მალაიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
== დემოგრაფია ==
დემოგრაფია: 1990-იანების დასაწყისსში მალაიზიაში 8 მილიონზე მეტი მალაი ცხოვრობდა, მათი 90% დასავლეთ მალაიზიაში იყო თავმოყრილი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 125 ადამიანი კვადრატულ მილზე. მოსახლეობის ზრდის სიჩქარე 2.4% (2.8% აღმოსავლეთ მალაიზიაში). მალაიები მალაკის ნახევარკუნძულზე უმეტესად მდინარის ხეობებში და დელტა რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც [[ბრინჯი|ბრინჯის]] მოყვანაა შესაძლებელი. ქალაქებში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ინდოელები და ჩინელები. მალაიები კონცენტრირებულნი არიან ნახევრკუნძულის აღმოსავლეთ სანაპირო შტატებში: კელანტანში, ტერენგანუში და პეჰენგში.<ref name=":0" /> 2015 წელს მალაიების რაოდენობა მალაიზიაში 15 მილიონია, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% პროცენტია.<ref>https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/my.html</ref>
 
=== დასახლებები ===
ხაზი 8:
 
=== ეკონომიკური მდგომარეობა ===
მალაიზიის ეკონომიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე სწრაფად ზრდადი იყო 1970-იან და 1980-იან წლებში. მალაიები უმეტესად დაკავებულნი არიან ბრინჯის წარმოებით და [[თევზჭერა|თევზჭერით]]. ასევე ხშირია [[კაუჩუკი|კაუჩუკის]] წარმოებაც. მალაიები ნაკლებად არიან ჩართულნი [[კალა|კალას]] წარმოებაში, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რიცხვი გაიზარდა ფაბრიკებში და სხვა თანამედროვე საქმიანობებში, განსაკუთრებით დასავლეთ მალაიზიაში. ისინი ჩაერთნენ ლოჯისტიკაში, ვაჭრობაში, სამთავრობო და პროფესიონალურ საქმიანობებში. მიუხედავად ამ წინსვლებისა მალაიზიაში მალაიების საშუალო შემოსავალი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით ბევრად დაბალია, ამის მიზეზს წარმოადგენს მალაების ძირითადი საქმიანობის [[ბრინჯი|ბრინჯის]] წარმოების დაბალი ეკონომიკური სარგებელი. <ref name=":0" />
 
== ისტორია ==
პროტო-მალაიები ავსტრონეზიული წარმომავლობის ხალხი იყვნენ და ნავარაუდებია, რომ მათი მიგრაცია [[მალაის არქიპელაგი|მალაის არქიპელაგისკენ]] რამდენიმე ტალღად მოხდა ძვ. წ. 2500-დან ძვ. წ. 1500-მდე. ყველაზე მიღებული მოდელის თანახმად პროტო-მალაიების მიგრაცია მოხდა [[იუნანი|იუნანიდან]] [[მდინარე]] [[მეკონგი|მეკონგის]] გამოყენებით. არსებობს ძველი [[ჩინელები|ჩინელი]] და ინდოელი მოგზაურების ჩანაწერები, მათგან უძველესი დაახლოებით ძვ. წ. 600 წლის, სადაც საუბარია მიწათმოქმედებასა და მეტალის წარმოებაზე მალაიების სოფლებში. მალაიების პირველი ისტორიულად არსებული პოლიტიკური ერთეული არის მალაკას სასულთნო (1402-1511), თუმცა [[შრივიჯაია|შრივიჯაიას]] იმპერიის ისტორიულ წყაროებში დაახლოებით 700 წლისთვის არის „მალაიას“ ხსენება, რაც ნიშნავს რომ ამ დროისთვის მალაიებს უკვე ჰქონდათ შესამჩნევი პოლიტიკური ერთეული. მალაკას სასულთნო, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა სრულიად დამოკიდებული იყო მის უნარზე ეკონტროლებია [[მალაკის სრუტე]], გახდა [[ისლამი|ისლამის]] ცენტრი [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში]], საიდანაც რელიგიამ ფეხი მოიკიდა მთელ რეგიონში. რელიაგიას ავრცელებდნენ სწავლულები და [[სუფიზმი|სუფები]]. 1500-დან 1800 წლებამდე [[მინანგკაბაუ|მინანგკაბაუები]], ბუგისები და აცენისები, დღევანდელ [[ინდონეზია|ინდონეზიაში]] მცხოვრები ეთნოლინგვისტური ჯგუფები, ცდილობდნენ მალაკის ნახევარკუნძულზე კონტროლის დამყარებას, ხოლო [[ნიდერლანდები]] და სხვა ევროპული კოლონიური სახელმწიფოები მალაკის სრუტეზე მონოპოლიის მოპოვებისთვის იბრძოდნენ. 1786 წელს [[ბრიტანეთის იმპერია|ბრიტანელებმა]] დაარსეს პინანგი, შექმნეს [[სინგაპური]] და დაიპყრეს  ქალაქი მალაკა, რათა შეექმნათ სრუტის დასახლებები, სტრეიტს სეტელმენტსი. შემდეგ ჩაერივნენ ნახევარკუნძულის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაში და შექმნეს ფედერაციული მალაიების შტატები, რომელიც 1909 წელს შეუერთეს არაფედერაციულ შტატებს და შექმნეს ბრიტანეთის მალაია. [[კალა|კალას]], [[კაუჩუკი|კაუჩუკის]] და [[პალმის ზეთი|პალმის ზეთის]] წარმოებისთვის ბრიტანეთის მალაიამ დაიწყო ჩინელების და ინდოელების ჩამოსახლება, ამან გამოიწვია პლურალური საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ეთნიკური მალაიების რიცხვი მოსახლეობის ნახევარს გაუტოლდა. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] მალაიზია [[იაპონიის იმპერია|იაპონია]]<nowiki/>ს ჰყავდა დაპყრობილი. ოკუპაცია იაპონიის დამარცხებასთან ერთად დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო 12 წლიანი ომი, რომლის შედეგადაც მალაიზიამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოკლეხნიანმა ომმა ინდონეზიასთან კალიმანტანზე ტერიტორიული დავები მოაგრვარა. ეთნიკურმა დაძაბულობამ მალაიებსა და ჩინელებს შორის გამოიწვია სამოქალაქო არეულობა, რასაც 1969-1972 წლებში ხელისუფლების ცენტრალიზება მოჰყვა, მაგრამ კრიზისის დასრულებიდან დღემდე მალაიზიაში ჩამოყალიბდა მყარი [[პარლამენტი]] ხშირი კოალიციებითა და მრავალფეროვანი შემადგენლობებით. <ref name=":0" />
 
== კულტურა ==
 
=== ენა ===
მალაიური ენა ეკუთვნის [[მალაიურ-პოლინეზიური ენები]]<nowiki/>ს ოჯახს, რომელიც თავად [[ავსტრონეზიული ენები|ავსტრონეზიული ენების]] ქვეჯგუფს წარმოადგენს. მალაიური იმდენადვე გავს ინდონეზიურს, რამდენადაც [[ინგლისური ენა|ბრიტანული]] [[ამერიკული ინგლისური|ამერიკულ ინგლისურს]], განსხვავებიბი ჩნდება იმის გამო რომ ინდონეზიური ენის ლექსიკონი და სინტაქსი განიცდის [[ნიდერლანდური ენა|ნიდერლანდური ენის]] ძლიერ გავლენას მასთან დიდი ხნის განვმალობაში კონტაქტის შედეგად, ხოლო მალაიური ენა ინგლისური ენის გავლენის ქვეშაა. მალაიური იწერება [[ლათინური დამწერლობა|ლათინური ალფაბეტითაც]] (რუმი) და ინდური ხელწერიდან გამომდინარე ჯავი ალფაბეტითაც (ჯავი). <ref name=":0" />
 
=== ქორწინება და ოჯახი ===
მალაი საზოგადოებაში დაოჯახება ყველა ზრდასრულის ვალდებულებაა. [[შარიათი|ისლამური კანონიდან]] გამომდინარე [[პოლიგამია]] დაშვებულია და კაცს ლეგალურად ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს, მაგრამ მიუხედავათ ამისა ოჯახების უმეტესომა მონოგამიური ხასიათისაა. წყვილები ქორწინდებიან რელიგიურ პირთან რეგისტრაციით, როგორც წესი ადგილობრივ [[იმამი|იმამებთან]]. ქალებს დაქორწინებისთვის ოჯახის უფროსის თანხმობა სჭირდებათ. ქორწილები უმეტესად გარიგებებით ხდება. თავდაპირველად ოჯახებს შორის იწყება საჩუქრების მიმოცვლა, რის შემდეგაც მომავალ ცოლ-ქმარს ერთმანეთს გააცნობენ და მხოლოდ ორივეს თანხმობის შემთხვევაში იქმნება ოჯახი. მალაი საზოგადოებაში განქორწინება ძალიან ხშირი და მიღებული პრაქტიკაა. ინდივიდუალის ცხოვრებაში განქორწინება შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს<ref name=":0" />. 1958 წლის აღწერით შტატ კელანტანში ყოველი 100 ქორწინებიდან 79.5 განქორწინებით სრულდებოდა.<ref>https://books.google.ge/books?id=e4Yp2QJNVWgC&pg=PA168&lpg=PA168&dq=rate+of+divorce+in+kelantan&source=bl&ots=Fcs-7JoFGv&sig=_Q0nRs4e3DRJbt1ox_0wCFzvXOI&hl=en&sa=X&sqi=2&ved=0ahUKEwjIpcb_u9_NAhVGwBQKHTVPCwwQ6AEIJTAC#v=onepage&q=rate%20of%20divorce%20in%20kelantan&f=false</ref> მალაი საზოგადოების დამახასიათებელი თვისებაა შვილად აყვანის სიხშშირე. უშვილო წყვილები ხშირად ნათესავების შვილებს ზრდიან. შვილად აყვანის მაღალი სიხშირე გარკვეულწილად გამომდინარეობს კამპონგებში გავრცელებული საჩუქრების მიმოცვლის და ნადიმობის აქტივოვებიდანაქტივობებიდან, რომელშიც უშვილო წყვილებს მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. მალაიები ბავშვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. პატარებს თავისუფლად ზრდიან, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათ ასწავლიან თავიანთი სქესისთვის განკუთვნილ ადგილს საზოგადოებაში. კარგი მანერების მქონე ბავშვი ავლენს ბუდი ბაჰასას, საუბარს და საქციელს სწორად აღზრდილისა, ხოლო ცუდი მანერებიანი კურან აჯას, ცოდნის ნაკლებობას. <ref name=":0" />
 
=== რელიგია ===
მალაიები არიან ისლამის [[სუნიზმი|სუნიტური]] შტოს მიმდევრები. მათი რწმენა მოითხოვს [[ისლამის ხუთი ბურჯი|ისლამის ხუთი ბურჯის]] შესრულებას და ასევე ყურადრებას აქცევს [[ალაჰი|ღმერთში]] რწმენის სიწმინდეს და ლოცვისას გულში არსებულ მიზანს ნიას (არაბული: نية). ზოგიერთ ქალაქში სუფიური საძმოები არსებობს. დასავლეთ მალაიზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მალაიებით დასახლებულ არეალებში ისლამური ცოდნა ისწავლება რელიგიურ სკოლებში ტოკ გურუების მეთეურობით. ბოლო დროს ნელ-ნელა გაძლიერდა მოძრაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და უნივერსიტეტებში, რომ გაიწმინდოს ისლამი ადგილობრივი ელემენტებისგან. ამ მოძრაობას ეწოდება დაკვა, რომელიც გამომდინარეობს არაბული სიტყვიდან და ნიშნავს რელიგიისკენ დაბრუნებას. მალაიებს, ისევე როგორც ყველა სხვა მუსლიმს, მოეთხოვება [[ჰაჯი|ჰაჯის]], ანუ პილგრიმობის გავლა [[მექა|მექაში]]. ისლამურ ტრადიციებთან ერთად ასევე ცოცხლობს ანიმალისტური და [[ინდუიზმი|ინდუისტური]] რწმენები. ესამ რწმენების თანახმად არსებობენ ჰანტუ-ჰანტუ არსებები (სულები, მოჩვენებები, გობლინები და სხვა პრე-ისლამური არსებები), წარმოადგენენ ბოროტბოროტი ძალებს წარმომადგენლები, რომლებიც ხალხმა ან უნდა დამარცხოს ან აირიდოს,. დაისინი ძალიან გავსგვანან მსგავსი ტიპის არსებებს სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურებში. <ref name=":0" />
 
<references />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალაიები“-დან