ათაბაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ათაბეგობა საქართველოში==
საქართველოში ათაბაგი იყო ერთ-ერთი [[ვეზირი]]. მის ფუნქციებში შედიოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდა. ათაბაგობა საქართველოში დამკვიდრდა თურქ სელჯუკების სამეფო ხელისუფლების მიბაძვით. ჩვენში ეს ხელისუფლებახელისუფალი — ათაბაგი, პირველად იხსენიება თამარ მეფის დროს. ვახუშტის სიტყვებით, „შემდეგ ათაბაგობის შეძინებისა არღარა იწოდებოდა სპასალარი სპასალარად, არამედ ათაბაგად“. აღნიშნული არასწორია, რადგანაც ეს ორი თანამადებობა სპასალარი და ათაბაგი შემდგომ პერიოდშიც გვხვდება. ამის გარდა ამ ორ ხელსიუფლათა შორის კავშირი არ არსებობს. სპასალარი ნიშნავს სპათა უფროს — მხედართმთავარი, ხოლო ათაბაგს კი მემკვიდრის გამზრდელს. ამის გარდა ითვლებოდა რომ ათაბაგობა სპასალარზე უმაღლეს წოდებად ითვლებოდა, საქართველოს სამეფო კარზე. ავაგი, რომელიც ამირ-სპასალარობისაგან ათაბაგი გახდა. ისიცა ჩანს, რომ მეფეთა მემკვიდრენი ხანდახან იზრდებოდნენ ათაბაგის სახლში.
 
[[1212]] წელს იგი პირველად ებოძა [[ივანე I მხარგრძელი|ივანე მხარგრძელს]] (ერთი მოსაზრებით, ამ სახელოს მანამდე ფლობდა [[ივანე ახალციხელი]]). ათაბაგობა იმთავითვე დაუპირისპირდა [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის]] თანამდებობას. ათაბაგობასთან ხშირად შეთავსებული იყო [[ამირსპასალარი]]ს თანამდებობაც. [[1334]] წელს [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V-მ]] ათაბაგობა უბოძა თავის ბიძას, სამცხის მთავარ [[სარგის II|სარგის ჯაყელს]]. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ ათაბაგობა როგორც ვეზირობა მოისპო. „ათაბაგი“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (აქედან — [[სამცხე-საათაბაგო]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათაბაგი“-დან