1990_იან წლებში მთავრობამ მხარი დაუჭირა მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობას და ეპარქიის შექმნას ჩუკოტკაზე ( 2000 წ.). ამგვარად xx საუკუნისთ ტრადიციული შეხედულებები, რომელთა არსებობის საფუძველიც მეირმეობა და ძღვის ცხოველებზე ნადირობაა.
== სამართალი ==
=== საბჭოები ===
ძველ დროში , როცა რაიმე დანაშაული მოხდებოდა ოჯახის ან ჯგუფის შიგნით , მამაკაცებუ ბებრები თუ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ საბჭოზე, ახნიერი მამაკაცები სხდებოდნენ და განიხილავდნენ საკოტხს ახალგაზრდებს კი ფეხზე დგომა და მოსმენა უწევდათ. თუ დანაშაული მოიცავდა ორ ოჯახს ისინი ერთ საბჭოში შეიკრიბებოდნენ, ორივე ოჯაის უხუცესები ირჩევდნენ 1-2 სპიკერს, რომლებსაც მიმდევრობით უნდა ესაუბრათ. თუ საკითხი გადაწყვეტას არ ექვემდებარებოდა , უხუცესები " პატარა თამაშის" გამართვის უფლებას აძლევდნენ მონაწილე მხარეებს. ორივე მხარის შუბით შეიარაღებულნი ეჯახებოდნენ ერთმანეთს დუელში.
=== მკვლელობები და სისხლის აღება ოჯახებს შორის. ===
ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა მკვლელობა და სასჯელი იყო შურისძიება. მკვლელობები იყოფოდა 2 ჯგუფად, ოჯახს შიგნით და მის გარეთ ჩადენილებად. მხოლოდ მეორე კატეკოგიის ჩამდენები არიან ვალდებულნი "სისხლის აღებაში" , პირველი კატეგორიისანი კი სრულებით გათავისუფლებულნი იყვნენ სასჯელისგან.
=== მკვლელობა და შურისძიება ოჯახს გარეთ ===
ასეთი დანაშაულები იშვიათად თუ რჩება შურმიუგებელი, რადგან სირცხვილად ითვლება სისხლით არ აზღვევინო დამნაშავეს. მეგობარმაც უნდა აზღვევინოს ამხანაგის მკვლელს.
შურისგება უნდა განახორციელოს ნათესავმა მამის მხრიდან , მოხოდ ასეთების არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს შურისმაძიებლის როლს დედის ხაზის წარმომადგენელი. სიძე , რომელიც ცხოვრობს ცოლის ოთახში მიღებულია როგოც ნაშვილები ვაჟი , ამიტომ ის მოანაწილეობას იღებს შურისძიების პროცესში. ცალკე მცხოვრები სიძე აღიქმება , როგორც დედის მხრის ნათესავი, ანუ მას მონაწილეობა შეიძლება არ მოეთხოვოს, სანამ მშობლების ყველა ნათესავი არ მოისაზრება ამ როლზე. ხშირია ისეთი შემთხვევები , როცა შორეულ ნათესავს არ უნდა შურისძიებაში მონაწილეობის მიღება , მითუმეტეს ისეთ შემთხვევებში , როცა მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია.
როგორც წესი შურისგება პირველივე სისხლის აღებაზე ჩერდება , იშვიათია" შურისძიების შურისძიებები".ხალხურ ზღაპრებში ეს თემა ძალიან პოპულარულია და ზედმიწევნითი
დეტალურობით არის აღწერილი. ჩუქჩებს ჯეროდათ იმისიც , რომ მელების, წავებისა და სხვა ცხოველების მახეში გაბმა შურისძიების სურვილით ხდება. მობადირეებს ჯერათ მარადიულად მიმდინარე სისხლისგების პროცესისა ცხოველებსა და ადამიანებს შორის.
=== მსუბუქი დანაშაულები. ===
ასეთი დანაშაულების სასჯელში მოიაზრებოდა ფოზოკური დასჯა ან გადასახადით ანაზღაურება.
ქურდობა მისაგები მსგავსი დანაშაულისა იყო ან ფიზიკური შეჯიბრი ან ფულადი ანაზღაურება. გადასახადის ოდენობა უნდა ყოფილიყო მოპარული ნივთისა და გარკვეული ნამატის ოდენობის შესაბამისი. თუ დამნაშავე დაჟინებით უარყოფდა დანაშაულს მისგან ძნელი ხდებოდა ანაზღაურების ან თვით მოპარული დივთის მიღება, და საქმეები მონაწილე მხარეების განძლეობაზე ხდებოდა დამოკიდებული. ცნობილია ასეთი შემთხვევა
=== ქონებასთან დაკავშირებული კანონები ===
ოჯახის უფროსი (palerfamilias ) არის მიჩნეული ყველაფრის პატრონად და გამგებლად, მამას შეუძლია ზრდასრული ვაჟისთვის მმართველობის გადაცემა სურვილისამებრ თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის , თვითონ კი შვილის დამხმარის როლს ითავსებს. თუ ვაჟ ქორწინდება და ოჯახს აქვს მხოლოდ ერთ საძინებლიანი საცხოვრისი მამა შვილს უთმობს "უფროსის მხარეს" , იმ შემთხვევაში თუ მათ ცალ-ცალკე ცხოვრება მოუნდებად მამა შვილს არსებულ სახლს უთმობს თვითონ კი ახალი სახლი უნდა აიშენოს. მთლიან ოჯახს არ აქვს არანაირი უფლება მისი ერთი წევრის ინდივიდუალურ ქონებაზე .
მემკვიდრეობა გადადის მთავარი მემკვიდრის ხელში, ის იღებს სახლს და მისი გამგებლის როლსაც ითავსებს . უშვილო მამაკაცს , რომელიც ბოლოს მოახლოებას გრძნობს , ქონების დატოვება ნათესავისთვის ან მეგობრისთვის შეუძლია, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ისინი შვილად იყვანენ ბავშვებს. თუ მთავარი მემკვიდრე ქალიშვილია , რომელიც გათხოვების შემდეგ მამის სახლში დარჩა მას იგივე უფლებები ენიჭება რაც ვაჟს ექნებოდა. სხვაგან გადასული გათხოვილი ქალიშვილი მიიღებს მხოლოდ მის სახელზე გამოყოფილს. უშვილო ქვრივს არ აქვს წილი მემკვიდრეობაში, ის საკუთარ ოჯახში ბრუნდება. სიძესაც საკუთარ ოჯახში მოუწევს დაბრუნება ხელცარიელს თუ მისი ცოლი გარდაიცვლება და ის ამ ოჯახის სხვა ქალზე არ დაქორწინდება. ახალგაზრდა ქვრივს პატარა ბავშვებით უფლება ექნება მემკვიდრეობაზე თუ ის მამაკაცის ოჯახში დარჩება და გათხოვდება. თუ ის საკუთარ სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს ის ყველაფერს კარგავს , ბავშვების წაყვანის უფლება უნარჩუნდება მაგრამ წაყვანის შემთხვევაში მათი წილი მემკვიდრეობაში უქმდება. დროულ ქვრივს ახალგაზრდა ვაჟებით უნარჩუნდება მემკვიდრეობა და ის ხდება მფლობელი საკუთრებისა.
== სამართალი ==
|