ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
შინაგანად, ანუ ის დამალულია. რადგანაც ის დამალულია, ის უხილავი უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა შეეძლოს ადამიანის სახით გამოვლენა. ამ აზრის საფუძველზე ჩნდება ჰიპოთეზა, რომელიც აღიარებს, რომ განცალკევებულია მატერიალური ობიექტი და სიცოცხლე, რომელსაც ის უნდა შეიცავდეს. ეს არის სული ან როგორც მას უწოდებენ „გენიოსი“, რომელიც უხილავია, სხეული კი მისი „სახცოვრებელი ადგილია“. მას შეუძლია სხეულის დატოვება და შეუძლია შამანად მოვლინება ან სხვა ადამიანის სხეულში „ჩასახლება“. ეს არის განვითარების მეოთხე ეტაპი, რომელიც ვარაუდობს მეტარიალური სხეულისა და მისი სულის თანაარსებობას, მაშინ როცა მესამე ეტაპზე ეს ორი ფორმა ერთდროულად ვერ არსებობდა. „გენიოსი“ მოიცავს ჩვეულებრივი ადამიანის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ თვისებებს. ამ ეტაპზე პირველად წარმოიშვა აზრი ადამიანის სულის შესახებ, რომელსაც შეუძლია სხეულისგან განცალკევება და მას ხანდახან ძილის დროსაც ტოვებს.
 
მეხუთე ეტაპზე „გენიი“ თანდათანობით თავისუფლდებოდა თავისი საგნებისაგან და თავისუფალ ფორმას იძენდა, რაშიც იგულისხმება, რომ ის ნამდვილი სული ხდებოდა. ამ სულის ადამიანური სახე კი უფრო გამოყოფილი ხდებოდა და ის ახალ თვისებებს იძენდა. ასე წარმოიქმნება პირველი მითოლოგია, რომელიც მოიცავს ისტორიების მთელ სერიას სულებზე, რომლებმაც შეიძინეს უხილავობისა და ფრენის განსაკუთრებული ძალები, მაგრამ მთლიანობაში მაინც ადამიანებს გავდნენ კვების მოთხოვნილებებითა და სიკვდილის გამოცდის უნარით. სწორედ ამ, ბოლო ეტაპს ეკუთვნის იმ რწმენის საწყისი, რომ გარდაცვლილები, მათი სხეულის განადგურების შემდეგ განაგრძობენ ცხოვრებას. ამ აზრის გავრცელების შემდეგ კი ნელ-ნელა წარმოიშვა იდეა „სხვა სამყაროს“ შესახებ სადაც გარდაცვლილები განაგრძნობდნენ ცხოვრებას.<ref>Bogoraz-Tan, Waldemar), Vladimir Germanovich (Bogoras. 1909. “Chukchee: Material Culture [Part 1], Religion [Part 2], Social Organization [Part 3].” ''Memoirs''. Leiden: E. J. Brill, Ltd. ; G. E. Stechert and Co. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-001</nowiki></ref> <ref name=":2">American Museum of Natural History – Part II – The Chukchee – Religion by W. Bogoras - 1904</ref>
 
ჩუქჩები ყველანაირ ავადმყოფობას, თუ უბედობას ბოროტ სულებს - კელეტებს - მიაწერდნენ, რომლებიც მუდამ ადამიანის სულებს დასდევდნენ, იმისთვის, რომ მათი სხეული ეჭამათ. კელეტები შეიძლება დავყოთ სამ კლასად: პირველი კლასი მოიცავს ბოროტ სულებს, რომლებიც უხილავები არიან, მათ მოაქვთ დაავადებები და სიკვდილი; მეორე კატეგორიაში ერთიანდებიან სისხლის მსმელი კანიბალები, რომლებიც ცხოვრობდნენ ან დღესაც ცხოვრობენ შორეულ ნაპირებზე. ისინი მუდამ იბრძოდნენ ჩუქჩების მებრძოლების წინააღმდეგ. მესამი კლასში კი გაერთიანებულია „სულები“, რომლებიც შამანების გამოძახებით ცხადდებიან და მათ მაგიურ და სამედიცინო საქმეებში ეხმარებიან.<ref name=":3">Zhornitskaya, Maria, and V. Wanner. 1996. “Culture Summary: Chukchee.” New Haven, Conn.: HRAF. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-000</nowiki>.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუქჩები“-დან