ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ინდუსტრიული საქმიანობა: -ის ბმულები დავამატე
ხაზი 134:
 
=== სოციალური ორგანიზაცია ===
ყაზახთა ერი არის სამი ჟუზის, [[ჰორდა|ჰორდის]] ერთიანობა. მათგან სამივე სხვადახვა გეოგრაფიულ არეალში იყო. ჰორდები თავის მხრივ იყოფიან [[ტომი|ტომებად]], ტომები კი უფრო მცირე ერთეულებად. ზოგ შემთხვევაში არსებობს ამგვარი დაყოფის 17 დონე. ყაზახები თვლიდნენ, რომ ყველა ამ ჯგუფს საერთო ფესვები ჰქონდა. დიდი კლანებისა და ტომების წინაპრები ლეგენდარულებად და ფიქტიურებად მიიჩნევა. ისტორიული ამბები და [[ლეგენდა|ლეგენდები]] არსებობს ყველა კლანის თუ ტომის წარმოშობასთან დაკავშირებით და ყველა მათგანს აქვს თავისი [[სიმბოლო]]<ref name=":3" />.<ref name=":0" /><ref name=":2" />
 
=== ნათესაობა და კლანები ===
ყაზახებისთვის ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნათესაურ კავშირებს. ისინი სულელებად თვლიდნენ მას, ვისაც თავის წინაპრებზე ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, მათში ჩვეულებად იყო ოჯახის [[გენეალოგია|საგვარეულო ხაზის]] შესახებ დიდი ცოდნის ქონა. ყველა ყაზახმა იცოდა თავისი გენეალოგია 7 თაობამდე მაინც. ასე მათ შეეძლოთ ერთმანეთთან ნათესაური კავშირების დადგენა. კაცს არ შეეძლო, ცოლი აერჩია იმ ნათესაური ჯგუფიდან, რომელშიც გაერთიანებული იყო<ref name=":2" />.<ref name=":0" />
 
ყაზახებს შორის ნათესაური კავშირების შესახებ ცოდნა ნარჩუნდებოდა როგორც კაცის, ასევე ქალის ხაზითაც. ქალიშვილებისა თუ დების ქალიშვილებს სხვა ნათესავები ჟიენს ეძახდნენ, ის კი ასე დაკავშირებულ ნათესავებს ნაგაშის უწოდებდა. ტრადიციების თანახმად, ყაზახები ცდილობდნენ არ შეურაცხეყოთ საკუთარი ჟიენი და მისთვის უარი არაფერზე არ ეთქვათ, თუ რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. [[ჩვეულებითი კანონი|ჩვეულებითი კანონების]] მიხედვით, ჟიენს შეეძლო აეღო ნებისმიერი ღირებული რამ დედის ნათესავისგან სამჯერ.<ref name=":2" />
 
ქალის ხაზის ნათესაობის პატივისცემის მიუხედავად, ყაზახებში ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს [[პატრილინეარული|მამაკაცის ხაზით ნათესაობას]].<ref name=":1" /> მათში სოციალურ ბირთვს წარმოადგენს მამის ხაზით ნათესავები, ვაჟები თავიანთ ცოლებთან ერთად და მსახურები. მამა ფლობს  პირუტყვის უდიდეს ნაწილს და გადაწყვეტს ოჯახის გადაადგილების საკითხებს. ასეთ ოჯახთა რაღაც რაოდენობა, რომელთა უდიდესი ნაწილი ენათესავებიან მამის ხაზით, აყალიბებენ კლანს. კლანი ლიდერად [[დომინანტი|დომინანტ]]<nowiki/>ი ოჯახის მეთაურს ცნობს, რომელსაც სხვა კლანებთან მოლაპარაკებები ევალება. ყველა მამაკაცი აუცილებლად თავისი მამის კლანის წევრია. ყოველ კლანს აქვს საკუთარი [[ემბლემა]], როგორიცაა, ჩიტის ნეკნი ან V-ს ფორმის ჯოხი, რომლითაც [[დაღი|დადაღულია]] პირუტყვი. [[სოციოლოგია|სოციალური]] და პოლიტიკური[[პოლიტიკა|პოლიტიკურ]]<nowiki/>ი კავშირების ობიექტი არა კონკრეტული [[პიროვნება]], არამედ კლანია. ტრადიციული საძოვრებიც ეკუთვნის კლანს და პატარძლის [[მზითვი|მზითვებსაც]] ხშირად მთელი კლანი ამზადებს. კლანი ეფექტური ერთეულია მისი წევრების დასაცავად. კლანის უფრო მდიდარი წევრები ეხმარებიან და კვებავენ ღარიბებს. მთელი კლანის პირუტყვს ერთი ემბლემით თუ სიმბოლოთი დაღავენ, თუმცა, ამასთანავე კლანის მმართველ ოჯახს შესამჩნევი ძალა აქვს და ხშირად დოვლათის უდიდეს ნაწილს სწორედ ის აკონტროლებს.<ref name=":3" />
 
ყაზახებს შორის ტომის თუ კლანის წევრობის ხსოვნა ჯერ კიდევ კვლავ არსებობს ყველაზე მცირე ჯგუფებამდეც კი. ეს ცოდნა უფროს თაობაში განსაკუთრებით კარგად იყო შემონახული. ახალ თაობაში [[ეროვნული თვითგამორკვევა|ეროვნული თვითგამორკვევის]] ზრდასთან ერთად ახალგაზრდობაშიც იზრდება თავისი წარსულისადმი ინტერესი.<ref name=":2" />
 
კლანური ურთიერთობები დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით, პოლიტიკასა და ბიზნესში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისათვის. ნათესაური ჯგუფებისთვის ჩვეულია, რომ მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საკუთარ ნათესავებს. პრეზედენტების შემთხვევაშიც კი ასე ხდება და მისი, სისხლით თუ [[ქორწინება|ქორწინების]] მიხედვით, ოჯახის წევრები თუ ნათესავები იკავებენ მნიშვნელოვან ადგილებს მთავრობაში, [[მედია|მედიასა]] და ეკონომიკურიე<nowiki/>[[კონომიკური სექტორი|კონომიკური სექტორის]] უმეტეს ნაწილში.<ref name=":0" />
 
=== ფრატრიები ===
კლანები (ტაიპას ან აქ-საქალ), რომლებიც თავიანთ თავს ერთმანეთის უკიდურესად ახლო ნათესავებად თვლიან და რომლებიც ბევრ შემთხვევაში ერთი ჯგუფის შთამომავლები არიან, ხშირად მიგრირებენ ერთ ჯგუფად და აყალიბებენ უფრო ფართო ერთეულს სიოკს ან ფრატრიას. მათ შორის არ არსებობს ფორმალური ლიდერი და ფრატრიის ერთიანობა დამოკიდებულია მისი შემადგენელი კლანების ერთმანეთთან თანხმობაზე. ფრატრიები ნაკლებად სტაბილური ჯგუფია, ვიდრე მისი შემადგენელი კლანები. ისინი ხშირად იყოფიან და ხელახლა იქმნებიან მიგრაციის ცვლილების, [[ომი|ომის]] და საძოვრისთვის კონკურენციის მიხედვით.
 
=== ტომები ===
რამდენიმე ფრატრიის ტომური ჯგუფი (ურუქი) მოიცავს 20 ან მეტ კლანს და ნიშნავს მთავარს (ბი), მაგრამ მას ნაკლებად ეფექტური პოლიტიკური ავტორიტეტი აქვს. თუმცა, თუ მას კლანის მეთაურთა [[კონსენსუსი|კონსენსუსის]] გზით ირჩევენ და ამასთან ერთად, გარკვეული სურვილი და ენერგიაც აქვს, შეუძლია ტომური ჯგუფი უჩვეულო ერთობამდეც მიიყვანოს.
 
=== ჰორდები (ჟუზ) ===
ბევრი ტომი, რომელთაც ტერიტორიული სიახლოვე ჰქონდათ და თავდასხმისა და თავდაცვისთვის ტრადიციულად ერთმანეთს თანადგომას უწევდნენ, ჰორდებად ჩამოყალიბდნენ. [[საგანგებო მდგომარეობა|საგანგებო მდგომარეობის]] შემთხვევაში, ლიდერობა დომინანტი ტომის მეთაურის ხელში აღმოჩნდება. მაგრამ ტომების და კლანების სეზონური გაფანტვისა პირობებში, ასეთი [[ავტორიტეტი]] ძალიან ცოტა ხანს ძლებს. 1840 წელს [[რუსები|რუსების]] წინააღმდეგ [[ყაზახების დიდებული აღზევება|ყაზახების დიდებული აღზევების]] დროს [[დიდებული ჰორდა|დიდებული ჰორდის]] [[სულთანი|„სულთანმა“]] მიაღწია ამ დროებით კონტროლს და მთელი ძალით ცდილობდა, ხელახლა გაეერთიანებინა სამი ჰორდა დამოუკიდებელ და ორგანიზებულ [[ერი|ერად]]. ყაზახთა უმეტესობა დღემდე მიაკუთვნებს თავის თავს სამთაგან ერთ ჰორდას და რომელიმე მათგანთან ან ტომურ გაერთიანებასთან თავის იდენთიფიცირება სოციალური იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.
 
=== კლასები ===
ძირითადად იმ ტომების ოჯახების წევრები, ვინც თავის წარმომავლობას [[მონღოლები|მონღოლ]] მმართველ [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ ყაენს]] უკავშირებს და [[მაჰმადიანობა|მაჰმადიონობის]] პირველმოწამეების სავარაუდო შთამომავლები წარმოადგენენ უმაღლეს კლასს, „თეთრძვლიანები“, რომელთა საძოვრებზე პრეროგატივას ცნობს ჩვეულებრივი ადამიანები, „შავძვლიანები“. შესაბამისად, „თეთრძვლიანები“ აყალიბებენ მდიდარ კეთილშობილ კლასს უფრო დიდი ნახირითა და შესამჩნევი სოციალური პრივილეგიებით. ისინი უარობენ თავიანთი შვილის „შავძვლიანებზე“ დაქორწინებას. კეთილშობილური ოჯახები ქმნიან კლანებს და ამყარებენ თავიანთ პრესტიჟსა და სოლიდარობას ქორწინების გზით ქალიშვილების მიმოცვლით.
 
მაშინ როცა ჩვეულებრივი ხალხი ფლობს ქონებას, არსებობენ ღარიბებიც, რომელთაც პირუტყვი არ ჰყავთ და წარუმატებლობის თუ წინაპრებში არ გამართლების გამო გახდნენ დამოკიდებული მდიდარ ხალხზე, რომელთა ნახირსაც უვლიან. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ყაზახებში არსებობდა [[მონობა]], მაგრამ უმრავლესობა მათგანს ქალაქის ბაზრებში თავიდან ყიდნენ.<ref name=":3" /><ref name=":13">Arghynbaev, K. (Khalel). (1984). Kinship System And Customs Connected With The Ban On Pronouncing The Personal Names Of Elder Relatives Among The Kazakhs. ''Kinship And Marriage In The Soviet Union : Field Studies'', 40–59. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rq02-009</nowiki></ref>
 
== ოჯახი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან