აგრიპინა უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 105:
 
პანდატორიის ციხეში აგრიპინა სასტიკ პროტესტს გამოხატავდა. ერთ შემთხვევაში ტიბერიუსმა დაცვას მისი გამათრახებაც კი უბრძანა, რის დროსაც მას თვალი უნდა დაეკარგა.<ref name="Salisbury2001"/> ჭამაზე უარის თქმის შემდეგ აგრიპინას ძალით კვებავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მან მაინც შიმშილით მოიკლა თავი.<ref name="Salisbury2001"/> აღსანიშნავია, რომ ტაციტუსი არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ იგი ციხეში მოკლებული იყო საკვებს და რომ მისი სიკვდილი ნებაყოფლობითი არ იყო.<ref name="tac1">Tacitus, The Annals [[s:The Annals (Tacitus)/Book 6#25|6.25]]</ref> როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი 33 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.<ref name="tac1"/> აგრიპინას ვაჟი, დრუზუსი შიმშილით მოკვდა რომში პატიმრობისას, ნერონმა კი სასამართლოს შემდეგ მალევე თავი მოიკლა.<ref name="Salisbury2001"/> სეიანუსი 31 წელს მოკლეს ტიბერიუსის ბრძანებით, რადგანაც ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ იგი მის დამხობას გეგმავდა.
 
აგრიპინას გარდაცვალების შემდეგ, ტიბერიუსმა შეურაცხყო მისი სახელი და მისი დაბადების დღე სენატს ცუდ [[ომენი|ომენად]] გამოაცხადებინა.<ref name="Salisbury2001"/>
 
37 წლის მარტში ტიბერიუსი გარდაიცვალა და იმპერატორის ტახტი აგრიპინას გადარჩენილმა შვილმა, კალიგულამ დაიკავა. გარდაცვლილისათვის სახოტბო სიტყვის მიძღვნის შემდეგ, იგი პანდატარიაში გაემგზავრა და დედისა და ძმის, ნერონის ფერფლით დაბრუნდა. კალიგულას პირადად ეჭირა ხელში ფერფლით სავსე ურნები.
 
თავისი ოჯახის ერთგულების მტკიცებულებად, კალიგულამ მოამზადა ყველაზე სახელგანთქმული ჯარისკაცები, რათა ეზრუნათ დედისა და ორი ძმის ურნებზე, რომლებიც რომის ქუჩებში შუადღისას, ყველაზე გადატვირთულ პერიოდში ჩაატარეს და ავგუსტუსის მავზოლეუმში წაასვენეს. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ბრინჯაოს მონეტაზე გამოსახულია კალიგულას მიერ უკან, რომში დაბრუნებული აგრიპინას ფერფლი.
 
ახალმა იმპერატორმა დედის პატივსაცემად ბრინჯაოს მონეტაც მოაჭრევინა, რომლის ავრსზეც გამოსახულია აგრიპინას ბიუსტის მარჯვენა პროფილი, რევერსზე კი — დახურული ეტლი.
 
კალიგულამ ყოველ წელს აღსანიშნავი სპეციალური დღეც დააწესა, როდესაც ხალხს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავების პატივსაცემად მსხვერპლი უნდა შეეწირათ. დედის ხსოვნის პატივსაცემად, მან საცირკო თამაშებიც გამართა. იმავე დღეს მან აგრიპინას გამოსახულებიანი ქანდაკებაც დაამზადებინა, რომელიც თამაშებზე დახურული ეტლით ჩაატარეს.
 
ცირკის თამაშების შემდეგ, კალიგულამ ბრძანა ტიბერიუსის ღალატის სასამართლოების წერილობითი საბუთები ფორუმზე გამოეტანათ დასაწვავად, რომელთაგან პირველი აგრიპინასა და მისი ორი ვაჟის საქმეები იყო.
 
== წინაპრები ==