ჩრდილოეთი კორეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ისტორია: სტატიის სრულყოფისთვის მივუთითე გამოყენებული ლიტერატურა
ხაზი 57:
დღეს კორეის ნახევარკუნძულზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს-ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ვარაუდობენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ადამიანის უძველესი კვალი მიეკუთვნება გგვიანდელ პალეოლითს.  კორეის კუნძულზე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩოსონი ძვ.წ 5-4 საუკუნეებში ძლიერი მონათმფლობელური სახელმწიფო იყო. მას შემდეგ, ამ ტერიოტრიაზე არსებობდა არაერთი ფეოდალური სახელმწიფო. კორეაში ოდითგანვე გავრცელდა ჩინეთიდან კონფუციანელობა და ბუდიზმი.
 
კორეელი ისტორიკოსები იუწყებიან, რომ პირველი კორეელი მმართველი დაიბადა ჩვ.წ აღრიცხვამდე 2333 წელს. ასევე, ძვ.წ.აღ 700 წლისთვის, კორეის სამეფო განიცდიდა კულტურულ აღმავლობას, მთელს ქვეყანაში სასახლეებისა და ბაღების შენებითა და იაპონური კულტურის გავრცელებით.  მეცამეტე საუკუნის დასაწყისში მონღოლები შეიჭრნენ კორეაში, მათი ქვეყნიდან გაძევება კი  ერთ-ერთმა სარდალმა, ლი სონ გემ, მოახერხა. სწორედ ლი ავიდა 1392 წელს ტახტზე, დაიწყო მისი დინასტიის მმართველობა და კორეის სახელმწიფოს ჩოსონი ეწოდა. ამ პერიოდში ყვაოდა კორეული ლიტერატურა, იქმნებოდა როგორც მხატვრული პროზა და პოეზია, ასევე ისტორიული ლიტერატურა. ამ დროს კორეის ნახევარკუნძულზე ერთი მთლიანი სახელმწიფო არსებობდა. <ref>http://nkorea.narod.ru/history.html
</ref>
 
1592 წელს კორეას უკვე იაპონელთა შემოტევისგან მოუწია თავის დაცვა. კორეელებმა მოახერხეს იაპონელთა გაძევება, მაგრამ  ბრძოლისგან დასუსტებულებმა იმავე პერიოდში ჩინელების იერიშს ვეღარ გაუძლეს, ძალაუფლება ხელთ იგდო ჩინურმა დინასტიამ, მანჯურიელებმა. ამის შემდეგ, XVII-XVIII სს-ში კორეაში დაიწყო ფეოდალური ექსპლუტაციის ზრდა, კაპიტალისტური ქვეყნები გაძლიერებულად ცდილობდნენ აქ შემოჭრას.  კორეის მთავრობამ გარე სამყაროსგან იზოლაციით სცადა ფეოდალური სისტემის კრიზისის შეჩერება და სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, თუმცა უშედეგოდ.  კორეის დასუსტებისა და ქვეყანაში მსგავსი პრობლემების არსებობის ფონზე ჩინეთი და იაპონია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კორეისთვის, 1894-1895 წლებში. ომში ჩინეთი დამარცხდა და კორეაში გაძლიერდა იაპონური გავლენა.  1910 წლისთვის კორეა უკვე მთლიანად იაპონელების მიერ იყო ოკუპირებული. 1945 წლამდე, სანამ ბოლო მოეღო იაპონური იმპერიალიზმის ბატონობას, კორეელები არაერთხელ აჯანყდნენ თავისუფლების მოსაპოვებლად, თუმცა უშედეგოდ.  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამარცხებისა და ჰიროსიმასა და ნაგასაკში აშშ-ს მიერ აფეთქებული ატომური ბომბების გამო, დასუსტებულ იაპონიას აღარ შეეძლო კორეის დამორჩილება.<ref>ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - მეხუთე ტომი</ref>
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა, ხოლო სამხრეთი- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კორეის ნახევარკუნძული ორ სახელმწიფოდ გაიყო.  1945 წელს საბჭოთა შეიარაღებული ძალების დახმარებით, ჩრდილოეთ კორეამ მოახერხა იაპონელების საბოლოოდ განდევნა ქვეყნიდან. 1948 წლის მაისში კი საბოლოოდ მოხდა ერთიანი კორეის გათიშვა.
Line 65 ⟶ 66:
ჩრდილოეთ კორეა, ან კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, აზიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.  ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ჩინეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან-რუსეთი,  სამხრეთით- სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დასავლეთით არტყავს ყვითელი ზღვა.  დედაქალაქი- ფხენიანი, ხოლო მოსახლეობა 23 მილიონს აღემატება. ჩრდილოეთ კორეა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ქვეყანად.
 
ნახევარკუნძულის დაყოფის შემდეგ, 1950 წელს კორეის გაერთიანებისა და ერთი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, კიმ ირ სენის მეთაურობის დროს, ჩრდილო კორეამ დაიწყო ომი, რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა.  მიუხედავად დიდი მსხვეპრლისა, „კორეის ომს“ გამარჯვებული არ გამოუვლენია. ამის შემდეგ, ორმა კორეულმა ქვეყანამ რამდენჯერმე გააფერომა სხვადასხვა ტიპის ხელშეეკრულება უსაფრთხოებასა და ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, ისინი დღემდე „პასიური ომის“ მდგომარეობაში არიან. არადა,  მათ შორის ცხოვრების დონისა და პოლოტიკური ორიენტაციის  მკვეთრი განსხვავების  გამო გაერთიანება ძალიან რთული იქნება.<ref>http://ria.ru/spravka/20080529/108783007.html </ref>
 
1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეას დიდი შიმშილობა დაატყდა თავს. ქვეყანა იზოლირებული იყო და დახმარება არ მიუღია სხვა ქვეყნებისგან. ამ პერიოდში, ჯამში მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ბევრი კი მხოლოდ ბალახის, ხოჭოსა და ხის ქერქის ჭამით გადარჩა. დღეს შიმშილობის ასეთი მაჩვენებელი აღარ არის ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ სიტუაცია მაინც მსგავსია.  ქვეყანა რჩება მთლიანად იზოლირებულად დანარჩენი სამყაროსგან. ქვეყანაში  სრულ ძალაუფლებას შრომითი პარტია ფლობს, ის აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობასა და ეკონიმიკას. აქ არსებული, სოცოალისტური მმართველობისთვის დამახასიათებელი დაგეგმვითი ეკონომიკის სისტემა, სადაც ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს, არ არის მომგებიანი კორეისთვის, რადგან ქვეყანაში ეკონომიკა მუდმივ სტაგნაციას განიცდის.  ამას განაპირობებს ასევე ის, რომ მთელი მარაგი ფინასებისა სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებისა და ატომური პროგრამის განვითარებისკენაა მიმართული. ქვეყნის არმიაში მოსახლეობის თითქმის 10% მსახურობს.  ასევე, ის რომ ქვეყანაში ბევრის შიმშილობის ზღვარზეა განპირობებულია პროდუქტის განაწილების არასწორი სიტემით. როგორც ჩანს, დევიზი „საკვები უპირველესად სამხედროებს“ კარგად სრულდება, რადგან გაეროს მონაცემებით ჩრდ. კორეაში ბავშვების დაახლოებით 60% არასაკმარისად იკვებება, 16% კი - შიმშილობს.
 
კორეის მმართველები, როგორც თავად კორეელები აცხადებენ, მისი ლეგენდარული ლიდერის კიმ ირ სენის მემკვიდრეები არიან. 1964 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ კორეას მართავდა კიმ ჩენ ირი. მას ზეადამიანური სიბრძნის ფლობას მიაწერდა მოსახლოება. 2011 წლის 17 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალება მოსახლეობას შავებში ჩაცმულმა წამყვანმა აუწყა. კიმ ჩენ ირის დაკრძალვას ათი ათასობით ადამიანი დაესწრო. ქვეყნის ახალი მმართველი კი მისი 30 წლის ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა.  მისი მმართველობის ქვეშ ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები შექმნა. კიმ ჩენ ინმა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბა აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან, მუდმივად, ბირთვული დარტყმის მუქარის გამო. კიმ ჩენი უკვე რამდენიმე წელია აცხადებს, რომ „სამართლიანობის წმინდა ომის“ დაწყებას არ მოერიდება არცერთ ქვეყანასთან.<ref>http://www.biography.com/people/kim-jong-il-201050
 
http://www.biography.com/people/kim-jong-un-21125351
</ref>
 
ამ ქვეყნის უცნაურობა არაერთხელ დამტკიცებულა. აქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება. მაგალითად 2016 წლის თებერვალში, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო მეთაური კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ასევე მისი მმართველობის დროს გაშუქდა სხვა რამდენიმე სიკვდილით დასჯა. მანამდე მაღალი თანამდებობის პირების  ამგვარ დასჯას არ ახმაურებდნენ. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ ახალგზარდა კიმ ჩენს მოსვლისთანავე სურდა ძალაუფლების გამტკიცება და ხალხის დაშინება.
Line 75 ⟶ 79:
ჩრდილოთ კორეის ქუჩებში ყველაფერი 1950- იანი წლების საბჭოთა კავშირს ჰგავს. კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, ჩუმი ქუჩებით. აქ შემხვედრ ნებისმიერ კორეელს მკერდზე გულსაბნევი აქვს, კიმ ირ სენის გამოსახულებით. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ახშობენ ზოგიერთ რადიო სიგნალს, რომ „დაიცვან“ მოსახლეობა საზღვარგარეთული, არასასიამოვნო გადაცემების მოსმენისგან. ინტერნეტის სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ. დანარაჩენებს წვდომა აქვთ ნაციონალურ ქსელთან „კვანმიონი“. შესაბამისად ამ ქსელში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახარისხებული ინფორმაცია აღწევს. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისები არ შეეცვალოს ჩრდ. კორეის მოსახლეობას. მათ უმრავლესობას ღრმად სწამს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში ცხოვრობს.   ტურისტებისთვის ტური ისეა დაგეგმილი, რომ ისინი მხოლოდ ნახულობენ შელამაზებულ ფასადებს, გიგანტურ ძეგლებსა და პლაკატებს. ტურებს მხოლოდ სახელმწიფო კომპანია მართავს. შესაბამისად, სახწლმწიფო მაქსიმალურად ცდილობს დამალოს ის, რაც სინამდვილეში ხდება. ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონების გამოყენებაზე აკრძალვა დაახლოებით ათი წელია რაც მოხსნეს. მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალქიდან ქალაქში. გზად მათ უწევთ სპეციალური უწყების თანამშრომლებთან გასაუბრება და ნებართვის მიღება.
 
2016 წლის მაისში კინ ჩენ ინმა  დროებით აკრძალა ქორწილები. ამის მიზეზი გახდა, კონგრესი, რომელზეც კინ ჩენ ინს უზენაეს ლიდერად შერაცხავენ და ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად გამოაცხადებენ ბირთვული იარაღის მქონე სახლემწიფოდ.  ეს შეზღუდვა კი უსაფრთხოების დაცვის მიზეზით აიხსნა. ამავე კონგრესის გამო ჩასული BBC- ის ჟურნალისტები ჩრდილოეთ კორეიდან გამოაძევეს, რადგან ქვეყნის მმართველს არ მოეწონა მათ რეპორტაჟებში ხაზგასმული ფხენიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები.<ref>http://www.tabula.ge/lookfor=%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90 </ref> 
 
== საზოგადოება ==