ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ოჯახური რიტუალები , რომლებიც ჩუქჩებთან სრულდებოდა , დაბადების , ქორწილის დროს დაკავშირებული იყვნენ ოჯახურ [[კერა|კერასთან]].
 
ადამიანების წარმოდგენებმა ბუნების ძლიერ ძალაზე, მის სულებთან და ადამიანების სესაძლებლობაზე იმოქმედოს რეალობაზე , ხელი შეუწყო შამანობის განვითარებას. ზღვის სანაპიროზე [[შამანიზმი|შამანურ]] უნარებს ხშირად წარმატებული ნადირობისთვის ცხოველების ლოკაციისთვის იყენებდნენ.  ძლიერი შამანები სარგებლობდნენ ავტორიტეტით. უკანასკნელი შამანი , რომელიც დიდ არაბუნებრივ ძალას ფლობდა  2000 წელს გარდაიცვალა, ის იყო ცნობილი იმით რომ მას ცხოველების პოვნის გარდა მოვლენების წინასწარმეტყველება და  ცალკეული დაავადებებისგან განკურნებაც შეეძლო.<ref>Krenova, J. (1936). Chuckchee Children. ''Indians At Work''. Washington, D.C.: Office of Indian Affairs. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-015
</ref>
 
საბჭოთა პერიოდში , ათეიზმის ზემოქმედებით , მიდიოდა მიზანმიმართული ტრადიციული შეხედულებებისა და რიტუალების  მსხვრევა. დევნა განიცადეს არამარტო მდიდარმა ჯგუფებმა არამედ შამანებმაც , რომლებიც ან გაანადგურეს ან გადაასახლეს. სარიტუალო სახლები  საბჭოთა ხელისუფლების დროს გაქრა, რიტუალების ჩატარებასთან ერთად აიკრძალა ჩუქჩების ენაც.<ref>Козлов В.И. К вопросу об изучении этнических процессов у народов СССР // СЭ. 1961. № 4. - С. 58-73.</ref>
5

რედაქტირება