ჩრდილოეთი კორეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამ სტატიის სრულყოფის მიზეზად.
ციტირებების დამატება
ხაზი 80:
 
=== დემოგრაფია ===
ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობს 24,852,000 ადამიანი.დემოგრაფიის ექსპერტები მე-20 საუკუნეში ვარაუდობდნენ რომ 2000 წ.-მდე მოსახლეობის რაოდენობა 25,5 მილიონს მიაღწევდა , 2000-დან 2010 კი ეს მაჩვენებელი 28 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა მოსახლებოა არ გაზრდილა ქვეყანაში არსებული შიმშილობის გამო.<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/fields/2119.html#kn]</ref> ჩრდილოეთ კორეა სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა 1994 წლიდან. ქვეყანაში შიმშილობდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ამას შეეწირა 240 000-იდან 3 500 000 მდე ადამიანი.<ref>[https://web.archive.org/web/20070209071653/http://www.cnn.com/WORLD/asiapcf/9808/19/nkorea.famine/]</ref>შიმშილობა გაგრძელდა 1998 წლამდე. ადამიანები კვდებოდნენ შიმშილით და შიმშილობასთან დაკავშირებული დაავადებებით. 1997 წელს კი საერთაშორისო დონორებმა გაუწიეს დახმარება“მსოფლიო საკვების პროგრამით“. ამის შემდეგ სიტუაცია გამოსწორებისკენ წავიდა. მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა 60%-იდან 28% მდე დაეცა 1998-2013 პერიოდში. დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის მცირე ზრდა ფიქსირდება და შეადგენს 0,53%-ს. სახელმწიფო შობადობის რაოდენობა წელიწადში 1000 კაცზე კი 14,5 ახალშობილია.<ref>[https://en.wikipedia.org/wiki/Library_of_Congress_Country_Studies]</ref>
 
=== ჯანდაცვა ===
ჩრდილოეთ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2013 წლის მონაცემებით არის 69,8 წელი. 2013 წლის მონაცემებით დაღუპულთა 64%-ის სიკვდილის მიზეზეი ცუდი კვება გახდა.<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2102rank.html?countryname=Korea,%20North&countrycode=kn&regionCode=eas&rank=154#kn]</ref> 2003 წლის მონაცემებით მოსახლეობის 100% აქვს წყალზე მუსდმივი წვდომა. ჯანდაცვაზე დახარჯული ფული თითოეულ მოსახლეზე კი მსოფლიოში ერთერთი ყველა დაბალია. შესაბამისად ოფიციალური მონაცემები ჯანმრთელობის შესახებ კორიაში არ არის სანდო.[http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3677063/]
 
სავარაუდოდ ჯანდაცვა მოიცავს ეროვნულს სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევას. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ირწმუნება, რომ ისინი სთავაზობენ უნივერსალურ ჯანდაცვას თითეულ მოქალაქეს. ოპოზიცია და სხვა ექსპერტები,რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ, ამკიცებენ რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება თუ მას გააჩნია საკმარისი ფული. ამისდა მიუხედავად ჩრდილოეთ კორეა მკაცრად იცავს თავის პოზიციებს რომ სამედიცინო მომსახურება უფასოა.<ref>[https://web.archive.org/web/20080711165256/http://www.state.gov/p/eap/rls/rm/2003/21269.htm]</ref> 2001 წელს დახარჯულ იქნა მთლიანი შიდა პროდუქტის 3% მედიცინის განვითარებაზე. 1950 წლების დასაწყისში, აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვაზე და 1955-დან 1986-მდე საავადმყოფიების რაოდენობა 256-დან 2401-მდე გაიზარდა, კლინიკების კი 1020-დან 5644-მდე. 1979 მეტი ყურადღება დაეთმო ტრადიციულ კორეულ მედიცინას. 2010 წელს კი ჩამოყალიბდა ტელემედიცინის ქსელი. 1990 წლების კრიზისი კი გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით, ამავდროულად ბუნებრივ კატასტროფასთან,და ეს ყველაფერიმაშინ,  როცა ასმხრეთ კორეა იდგა მედიცინის, აღწურვილობის და წყლის პრობლემების წინაშე.<ref>[https://survivalpolitics.org/case-study/china/health-care-in-north-korea/]</ref>
 
=== განათლება ===
განათლების სისტემა ჩრდილოეთ კორეაში მოიცავს 3 სახისსკოლას. ერთ ძირითად სკოლას, ხოლო 2 დამატებითს, რომელთა არ ჩევაც ხდება სკოლის დამთავრების შემდეგ. მოსწავლეები ან აგრძელებენ სწავლას უმაღლესი განათლეებისთვის ან ირჩევენ პროფ-სასწავლებელს. ძირითადი სკოლა მოიცავს ბაღს და სწავლას მე-10 კლასამდე. ბაღი შედგება 1 კლასისგან, შესაბამისად ძირითადი სკოლის დამთავრებისათვის ბავშვი სწავლობს 11 წელი. სწავლების პერიოდები იყოფა სამ ნაწილად. პირველი ერთი წელი არის ბაღი,  ოთხი წელი არის დაწყებითი, შემდეგი 6 წელი კი საშუალო სკოლა. უმაღლესი სასწავლებელი შედგება 4 ან 6 წლიანი სასწავლო კურსებისგან, დამოკიდებულია თუ რომელ განხრას აირჩევს მოსწავლე.<ref>[http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf]</ref> ქვეყანაში არის 14000 საბავშვო ბაღი, 4800 დაწყებითი და 4700 საშუალი სკოლა.30- იდან 34 წლამდე მოსახლეობის 77-79% დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა. ქვეყანაში არირ არის 300 უნივერსიტეტი და კოლეჯი. ყველაზე პრესტიჟული კი კიმ იონგ  სანგის უნივერსიტეტია. უმეტესობა სკოლადამთავრებულებისა არ აბარებს უნივერსიტეტში და პირდაპირ ერთვება სავალდებული სამხედრო სამსახურში ან იწყებს მუშაობას ფერმაში და ქარხნებში.<ref>[http://www.prb.org/Publications/Articles/2010/northkorea-population.aspx]</ref>
 
=== რელიგია ===
ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით რელიგიის თავისუფლება დაცულია და არავის აქვს უფლება მისი ხელყოფის, თუმცა პრაკტიკაში სულ სხვანაირი სურათი გხვდება. ჩრდილოეთ კორეა უმეტესწილად არის ათეისტური ქვეყანა.მთავრობა მუდმივად ხელს უშლის ადამიანებს აირჩიონ და იცხოვრონ თავიანთი რელიგიური შეხედულებებისდა მიხედვით. რეჟიმი გამუდმებით ახშობს რელიგიის გამოვლინებებს. ადამიანები რომლებიც არიან საზღვარგარეთ რელიგიური დაჯგუფებების წევრები, მათ ელოდებათ ციხე ან შესაძლებელია დახვრეტაც. არაერთი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი იქნა დახვრეტილი ან დაჭერილი.<ref>[http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf]</ref>
 
ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის 64,3 % ითვლება რომ არის არარელიგიური ქვეყანაში დამყარებული წყობილებიდან გამომდინარე, 16% მოსახლეობის მისდევს კორეულ შამანიზმს, 13,5% ჩოდოიზმს, 4,5% არის ბუდისტი, და 1,7% კი ქრისტიანი.<ref>[http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf]</ref>
 
ბუდიზმს და კონფუციანიზმს კვლავ აქვს  მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაზე. ეს რელიგიები ყველაზე კარგად ერგება ქვეყანაში დამარებულ რეჟიმს და მეტიც, ამ რელიგიის წარმომადგენლები მთავრობისგან იღებენ დაფინანსებას, იმისათვის რომ ხელი შეუწყონ მის გავრცელებას. იქიდან გამომდირარე, რომ ბუდიზმს განუყოფელი ნაწილი უკავია კორეის ტრადიციულ კულტურაში.<ref>[http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf]</ref><ref>[http://articles.latimes.com/2005/oct/02/world/fg-temple2]</ref>
 
ჩონდოიზმი არის ადგილობრივი რელიგია, რომელსაც გააჩნია კომბინირებული ელემენტები კორეული შამანიზმის, ბუდიზმის, ტაოიზმის და კათოლიციზმის. თუმცა ქრისტიანების ყველაზე მძიმე დევნა სწორედ ჩრდილოეთ კორეაშია. ქვეყანაში არის ტაძრები თუმცა იქ მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ უცხოელთა თვალის ასახვევადაა და ისინი არ ფუნქციონირებენ.<ref>[http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf]</ref>
 
=== ცხოვრება ===
ჩრდილოეთ კორეელთა დოკუმენტების და ლტოლვილთა მონაყოლის თანახმად, ყველა ჩრდილო კორეელი არიან დაყოფილი ჯგუფებად. თითოეულ ადამიანზე არის შედგენილი ინფორმაცია „სონგბანი“, სადაც წერია თითოეული პერსონის ისტორია, როგორია მისი ეკონომიკური , სოციალური და პოლიტიკური წარსული, 3 თაობის განმავლობაში როგორი მოქალაქეები იყვნენ მისი წინაპრები, იყვნენ თუ არა რევოლუციონერები და წინააღმდეგნი კომუნისტური წყობილების. შემდეგ სონგბანით განისაზღვრება რამდენად სანდოა ადამიანი, რა სამსახურში უნდა იყოს და ისიც კი რას ჭამს.<ref>[http://www.hrnk.org/uploads/pdfs/HRNK_Songbun_Web.pdf]</ref>
 
სონგბანს უარყოფითი ეფექტი აქვს განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე. სონგბანს გააჩნია 3 კლასიფიკაცია და დაახლოებით 50 ქვე-კლასიფიკაცია. ძირითადი, ერთგული კლასი შეადგენს მოსახლეობის 25%-ს, კლასი რომელიც ორჭოფობს არის 55%, ხოლო მტრების კლასი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. ყველაზე დაფასებულ კლასს შეადგენენ ის ადამიანები რომელიც კიმ სანგის მხარდამხარ იბრდზოდნენ იაპონიის ოკუპაციის წინააღმდეგ და ვინც ამ დროს შეადგენდნენ მუშათა კლასს. თუმცა ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ყოველგვარ კლასობრივ დაყოფას და დისკრიმინაციას უარყოფს.<ref>[http://www.hrnk.org/uploads/pdfs/HRNK_Songbun_Web.pdf]</ref>
 
ინფორმაცია კი გამუდმებით იფილტრება. არ არსებობს თავისუფალი პრესა და ტელევიზია. ჩრდილოეთ კოერის ინფორმაციის საშუალებები ძირითადად დატვირთულია პროპაგანდული შინაარსით. აქ აკრძალულია უცხოური ტელეარხებისა და რადიოს მომსენა, რაც ციხით ისჯება. ჩრდილო კორეელებს ინტერნეტიც შეზღუდულად მიეწოდებათ. მათ საშუალება აქვთ შევიდნენ რამოდენიმე ჩინურ საიტზე. სადაც ისინი ვერ ნახავენ ვერაფერს რაც დააკავშირებთ მათ დანარჩენ სამყაროსთან.<ref>[http://www.hrnk.org/uploads/pdfs/HRNK_Songbun_Web.pdf]</ref>
 
=== სამართალი ===
ჩრდილოეთ კორეას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქ ადამიანის უფლებები მსოფლიოში ყველაზე ცუდად არის დაცული. აქ მცხოვრები ხალხი მუდამ შისშია არიან და არ აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება. მოსახლეობა იმყოფება მუდმივ კონტროლში. ნებისმიერი ადამიანი სახელმწიფოსგან დადგენილი გეგმის მიხედვით მუშაობს და მიმდინარეობს მუდმივად მათზე დაკვირვება. მათ შეზღუდული აქვთ მოგზაურობის უფლება ქვეყნის შიგნით, ხოლო საზღვარს თითქმის ვერავინ ვერ ტოვებს.<ref>[http://www.amnestyusa.org/our-work/countries/asia-and-the-pacific/north-korea]</ref>
 
თავისუფლების შეზღუდვა აქ ჩვეულებრივ ნორმად არის სქცეული. ადამიანებს არ აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი იდეები და მათი გამოთქმული ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გახდეს დაკავების, წამების და სიკვდილის მიზეზიც კი. ჩრდილოეთ კორეაში ასევე დაშვებულია საზოგადოდ სიკვდილით დასჯა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, 2009 წელს სიკვიდილით იქნა დასჯილი 1193 ადამიანი. 2013 წელს 80 ადამიანი იქნა დასჯილი საჯაროდ მცირე დანაშაულებისთვის. ამ სანახაობას იძულებით ესწრებოდა 10 000 ადამიანი და უყურებდნენ როგორ ხვრეტდნენ ათობით ადამიანს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არც თავის ახლობლებს წყალობს. 2013 წლის 13 დეკემბერს, გაზეთების ინფორმაციის თანახმად კიმ იონგის ბიძა დასაჯეს სიკვდილით. ჭორები კი ამბობდნენ, რომ კიმმა ბიძამისი ცოცხლად დააგლეჯინა ათეულობით ძაღლს.<ref>[http://www.amnestyusa.org/our-work/countries/asia-and-the-pacific/north-korea]</ref>
 
პოლიტიკური დანაშაული აქ განსაკუთრებით მკაცრად ისჯება. ადამიანები ცხადდებიან სახელმწიფოს მტრად თუნდაც იმ მიზეზით რომ ისინი ქრისტიანები არიან ან გააკრიტიკეს თავიანთი ლიდერი. ასეთი ხალხი კი დეპორტირდებიან სამუშაო ბანაკებში რომელსაც ცოცხალი არავინ ტოვებს.<ref>[https://web.archive.org/web/20120426032452/http://nkdb.org/bbs1/data/publication/Survey_Report_on_Political_Prisoners_Camp_in_North_Korea_.pdf]</ref>
 
სატელიტური სურათების თანახმად დღეს 200 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება სამუშაო ბანაკებში სადაც მათ აიძულებენ მონებივით მუშაობას. მთავრობის მხარდამჭერები ამ ბანაკების არსებობას ამართლებენ იმ მიზეზით, რომ აქ ხდება ადამიანების ხელახლა აღზრდა, თუმცა ამ ბანაკებში ყოველდღიურად ხდება მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ხალხი სიმშილით იხოცება. ყოველ წელს ჩრდილოეთ კორეი სამუშაო ბანაკებში კვდება 10 000 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოების საგამოძიებო კომისიამ ჩრდილოეთ კორეას ბრალი დასდო დანაშაულში ადამიანთა რასის წინააღმდეგ.<ref>[https://www.amnesty.org/en/latest/news/2012/04/north-korea-catastrophic-human-rights-record-overshadows-day-sun/]</ref>
 
== კულტურა ==