ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ეთნოგენეზი ==
მატერიალური წარმოების, მატერიალური  და სულიერი კულტურის კვლევები ჩუქჩების ადგილის გათვალსწინებით თანამედროვე ლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ სისტემატიკაში, იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ისინი წარმოადგენენ [[ჩუკოტკის ნახევარკუნძული|ჩუკოტკის]] უძველეს მცხოვრებებლებს. მათი წინაპრები აქ დამკვიდრნენ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე. ამ დროიდან ამ რეგიონის ხალხების ცხოვრება მიდიოდა მუდმივი ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში, ცხოველური და მცენარეული სამყაროს ერთი და იმავე გარემოცვაში. თითქმის უცვლელი რჩებოდა არსებობის წყაროები. ჩუქჩების მხოლოდ რაღაც ნაწილი თანდათნ იწყებს სახმელეთო ნადირობის საზღვაო საქმიანობასთან შეთვსებას, რაც არაუადრეს ახალი წელთაღრიცხვიდან შეიმჩნევა.
 
ჩუქჩების კულტურაში, პირველ რიგში ზღვისპირაში, ჩვენ ვპოულობთ  ესკომსებისთვის დამახასიათებელ ბევრ ელემენტს. ჩუქჩებისა და კორიაკების სიახლოვის გათვალისწინებით, როგორც კულტურაში, ასევე ენაშიც, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ჩუკოტურ-კორიანული ფორმირების რეგიონი განთვსებული იყო მათი დღევადნელი  გავრცელების ადგილის სამხრეთით. აქედან ჩუქჩების წინაპრები გავრცელდნენ ჩრდილოეთში, მოახდინეს ესკომსების ასიმილაცია და თავადაც განიცადეს ესკომსთა ენისა და კულტურის გავლენა.
 
ჩუქჩების ფოლკლორში  ნათლად ჩანს მათი აზიელი ესკომოსებსა[[ესკიმოსები|ესკომოსებს]]<nowiki/>ა და კორიაკებთან შეჯახება. იმის მიუხედავად, რომ ჩუქჩების თქმულებების მიახლოებითი დატირებაც კი შეუძლებელია, ვ. ბოგორაზი თქმულებებს ჩუკოტურ-ესკიმოსებს შორის დაპირისპირების შესახევ უფრო ადრეულად მიიჩნევს, ვიდრე კორიაკებთან. პირველი თქმულებები უფრო ნაკლებადაა შემონახული. აქ ჩუქჩები უმეტესწილად გამოდიან როგორც მეირმეები. ამ თქმულებებში ისინი თავს ესხმიან ეკსიმოსებს, ართმევენ ნადავლს - ზღვის ცხოველებს და ტყვეებს, რომლებსაც აიძულებენ ირრების მწყემსვას. როგორც ჩანს, მიმდინარეობდა ორი ჯგუფის შეერთების პროცესი, რასაც თან ახლდა ჩუკოტური ენის გამარჯვება ესკიმოსურზე. ამის შედეგად, ჩამოყალიბდნენ თნამედროვე ზღვისპირა ჩუქჩები, რომლეთა ეკონომიკა, კულტურა და ყოფა-ცხოვრება ატარებს ესკიმოსების გავლენის კვალს<ref name=":0" />.
 
ჩუქჩების ეთნოგენეზის საკითხს და მის კავშირს ესკომისების უძველეს ისტორიასთან ერთ-ერთმა პირვლემა მიმართა ა. ზოლოტარევმა, რომელიც ესკომოსებს ჩუქჩების და კორიაკების უშუალო წინაპრებად მიიჩნევს. მისი აზრით, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში თანმიმდევრობით ერთმანეთს ჩაენაცვლა მატერიალური წარმოებისა და აბორიგიენების კულტურული განვითარების ორი საფეხური. პირველი საფეხური - ზღვის მონადირეების ბინადარი კულტურა. მისი მატარებელი იყვნენ ძველი ესკომოსები. მეორე საფეხური - კომპლექსური მეურნეობა, რომელიც ითავსებდა  ზღვის ცხოელების ნადირობასა და მცირე მეირმეობას. ამ საფეხურზე გაჩნდნენ ჩუქჩები და კორიაკები, რომელთა კულტურაც გაჩნდა მეირმეობის საფუძველზე, თვითონ ჩუქჩები კი  ძველი ესკიმოსების მეირმეებად გადაქცეული  შთაომავლები არიან. თუმცა ავტორი არანაირ ახსნას არ იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ესკიმოსური ენის ტრანსფორმაცია, რომლისგანაც წარმოიშვა მისგან ტიპოლოგიურად და მატერიალურად სრულიად განსხვვებული ჩუკოტური ენა. <ref>1.     А. И. Крушанов, ''История и культура чукчей, 1987''</ref>
6

რედაქტირება