებას მონისა და ცოდვილისა, რომელიც ეწამა ჩვენთვის? მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ღმერთი იყო და რაში გჭირდება ესოდენ მისი გამოსახულება?“ ასევე [[305]] წელს [[ესპანეთი|ესპანეთში]] გამართულმა [[ელვირის საეკლესიო კრება]]მ ტაძრებში წმინდანთა გამოსახვა აკრძალა.
 
ხატმებრძოლები არა თვიანთ თავს, არამედ ხატთაყვანისმცემლობას ანათესავებდნენ [[ნესტორიანელობა]]სა და [[მონოფიზიტობა]]სთან. მათი თქმით:„ფერწერა (რელიგიური) [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორს]] გვაგონებს, რომელმაც ჩვენთვის განხორციელებული ერთი ძე და ღმერთი – სიტყვა ორად განყო“. მეორე მხრივ, იმავე ხატმებრძოლთა აზრით, ხატთაყვანისცემის მიმდევრები მონოფიზიტურ ერესში ვარდებოდნენ:„ფერწერა თვით [[დიოსკორე]]სა და [[ევტიქი (ერესიარქი)|ევტიქს]] გვაგონებს, რომელიც ასწავლიდა, რომ [[იესო ქრისტე|ქრისტეში]] ორი ბუნება შეერწყა და შეერია. აი, ფერმწერმა დაწერა ქრისტეს ხატი, ეს არის ხატი ღმერთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე შეურწყმელი ბუნებანი შეერწყა და შერწყმის ბიწიერ ცდომილებაში აღმოჩნდა“.
 
ხატების მოწინააღმდეგენი ამოდიოდნენ [[ბიბლია|ბიბლიური]] იდეიდან, რომ ღმერთი არის სული, რომელიც არავის უნახავს:„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ხატმებრძოლები უპირველესად ქრისტეს ანთროპომორფულ გამოსახულებებს უარყოფდნენ, მათ არ სურდათ „ოქროს მანტიაში მორთული ეკლესია“, არამედ მხოლოდ სულიერება, ხოლო მათი თქმით, ხატმწერები უხეში გზებით ცდილობდნენ ეკლესიის “მორთვას” და სულიერების შებღალვას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხატმებრძოლები ქრისტიანობას დევნიდნენსდევნიდნენ იმ მოტივით, რომ სურდათ ეკლესია დაეცვათ კარიკატურებისტებისაგან და [[იუდაიზმი|იუდეველ]]-წარმართებისაგან. „ხატმებრძოლებს ბოროტი მიზნები არ ამოძრავებდათ. მათ სურდათ კულტისაგან და ფეტიშიზმისაგან გაეთავისუფლებინათ ეკლესია, სურდათ ღვთაებრივი სულის შენარჩუნება, ამასთან ხატმებრძოლები მიიჩნევდნენ, რომ ფერწერული ხელოვნება მთავარ ქრისტიანულ დოგმატს - ლოგოსს ეხებოდა, და მისი დარღვევისაკენ იყო მიმართული“. მაგრამ ეს უპირველესად იყო ხატმწერთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
 
== ხატმებრძოლეობის პირველი პერიოდი ==
[[ფაილი:Triumph orthodoxy.jpg|მინი|"მართლმადიდებლობის ზეიმი", XIV-XV საუკუნის ბიზანტიური ხატი.]]
ხატმებრძოლთა დევნა დაიწყო [[ისავრიელთა დინასტია|ისავრიელთა დინასტიის]] მმართველობის პერიოდში და ორ ეტაპად წარიმართა. პირველი პერიოდის ხატმებრძოლი იმპერატორები იყვნენ: [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ III ისავრიელი]] (714[[717]]-[[741]]), [[კონსტანტინე V (ბიზანტია)|კონსტანტინე V]] ( [[741]]-770[[775]]), [[ლეონ IV (ბიზანტია)|ლეონ IV ხაზარი]] (770-[[775]]-[[780]]) და ირინე (775-802).
 
[[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ III]] (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ [[თეოდოსითეოდოსიოს IIIII (ბიზანტიის იმპერატორიბიზანტია)|თეოდოსითეოდოსიოს II]]III-ს]] და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა [[კონსტანტინოპოლი]]ს [[არაბები]]საგან დაცვას. მართლაც, რომ არა ლეონ III, [[717]] წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ.
 
726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში [[კრეტა|კრეტის]] სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და ციკლადის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა, რაც იმპერატორმა ღვთის სასჯელად ჩათვალა და ის ხატწერას დაუკავშირა. ელადამ და ციკლადების კუნძულებმა უარი შუთვალეს იმპერატორს ბრძანების შესრულებაზე. იმპერატორმა ხატებთან დაკავშირებით საიდუმლო კრება მოიწვია. პატრიარქი [[გერმანე I]] აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას [[მსოფლიო საეკლესიო კრება|მსოფლიო კრების]] გარეშე შეუძლებლად თვლიდა. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ 726 წელს არაბებმა [[ნიკეა]] დაიპყრეს. მოსახლეობამ ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსახულება გამოიტანა და მასზე ლოცულობდა, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა ფეხით დალეწა ის და ქვებით ჩაქოლა. გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს ის ადამიანი არაბებმა ჩაქოლეს. ქალაქი არაბებისაგან გადარჩა. მოსახლეობა ხატებისადმი უფრო მეტი რწმენით განიმსჭვალა.
ხაზი 32:
ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ [[ანათემა]]ს გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“.
 
ლეონ ისავრიელის საქმიანობას მისი ვაჟის, კონსტანტინე V-ის სახით, გამგრძელებლი გამოუჩნდა, მის დროს ხატმებრძოლეობამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსებიისტორიკოსი მის დიდებას ცამდე სწევენსწევს, მის გამარჯვებებს და ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობას, მაგრამ ვერაფერი დამალავს მის სისასტიკეს, რომელიც მან გამოიჩინა. მისმა სიძემ, სომეხმა არტავაზმა[[არტაბასდოსი|არტაბასდოსმა]] (სომხურად - არტავაზი), რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი და ანა, ისარგებლა, რომ კონსტანტინე აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, კონსტანტინოპოლი მიიტაცა და იმპერატორი გარდაცვლილად გამოაცხადა. პატრიარქი ანასტასი მიემხრო მის საქმიანობას და აღიარა, რომ კონსტანტინე იყო ერეტიკოსი და პიროვნება, „რომელიც უსინდისოდ უარყოფდა ღმერთს“.
 
ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო არტავაზი[[არტაბასდოსი]] და შვილთან ერთად თვალები დასთხარა. ანასტასი კვლავ ხატმებრძოლთა მხარეზე დადგა. კონსტანტინემ 754 წელს [[ჰიერა]]ში სასულიერო კრება მოიწვია, რომელზეც მან დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. კრებაზე 338 ეპისკოპოსი შეგროვდა, თუმცა [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის]], [[ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია|ალექსანდრიის]], [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის]], [[იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია|იერუსალიმის]] პატრიარქები მასში არ მონაწილეობდნენ. პატრიარქი ანასტასი კრებამდე გარდაიცვალა. კრებას თეოდოსითეოდოს ეფესოელი თავმჯდომარეობდა. სხდომები 10 თებერვლიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ბოლო სხდომა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ანასტასის მემკვიდრედ კონსტანტინე სილეელი აირჩიეს. იმპერატორი ხატების შემდეგ წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები იმ ტაძრიდან ამოიღეს, სადაც IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა და ლუსკუმასთან ერთად ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორის საქციელს წინ აღუდგა წმინდა სტეფანე, რომელმაც კონსტანტინესშემდეგიკონსტანტინეს შემდეგი სიტყვით მიმართა:„რა სასჯელს დავიმსახურებ, თუკი ამ მონეტას, რომელზეც იმპერატორია გამოსახული, მიწაზე დავაგდებ და ფეხით გავთელავ? აქედან შეგიძლია დაინახო, თუ რა სასჯელის ღირსია ის, ვინც ქრისტესქრისტესა და წმინდა დედის ხატს შეურაცხყოფს“. მან ძირს დააგდო მონეტა და ფეხით შესდგაშედგა. სასჯელმაც არ დააყოვნა და იმპერატორის ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს. იგივე სასჯელი მოუვლინა იმპერატორმა იოანე დამასკელსადამასკელს, გერმანე კონსტანტინეპოლელსაკონსტანტინოპოლელსა და გიორგი კიპრიელს, 27 აგვისტოს ისინი იპოდრომზე ანათემას[[ანათემა|ანათემს]] გადასცეს.
 
მხოლოდ 765 წლიდან დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დალეწეს, მონასტრები დახურეს, ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ხუთი წლის განმავლობაში მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა. „კაცს შეიძლება ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, - რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა“.
 
ლეონ IV ხაზარის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიაში მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა. ის თითქოს ვერც გრძნობდა მიმდინარე მოვლენების დინებას, ვერც კი ახერხებდა, თავი წარმოეჩინა, როგორც წინამორბედ იმპერატორთა საქმის “ღირსეულ” გამგრძელებელს.
ხაზი 42:
== ხატმებრძოლეობის მეორე პერიოდი ==
[[787]] წელს [[ნიკეის მეორე საეკლესიო კრება|VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე]], [[ნიკეა]]ში, აღდგენილ იქნააღადგინეს ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის [[ირინე ათენელი (ბიზანტია)|ირინე დედოფალსათენელს]], რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელით მართავდა ქვეყანას.
 
ქრისტიანულ ეკლესიას კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რათა საბოლოოდ აღედგინა ხატთაყვანისცემა. საბოლოოდ იგი აღდგენილ იქნააღადგინეს [[843]] წლის [[11 მარტი|11 მარტს]]. ეს დღე ეკლესიაში მართმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას.
 
ამ ბრძოლებმა [[ბიზანტიის იმპერია]]ს და მის ხელისუფლებას უარყოფითი შედეგი მოუტანა. ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას დაემატა [[არაბები|არაბთა]] და [[ბულგარელები|ბულგარელთა]] აგრესიის გააქტიურება. ხატმებრძოლეობამ მეტად დაძაბა ურთიერთობა იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის. [[IX საუკუნე]]ში რომის პაპ [[ნიკოლოზ I (პაპი)|ნიკოლოზ I-სა]] და [[კონსტანტინოპოლი]]ს პატრიარქ [[ფოტი (კონსტანტონოპოლის პატრიარქი)|ფოტის]] შორის დაპირისპირებამ აშკარა გახადა [[რომი]]სა და კონსტანტინოპოლის მღვდელმთავართა ინტერესები. ეს იყო ბრძოლა მსოფლიო ეკლესიის მეთაურის ტიტულისათვის. პაპის მიერ ეკლესიისაგან ფოტიოს განკვეთას, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ პაპის შეჩვენებით უპასუხა.
 
განხეთქილება კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ბიზანტიის ახალმა იმპერატორებმა, [[მაკედონელთა დინასტია|მაკედონელთა დინასტიიდან]], შეძლეს გარკვეული ხნით დაეძლიათ.
 
== ლიტერატურა ==