Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 93:
საჰელანთროპუს ჩადენსისთან დაკავშირებული წარმოდგენილი რადიოქრონოლოგიური მონაცემები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, როგორც ჰომინიდთა განვითარების ყველაზე ადრეული საფეხურის დასადგენად, ასევე მოლეკულური საათის ხელახალი გრადუირებისთვის. შესაბამისად, საჰელანთროპუს ჩადენსისი გვიმოწმებს, რომ ჰომინიდების გამოყოფა არ არის 8 მილიონ წელზე უფრო ახალი შემთხვევა. თავისი პლესიომორფული და აპომორფული მახასიათებლების მოზაიკით საჰელანთროპუს ჩადენსისი, პირველი ჰომინიდი, სავარაუდოდ ბევრად უფრო ახლოსაა ამ გამოყოფის თარიღთან ვიდრე მისი მოწინააღმდეგე ვარაუდი, რომელიც საუბრობს შესაძლო ჰიბრიდიზაციის შესახებ ადამიან-შიმპანზეს ჩამომავლობაში, სანამ მათი გაყოფა არ მოხდა 6,3 მლნ. წლის წინ.<ref name=":0" />
 
== საჰელანტროპუს თუ საჰელპითეკუს?<ref>{{Cite journal|last=Wolpoff|first=Milford H.|last2=Senut|first2=Brigitte|last3=Pickford|first3=Martin|last4=Hawks|first4=John|date=2002-10-10|title=Palaeoanthropology (communication arising): Sahelanthropus or 'Sahelpithecus'?|url=http://www.nature.com/nature/journal/v419/n6907/abs/419581a.html|journal=Nature|language=en|volume=419|issue=6907|pages=581–582|doi=10.1038/419581a|issn=0028-0836}}</ref> ==
== საჰელანტროპუს თუ საჰელპითეკუს? ==
რამაპითეკუსით დაწყებული, მიოცენის ეპოქაში ჰომინიდების მაიმუნის მაგვარი წინაპრების ხანგძლივი ძებნა მიმდინარეობდა. საჰელანტროპუს ჩადენსისი - მიოცენის ახალი სახეობაა, რომელსაც მაიმუნებისა და ჰომო ერექტუსის ნიშან-თვისებები გააჩნია. ბრუნე და სხვები მას პირველ ჰომინიდად მოიხსენებენ. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ მისი სახის, კბილების განლაგებისა და თავის ქალის თავისებურებები, რომლებიც გარკვეულად დაკავშირებულნი არიან Toumai-ს ნიმუშთან და ჰომინიდების კლასთან, ან არ არის დიაგნოსტიკური, ან ბიომექანიკური ადაპტაციის შედეგს წარმოადგენენ. იმისთვის, რომ ჰომინიდების სწორი კლადა განისაზღვროს, ჰომინიდებს ერთნაირი უნიკალური განმსაზღვრელი ნიშან-თვისებები უნდა ჰქონდეთ, საჰელანტროპუს ჩადენსისის ობლიგატურ ბიპედალიზმზე საკითხი კი ღია რჩება.
ქვემოთ განხილულია ნიშან-თვისებები, რომლების მიხედვითაც ბრუნე და სხვები გვთავაზობენ ჰომინიდების კლადებს შორის კავშრის დამყარებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან