ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჩუქჩების ორივე ჯგუფის რელიგიური შეხედულებები და იდეები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ შესაძლებელია მათი ერთად განხილვა.
 
ჩუქჩების პირველი ჯგუფის რელიგიური იდეების შესწავლისას ჩამოყალიბდა მარტვი თეორია მათი თავდაპირველი რელიგიური ცნებების შესახებ, რომლებიც ადამიანის თავდაპირველი პრიმიტიული რელიგიური იდეების მსგავსია. მათი თავდაპირველი შეხედულებების შესახებ საუბრისას ვერ გამოვიყენებთ ტერმინს - „ანიმიზმი“, რადგან ის ვარაუდობს ადამიანის სულის კონცეფციასაც, რაც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. 1
 
ჩუქჩების თავდაპირველი რელიგიური ცნებების განვითარება ხუთ ეტაპად იყოფა:
შინაგანად, ანუ ის დამალულია. რადგანაც ის დამალულია, ის უხილავი უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა შეეძლოს ადამიანის სახით გამოვლენა. ამ აზრის საფუძველზე ჩნდება ჰიპოთეზა, რომელიც აღიარებს, რომ განცალკევებულია მატერიალური ობიექტი და სიცოცხლე, რომელსაც ის უნდა შეიცავდეს. ეს არის სული ან როგორც მას უწოდებენ „გენიოსი“, რომელიც უხილავია, სხეული კი მისი „სახცოვრებელი ადგილია“. მას შეუძლია სხეულის დატოვება და შეუძლია შამანად მოვლინება ან სხვა ადამიანის სხეულში „ჩასახლება“. ეს არის განვითარების მეოთხე ეტაპი, რომელიც ვარაუდობს მეტარიალური სხეულისა და მისი სულის თანაარსებობას, მაშინ როცა მესამე ეტაპზე ეს ორი ფორმა ერთდროულად ვერ არსებობდა. „გენიოსი“ მოიცავს ჩვეულებრივი ადამიანის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ თვისებებს. ამ ეტაპზე პირველად წარმოიშვა აზრი ადამიანის სულის შესახებ, რომელსაც შეუძლია სხეულისგან განცალკევება და მას ხანდახან ძილის დროსაც ტოვებს.
 
მეხუთე ეტაპზე „გენიი“ თანდათანობით თავისუფლდებოდა თავისი საგნებისაგან და თავისუფალ ფორმას იძენდა, რაშიც იგულისხმება, რომ ის ნამდვილი სული ხდებოდა. ამ სულის ადამიანური სახე კი უფრო გამოყოფილი ხდებოდა და ის ახალ თვისებებს იძენდა. ასე წარმოიქმნება პირველი მითოლოგია, რომელიც მოიცავს ისტორიების მთელ სერიას სულებზე, რომლებმაც შეიძინეს უხილავობისა და ფრენის განსაკუთრებული ძალები, მაგრამ მთლიანობაში მაინც ადამიანებს გავდნენ კვების მოთხოვნილებებითა და სიკვდილის გამოცდის უნარით. სწორედ ამ, ბოლო ეტაპს ეკუთვნის იმ რწმენის საწყისი, რომ გარდაცვლილები, მათი სხეულის განადგურების შემდეგ განაგრძობენ ცხოვრებას. ამ აზრის გავრცელების შემდეგ კი ნელ-ნელა წარმოიშვა იდეა „სხვა სამყაროს“ შესახებ სადაც გარდაცვლილები განაგრძნობდნენ ცხოვრებას. (<ref name=":2">American Museum of Natural History – Part II – The Chukchee – Religion by W. Bogoras - 1904</ref>
 
ჩუქჩები ყველანაირ ავადმყოფობას, თუ უბედობას ბოროტ სულებს - კელეტებს - მიაწერდნენ, რომლებიც მუდამ ადამიანის სულებს დასდევდნენ, იმისთვის, რომ მათი სხეული ეჭამათ. კელეტები შეიძლება დავყოთ სამ კლასად: პირველი კლასი მოიცავს ბოროტ სულებს, რომლებიც უხილავები არიან, მათ მოაქვთ დაავადებები და სიკვდილი; მეორე კატეგორიაში ერთიანდებიან სისხლის მსმელი კანიბალები, რომლებიც ცხოვრობდნენ ან დღესაც ცხოვრობენ შორეულ ნაპირებზე. ისინი მუდამ იბრძოდნენ ჩუქჩების მებრძოლების წინააღმდეგ. მესამი კლასში კი გაერთიანებულია „სულები“, რომლებიც შამანების გამოძახებით ცხადდებიან და მათ მაგიურ და სამედიცინო საქმეებში ეხმარებიან.<ref name=":3">Zhornitskaya, Maria, and V. Wanner. 1996. “Culture Summary: Chukchee.” New Haven, Conn.: HRAF. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-000</nowiki>.</ref>
 
კელეტები მოდიან მიწისქვეშეთიდან ან პირიქით ზემოდან, სადაც მათ ცალკე სამყარო აქვთ. ისინი არასდრო მოდიან ზღვიდან, რადგან ჩუქჩების ძველი ანდაზის თანახმად: „ზღვიდან არ შეიძლება მოვიდეს რაიმე ბოროტი“.
ჩუქჩების წარმოდგენით ადამიანს რამოდენიმე სული აქვს, თუმცა მხოლოდ ერთი სხეული ეკუთვნის. არსებობს სპეციალურად ხელებისთვის და ფეხებისთვის განკუთვნილი „კიდური-სულები“, რომლებიც შესაძლოა დაიკარგოს, რის გამოც იწყება კიდურების ტკივილი და თანდათანობით ისინი ჭკნება.
 
ადამიანის რომელიმე სული შესაძლოა მოიპარონ კელეტებმაც, რის გამოც ადამიანი ავადდება და ბოლოს კვდება. მხოლოდ შამანს შეუძლია იპოვოს და დააბრუნოს მოპარული „სული“. ეს „სული“ მოძებნის ცარიელ ადგილს ადამიანის სხეულში და შამანის დახმარებით დაბრუნდება იქ. იმ შემთხვევაში თუ შამანი სულს ვერ იპოვის, მას შეუძლია მომაკვდავ ადამიანს თავისი ერთ-ერთი სული შთაბეროს.<ref name=":2" />
 
შამანის მთავარ მოვალეობას მკურნალობა წარმოადგენდა. ის დაირაზე დაკვრითა და სიმღერით ეკონტაქტებოდა მფარველ სულებს და გარდაცვლილ წინაპართა სულებს და ამით გავლენას ახდნენდა ხალხის ფსიქიკაზე. შამანი მონაწილეობდა თითქმის ყველა ფესტივალსა თუ ცერემონიაში. შამანებს კარგად შეეძლოთ ცხოველებისა და ფრინველების ხმების იმიტაცია, რაც მათ სულებთან კავშირში ეხმარებოდათ. ჩუქჩებში შამანებს არ ჰქონდათ სპეციალური კოსტიუმები. ითვლებოდა, რომ შამანებს, რომლებსაც სქესი ჰქონდათ შეცვლილი, განსაკუთრებით დიდი ძალა ჰქონდათ.<ref name=":3" />
 
ჩუქჩებში შამანიზმი ძირითადად საოჯახო ცერემონიებს უკავშირდება. ამ ცერემონიებზე ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს „სულთან“ დაკავშირებას მას შემდეგ, რაც შამანი შეასრულებს თავის საქმეს. ამ დროს ის ხმაურითა და დოლზე დაკვრით „სული“ საკუთარ სხეულში შემოყავს. ამის დასამტკიცებლად კი ის შამანების მსგავსად იქცევა - დახტის, გამოსცემს უცნაურ ხმებს და გაუგებარ სიტყვებს, რომლებითაც „სულებს“ ეკონტაქტება.
 
თანამედროვე პერიოდში თითქმის ყველა ტომში, ჩუქჩების გარდა ნელ-ნელა იკარგება ოჯახური შამანიზმის მნიშვნელობა. მაგრამ აქაც არსებობს ამის ტენდენცია და შესაძლებლობა იმისა, რომ ის ინდივიდუალური შამანიზმით ჩანაცვლდეს.<ref name=":2" />
 
ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩრდილოეთის ველურ ირმებზე ნადირობა აისახებოდა ცეკვაში, რომლებითაც ჩუქჩების უძველესი წარმომადგენლები გავლენას ახდენდნენ მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე და ამით შუამდგომლობდნენ იმ კეთილმოსურნე სულებთან, რომლებიც „სახლობდნენ“ ამ ცხოველურ თუ მცენარეულ ფორმებში. ჩუქჩების ორივე ჯგუფში - ზღვისპირა და ტუნდრის მეირმე ჩუქჩებში - სახასიათო იყო ანიმისტური წარმოდგენები. ბუნებრივია, რომ ამ კულტის ბუნება წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპეციალურ საცეკვაო რიტუალებით.
ეს ცეკვები ძირითადად შეიცავდა მოძრაობებს, რომლებიც საშინაოს საქმეების განსახიერებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მომთაბარე ხალხი თავიანთ რიტუალურ ცეკვებს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ასრულებდნენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისი აღინიშნებოდა. ასეთი იყო მაგალითად, გაზაფხულსა და
 
შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა.შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" /> 
 
== ცვლილებები რიტუალურსა და კონფესიურ სფეროებში სსრკსა და პოსტ_სსრკ პერიოდებში ==
6

რედაქტირება