კულტურული ანთროპოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/AlexandreGu|AlexandreGu]]|2=2016 წლის 6 ივლისი}} კულტურული ანთროპოლოგია შეისწავლის ადამიანთა ქცევასა და მათი მოღვაწეობის შედეგებს . კულტურული ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით, თუ როგორ განსხვავდებიან თავიანთი კულტურული მახასიათებლებით სხვადასხვა რასის საზოგადოება . მაგრამ ისმის მთავარი კითხვა , თუ რა არის კულტურა? ტერმინი კულტურა გამოხატავს სხვადასხვა საზოგადოებისა და პოპულაციების სუბიექტურ აზროვენებას . სოციალური ჯგუფის კულტურა , თავის მხრივ , მოიცავს მრავალ ასპექტს : ენა , რელიგიური რწმენები , მუსიკა , შრომა , სქესობრივი როლები , როგორ აპროექტებენ სახლებს , და სხვა მრავალი ჩვევები და იდეები , რაც ფართოდაა გავრცელებული ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებში.
 
ზოგადად ანთროპოლოგია , შედარებით , ახალგაზრდა მეცნიერებაა . მხოლოდ 1800 წლისთვის გადაწყვიტეს ანთროპოლოგებმა , რომ ეცხოვრათ შორს სხვა ადამიანებთნ ერთად . თუ ჩვენი მიზანია , შევისწავლოთ ადამიანი , მისი ქცევები და რწმენები , აუცილებელია უკეთ გავეცნოთ უძველეს ადამიანსა და დღევანდელ , თანამედროვე ადამიანს . უნდა ვისწავლოთ მათი კულტურები და მათი ბიოლოგია . აქედან გამომდინარე , ანთროპოლოგია რელევანტური მეცნიერებაა , რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა , უთანხმოება ადამიანებს შორის .
ხაზი 30:
=== ერიკ ვულფი ===
ერიკ ვულფი შთაგონებული იყო მარქსის იდეალებით და მისი ნაშრომის დამსახურებით , ის გაუშვეს მონაცემების შესაგროვებლად პუერტო რიკოს გარეუბნებში , მოგვიანებით ამ ექსპედიციამ ვულფი მექსიკასა და ევროპაში მოახვედრა , სადაც მან ბოლომდე შეისწავლა დაბალი ფენის წარმომადგენლების საზოგადოება . ის ამტკიცებდა , რომ კულტურა შესწავლილი უნდა ყოფილიყო გლობალური პერპექტივიდან და ამას დაამატა ისიც , რომ კულტურა დინამიურია (ანუ არ არის მუდმივი და ის ყოველთვის იცვლება) .
 
== ეთნოლოგია ==
კულტურული ანთროპოლოგის სტრუქტურაში ცენტრალური ადგილი ეთნოლოგიას ან ეთნოგრაფიას უჭირავს - ეს არის მეცნიერებები ეთნოსების, ხალხების შესახებ. ტერმინები ეთნოლოგია და ეთნოგრაფია წარმოშეობილია ძველბერძნული სიტყვებიდან. ეთნოსი ითარგმნება როგორც ხალხი, გრაფოსი აღწერას ნიშნავს, ლოგოსი შესწავლას. შესაბამისად ეთნოლოგია - თეორიული მეცნიერებაა, ეთნოგრაფია კი პრაქტიკული.  ეთლოგიისა და ანთროპოლოგიის კავშირის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ კულტურული ანთროპოლოფია და ეთნოლოგია სინონიმური ტერმინებია. სხვები ფიქრობენ რომ კულტურული ანთროპოლოგია უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ეთნოლოგია და მასშივე მოიაზრებს ამ უკანასკნელს. მათი აზრით კულტურული ანთროპოლოგია ესაა წარმოგვიდგება როგორც განზოგადებული ცოდნა კულტურის ძირითადი ინსტიტუციების შესახებ, იმ დროს როდესაც ეთლოგია კულტურების ანალიტიკურ შედარებას ნიშნავს. მესამენი ამტკიცებენ რომ ეთნოლოგია მოიცავს უფრო ფართო სფექტრს რადგანაც კულტურული ანთროპოლოგია ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ბიოლოგიურ და ფიზიკურ საფუძველს. მეოთხე ვარიანტი ეფუძნება იმას რომ კულუტურული ანთროპოლოგია ეს ადამაინის კულტურული ასპექტებია ხოლო ეთნოლოგია ცალკეული ეთნიკური დაჯგუფებების  შესწავლაა.
 
'''ეთნოსი''' - ეს არის სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული დაჯგუფება რომელიც შეიქმნა არა ადამიანების ნების არამედ ბუნებრივი ისტორიული პროცესების შედეგად. ეთნოსების სახასიათო ნიშანი მათი მდგრადობაა: როგორც წესი ისინი აგრძელებენ არსებობას საუკუნეების განმავლობაში. ყოველ ეთნოსში არის შინაგანი ერთობა და ასევე სპეციფიური ნიშნები რაც განასხვავებს მათ სხვა მსგავსი დაჯგუფებებისგან.
 
'''ეთნოლოგია'''- ეს საზოგადოებების წარმომავლობის (ეთნოსის) შედარებითი და ანალიტიკური შესწავლაა. მისი მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურებისა და სოციალური ჯგუფების რელიგიური მრწამსის, ენების, ქორწინებების, სქესების როლის ურთიერთობების და ტრადიციბის  ერთმანეთთან შედარება.  ეთნოლოგიისთვის საინტერესო ობიექტების ზუსტ განსაზღვრას დიდი ხანი დასჭირდა. ადრე მეცნიერები თვლიდნენ რომ ყურადღებამისაქცევია ხალხები დამწერლობის გარეშე, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ადრეულ საფეხურებზე არიან. დღეს უკვე საბოლოოდ შეიკრა აზრი რომ თანაბრად საინტერესოა ყველა დროის ყველა კულტურა. იმ დროს როდესაც ანთროპოლოგია შეისწავლის ცალკეულ კულტურებს ეთნოლოგია ცდილობს უფრო გლობალურად განიხილოს ამ კულტურების ურთიერთდამოკიდებულება და გავლენა. ეთნოლოგები არამხოლოდ აღგვიწერენ ეთნოგრაფებივით, არამედ ცდილობენ სხვადასხვა ცნობებით ახალი ფაქტებიც გამოააშკარავონ ამისთვის ისინი ანთროპოლოგიის ისეთ მიმართულებებზე კონცენტრირდებიან როგორიცაა ფსიქოლოგია, რელიგიური ან ეკონომიკური ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროფოლოგია, სქესების მნიშვნელობები, ფოლკლორი.  ამის მაგალითია ბრონისლავ მალინოვკის კვლევა. ის ცდილობდა დაედგინა რა ინტერპრეტაცია შეიძლებოდა ჰქონოდა ოიდიპოსის კომპლექსს ფროიდის ფსიქოანალიზიდან სხვადასხვა კულტურებში. ეთნოლოგია სამ მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ: შედარებითი ეთნოლოგია, ევოლუციური ეთნოლოგია და ისტორიული ეთნოლოგია.
 
'''ეთნოფრაფია''' - ანთროპოლოგების მიერ ჩატარებული და ჩასატარებელი დაუსრულებელი მეთოდებია რომელეთა გამოყენებითაც ისინი ცდილობენ მეტი გაიგონ კულტურებზე. ეთნოგრაფია როგორც ცალკეული მეცნიერება მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეთნოგრაფიური კვლევები იწარმოება დამკვირვებელი/შესასწავლი ობიექტი პრინციპით. ამას თანამონაწილეობითი დაკვირვება ჰქვია.  ეთნოგრაფიული წყაროები გვაძლევენ საშუალებას ზუსტად ავხსნათ როგორ აწარმოებენ სოციალური ანთროპოლოგები (ეთნოგრაფები) თავიანთ საველე სამუშაოებს. ჩვენ  ვიგებთ როგორ ხდება პოლიტიკურად ეკონომიუკურად და სოციალურად უცხო გარემოს ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა და მათთან დაკავშირებული მონაცემების მოგროვება ადაპტაცია უცხო ხალხთან და მათი ენის სწავლა და ა.შ..  თანამონაწილეობითი დაკვირვების საბოლოო მიზანია შეერწყას დასაკვირვებელ კულუტურას რათა უკეთესად მოხდეს მისი აღწერა. თემატური სიღრმისეული შესწავლისას შესაძლებელი ხდება ისეთი გლობალური საკითხების დადგენა როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია და. თანამონაწილეობითი დაკვირვება როგორც წესი ერთი წელი ან მეტი დრო გრძელდება.  ხშირად პრობლემას წარმოადგენს იმის გადამოწმება თუ რამდენად მართალია სანდოა ადგილობრივი ინფორმანტების (კონკრეტული კულტურის მცოდნე ადგილობრივი ადამიანების) მოწოდებული ინფორმაცია. ასეთ დროს „კულტურული კონსენსუსის მოდელით“ ხდება მოქმედება რაც გულისხმობს რაიმე ინფორმაციის დადასტურებას ინფორმანტების უმეტესობის მიერ. სხვა სახის ეთნოგრაფიულ კვლებეში შედის: შიდა კულტურული შედარებები. რეგიონულ კონროლირებადი შედარებები, კროსკულტურული და ისტორიული კვლევები. მართალია დღესდღეობით უნივერსიტეტებში კვლევების ჩატარების უამრავ სხვადასხვა მეთოდს ასწავლიან, ეთნოგრაფებს ხშირად მაინც თვითონ უწევთ ახალი გზების მოძიება ჩანაწერების ორგანიზებულად გაკეთებისთვის. არსებობს მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის საველე პრაქტიკის ჩანაწერი. პირველადი მონახაზები იმისა თუ რა ვითარებაა იმ მომენტში. შემდეგ ამ მონახაზების მიხედვით იწერება უფრო სრულყოფილი აღწერისთვის. გარდა ამისა ეთნოგრაფებს აქვთ თავიანთი დღიური სადაც ყოველდღიურად აღნიშნავენ საკუთარ განცდებს რადგანაც შეიძლება ამანაც დიდი გავლენა იქონიოს სამუშაოს შეჯამებაზე. კიდევ ცალკე კეთდება თემატური განმარტებითი ჩანაწერები.
 
'''ეთნოგრაფიული კვლევის ჩატარება -''' 
 
ხარისხიანი კვლევის ჩატარების სურვილი შემთხვევაში რთულია ზუსტად განსაზღვრო როდის დასრულდება ის. საბოლოო შედეგზე ორიენტრიების ნაცვლად ეთნოგრაფები კონცენტრირებულები არიან არსებულ სიტუაციაზე რადგანაც იმის გარკვევა თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი მათი საქმისა სწორედ ასე ირკვევა. პირველ რიგში ეთნოგრაფები ირჩევენ მიმართულებას. უპირატესობა ენიჭება იმ საკითხებს რომლებიც მათთვის საინტერესოა რადგან წარმატებული კვლევა დიდწილად არის დამოკიდეუბლებული იმაზე, რამდენად ინტერესით ატარებდნენ მას. შემდეგი ეთნოგრაფები მაქსიმალურად ცდილობენ გათავისუფლდნენ ყველა წინასწარი ცნობისგან რაც მათ კულტურაზე ჰქონდათ მოპოვებული, რადგანაც ხელახალი შემეცნებისას ისინი ყველაფერს თანაბარი ინტერესით აკვირდებიან და არ გამოარჩევენ მხოლოდ იმას რაც მათ აზრით არის მნიშვნელოვანი. შემდეგ იქმნება სტრატეგიები თუ როგორ უნდა მოხდეს უცხო კულუტურასთან ინტეგრაცია. აქ იგულისხმება ისიც, თავად ეთნოგრაფები რამდენმად გახსნილები იქნებიან დასაკვირვებელ კულტურასთან ეს კი იმისთვის ხდება რომ საბოლოოდ ეთნოგრაფი როგორც თემის ახალი წევრი ისე იქნას მიღებული და ჯგუფის წევრები მასთან განსხვავებულად არ მოიქცნენ.
 
'''ობიექტურობა''' - ეთნოგრაფები არ ერიდებიან საკუთარი აზრების გამოხატვას პუბლიკაციებში. ამის მიზეზის ახსნა მარტივია: თუ ჩვენ ეთნოგრაფების მთავარ ამოცანად მათი მხრიდან უცხო კულტურის აღწერას მივიჩნევთ, ბუნებრივია უცხო გარემოსთან შეხება თითოეული მათგანისთვის ახალ პიროვნულ გამოწვევას გულისხმობს და ასე კიდევ უფრო რთული ხდება სუბიექტური მოსაზრებების არიდება. ობიექტურობა და მიურძოებლობა აღარ წარმოადგენს სამუშაოეს კეთების ერთადერთ ლეგიტიმურ გზას.  ეთნოგრაფები წერის მრავალ ხერხს მიმართავენ რათა სრულყოფილად გადმოსცენ რომელიმე კულტურის არსი. დღეს ობიექტურობა როგორც ეთნოგრაფიული წერის მთავარი იდეალი, აკურატულობამ შეცვალა. აქ იგულისხმება რომ რამდენად სუბიექტურიც არ უნდა იყოს ეთნოგრაფის ჩანაწერი, არ უნდა იგრძნობოდეს აღსაწერი კულუტირს საკუთართან შედარება. ამის მისაღწევად ხდება აუდიო ჩანაწერების კეთება და ფოტომასალის დართვა. საბოლოო პროდუქტი ადგილობრივებისა და ეთნოგრაფების ურთიერთქმედების სინთეზია. ობიექტურობის დღევანდელი გაგება ნამუშევრის წაკითხვას და ადგილობრივის პოზიციიდან გაგებას გულისხმობს. ასეთ დროს ეთნოგრაფს შეუძლია თავისი საქმე შესრულებულად მიიჩნიოს. კარგი ეთნოგრაფის ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ისეთ კითხვებს როგორიცაა: რა არის კულტურა, რა არის სოციალური „ჩარჩოები“ აღწერილ ადამიანთა ჯგუფისთვის, ვინ და რა ნიშნის მიხედვით აღწერს ამ ადამიანებს, ვინ უფრო პრივილეგირებულია და ვინ ნაკლებად, ვინ არის ამ ჯფუფის ლიდერი როგორ ირჩევა იგი და ა.შ.
 
== ევოლუციონიზმი ==