მანჯურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
<gallery mode="traditional" widths="px" heights="px" showfilename="yes">
ფაილიFile:Manchuria.png|მანჯურია
</gallery>
 
=== '''მანჯურიის ადგილმდებარეობა''' ===
მანჯურიელები არიან ჩინეთში მცხოვრები ხალხი. მათი დასახლებები ძირითადად  ჩინეთის ჰეილონგიანგისა და ლიაონინგის პრივინიაში მდებარეობს.  ბევრი მანჯურიელი ცხოვრობს   ჩინეთის სხვა ტერიტორიებზე, ასევე მონღოლეთის ერთ–ერთ ცენტრალურ ავტონომიურ რეგიონშიც და რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში. მანჯურიას ჩრდილო–დასავლეთიდან ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან ჩრდ.კორეა  და სამხრეთ–დასავლეთიდან ჩინეთის ჰებეის პროვინცია. 1860–იან წლებამდე მანჯურიას  მდინარე ამურის ჩრდილოეთით უფრო დიდი ტერიტორიები ეკავა.  მანჯურიას გასასვლელი აქვს ბოს ყურეზე, ასევე ყვითელ და იაპონიის ზღვებზე და შესაბამისად წყნარ ოკეანეზე.<ref name=":0">Manchuria. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.newworldencyclopedia.org/entry/Manchuria</nowiki></ref>
 
=== '''კლიმატი''' ===
მანჯურიის კლიმატი კონტინენტურია. ზამთარი თითქმის 6 თვე გრძელდება და ამ პერიოდში თითქმის არ თოვს და ძლიერი ყინვებია, უბერავს ძლიერი ქარები,  მაგრამ დათბობასთან ერთად ნალექიანობა მატულობს და ეს ტერიტორიები ტროპიკულ სარტყელს ემსგავსება რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობისთვის.  მანჯურიის ასეთი კონტრასტული კლიმატი ოკეანური ქარების ზემოქმედებამ გამოიწვია.<ref>Chang, Y., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Geographical Background. ''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-010</nowiki></ref>
 
=== '''მანჯურიაში გავრცელებული ენა''' ===
ენა, რომელზეც მანჯურიელები საუბრობენ არის ჩინური მანდარინის დიალექტი. ეს ენა სკოლებში მას შემდეგ ისწავლება რაც დაიწყო მშობლიური ენის სწავლების მოძრაობა ათწლეულების წინ.
 
ზოგადად ამ პროვინციაში ბევრი დიალექტი მოქმედებს რაც გამოწვეულია იმიგრაციული პროცესებით, კერძოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მანჯურიაში ძალიან ბევრი ადამიანი დასახლდა ჩინეთის სხვადასხვა მხარეებიდან, რამაც გამოიწვია მრავალი დიალექტის გაჩენა. ჩრდილოური მანდარინისა და მანჯურიული ენები ერთმანეთს ძალიან გავს. <ref>Posch, U., Tang, P. S. H., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Languages. ''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-012</nowiki></ref>
 
=== '''მანჯურიის ფორმირება''' ===
სიტყვა მანჯურია სხვადსხვა ადგილობრივ  (ჩრდ. აღმოსავლეთ აზია) ენაზე განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს და ბევრი  ენათმეცნიერი დაობს თავად ამ სიტყვის წარმოშობაზე. ტუნგუსური ენის მიხედვით ,,მანჯურია“ დიდ მდინარეს ნიშნავს. ამ მდინარეში ტუნგუსელები სავარაუდოდ მიოაზრებდნენ ამურს, სუნგარს ან უსურის, რომლებიც ძალიან ახლოს არიან მანჯურიის ტერიტორიასთან. პალეოლითიდან მოყოლებული მანჯურია დასახლებული იყო სხვადასხვა მომთაბარე ტომებით, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ ჩინურ კულტურას, მაგრამ მიეკუთვნებოდნენ ჩინურ რასას. ეს ტომები ძლიერდებოდნენ და სუსტებოდნენ. გამოყოფენ სამ ძირითად  ხალხს: სუ–შენი, ტუნგ–ჰუ და ფუ–იუ. სწორედ სუ–შენის სამართალმემკვიდრეები არიან მანჯურიელები.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანჯურია“-დან