ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ჩუქჩები''' ({{lang-ru|''чукчи''}}) — [[ჩუკოტკის ნახევარკუნძული]]ს მკვიდრი მოსახლეობა, ჩრდილო-აღმოსავლეთის პალეოაზიატების ჯგუფის, რომელსაც აგერთვე მიეკუთვნეიბან კორიაკები და იტელმენები, ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხები. [[2002|2002 წლის]] მონაცემებით, მათი რაოდენობა შეადგენს 15,767. ძირითადად მოსახლეობენ [[ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის]] და [[ბერინგის ზღვა|ბერინგის ზღვის]] ნაპირებზე: [[ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი|ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის]] ტერიტორიაზე (12.6 ათასი), [[კამჩატკის მხარე|კამჩატკის მხარის]] ჩრდილოეთ ნაწილში( 1.4 ათასი) და [[სახა (იაკუტია)|იაკუტიაში]] (0.6.ათასი).<ref name=":0">М. Г. Левин, Л. П. Потапов, ''Народы Сибири, 1956''</ref>
 
ძირითადად ლაპარაკობენ [[ჩუკოტკური ენა|ჩუკოტკურ ენაზე]], რომელიც ენათა ჩუკოტურ -კამჩატკურ ოჯახს მიეკუთვნება დამწერლობა აქვთ 1936 წლიდან, იგი შექმნილია [[კირილური დამწერლობა|კირილიური]] გრაფიკის საფუძველზე.<ref name=":0" /> რელიგია – [[შამანიზმი]]. [[XIX საუკუნე]]მდე ფაქტობრივად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა მეფის ადმინისტრაციისგან. ჩუქჩები ორ ჯგუფად იყოფიან: ზღვისპირა ჩუქჩებად და მეირმე ჩუქჩებად. ზღვისპირა ჩუქჩები თავიანთ თავს უწოდებენ ანკალინს (მრ.რ. ანკალიტ) – „ზღვის მკვიდრი“, ხოლო ტუნდრის მეირმე ჩუქჩები - ჩავჩუ (მრ.რ. ჩავჩუვატ).  ამის გარდა, როგორც ზღვისპირა, ისევე მეირმე ჩუქჩები თავს უწოდებენ  ლიგორავეტლიან (მრ.რ. ლიგორავეტლიატ), რუსულში ტრანსფორმირებული როგორც „ლუორავეტლანი“,  რაც „ნამდვილ ადამიანს“ ნიშნავს.<ref name=":0" /> ჩუქჩი–მომთაბარე მეირმეები და ჩუქჩი–ბინადარი ზღვის ცხოველებზე მონადირეები ერთმანეთში აწარმოებდნენ ნატურალურ გაცვლას.
 
ჩუქჩებს ემეზობლებიან: ბერინგის ზღვის სანაპიროზე -  [[ესკიმოსები]], სამხრეთით - კორიაკები, მდ. კოლიმის დასავლეთით - [[იაკუტები]] და იუკაგირების რამდენიმე ოჯახი. მათ მეზობლად აგრეთვე ცხოვრობენ ჩუვანცები, რომლებიც წარსულში იუკაგირების შტოს მიეკუთვნებიდნენ<ref name=":0" />.
ხაზი 103:
 
ეს ცეკვები ძირითადად შეიცავდა მოძრაობებს, რომლებიც საშინაოს საქმეების განსახიერებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მომთაბარე ხალხი თავიანთ რიტუალურ ცეკვებს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ასრულებდნენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისი აღინიშნებოდა. ასეთი იყო მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა.შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" />
== ცვლილებები რიტუალურსა და კონფესიურ სფეროებში [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკსა]] და პოსტ-სსრკ პერიოდებში ==
ჩუქჩების ტრადიციული შეხედულებების არსი წარმოდგენილია რიგი ავტორების კვლევებში, რომლებიც აღნიშნავენ რომ პირველყოფილი ადამიანის მსოფლმხედველობა სამყაროს მოდელის შესახებ ხელს უწყობდა მას განევითარებინა თავისი ადგილი ამ სამყაროში, სივრცესა და დროში.   სიმბოლური აღწერა სამყაროს მოდელისა , წარმოდგენა მსოფლმხედველობის სხვადასხვა ელემენტების წარმოშობაზე , სპეციალისტების შეხედულებით, გადმოცემულია [[მითოლოგია|მითოლოგიაში]]. ვ.გ.ბოგორაზი გვამცნობს , რომ ბევრ ჩუკოტკურ ზღაპარში ნახსენებია ერთიანი ძლიერი არსება - შემქმნელი, რომელიც იცავს ადამიანებს , ეხმარება მათ. ჩუქჩებთან ამ არსების ნების შემსრულებლებად წარმოგვიდგება ყვავი- კულტურული გმირი. ბუნება ჩუქჩებთან წარმოადგენს ცოცხალს, ხოლო ყველა მისი კომპონენტს (მდინარე, ზღვა, ტბა , მთები და ა.შ.) ჰყავთ თავისი ბატონები, მოცემული წარმოდგენები არის ჩადებული ჩუქჩების რიტუალებში: სულების, ოჯახისა და სახლის მფარველის "დაპურება" , ყვავის თაყვანისცემა , შეწირული ცხოველის "წყლით გამასპინძლება ". ბევრი რიტუალი დაკავშირებული მეირმეობასთან, ოჯახის ცხოვრებასთან  აღწერილია მკვლევარების და მისიონერების მიერ.<ref>Новая жизнь народов Севера / Отв. ред. Гурвич И.С., Васильев В.И., Симченко Ю.Б. -М.: Наука, 1967. 119 с.</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუქჩები“-დან