აგრიპინა უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 60:
| ნათესავები =
}}
'''ვიფსანია აგრიპინა''', უმეტესად ცნობილია, როგორც '''აგრიპინა უფროსი''' (ლათ.: <small>AGRIPPINA•GERMANICI</small>,<ref>E. Groag, A. Stein, L. Petersen - e.a. (edd.), ''Prosopographia Imperii Romani saeculi I, II et III'' ('''PIR'''), Berlin, 1933 - V 463</ref> დ. [[ძვ. წ. 14]] – გ. 17/18 ოქტომბერი, [[33]]) — წარჩინებული რომაელი ქალბატონი, იმპერატორ [[ავგუსტუსი]]ს შვილიშვილი,<ref name="Salisbury2001">{{cite book|author=Joyce E. Salisbury|title=Women in the ancient world|url=https://books.google.com/books?id=HF0m3spOebcC&pg=PA3|accessdate=3 January 2012|year=2001|publisher=ABC-CLIO|isbn=978-1-57607-092-5|page=3}}</ref> რომაელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, [[გერმანიკუსი]]ს ცოლი, [[კალიგულა]]ს დედა და [[ნერონი]]ს ბებია დედის მხრიდან.
 
== ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები ==
ხაზი 91:
[[Image:Benjamin West 001.jpg|thumb|250px|''Agrippina landing at Brundisium with the ashes of Germanicus'', (1768, [[Benjamin West]], oil on canvas).<br>In art, Agrippina has served as a symbol of marital devotion and fidelity.<ref>{{Cite book|last=Hall |first=James |title=Dictionary of Subjects and Symbols in Art |year=1979 |publisher=Westview Press |location=Boulder, CO |isbn=978-0-06-430100-8 |page=11 |url=https://books.google.com/books?id=fLjd0fyT0_IC&pg=PA11 |accessdate=5 October 2011 }}</ref>]]
19 წელს აგრიპინა და გერმანიკუსი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობდნენ, რითაც ტიბერიუსის უკმაყოფილება გამოიწვიეს. გერმანიკუსს უთანხმოება მოუვიდა სირიის გუბერნატორ გნეუს კალპურნიუს პიზონთან და [[ანტიოქია]]ში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ გერმანიკუსი მოწამლეს, შესაძლოა, ტიბერიუსის ბრძანებითაც. ისიც აღსანიშნავია, რომ აგრიპინაც მიიჩნევდა, რომ მისი ქმარი მოკლეს.<ref name="Salisbury2001"/> მისმა სიკვდილმა აგრიპინა ძალიან დაამწუხრა. იგი შვილებსა და გერმანიკუსის ფერფლთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. რომის მოქალაქეები მისი და მისი ოჯახის მიმართ დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. იგი რომში დაბრუნდა, რათა შური ეძია ქმრის სიკვდილის გამო და გაბედულად დასდო ბრალი პიზონს გერმანიკუსის მკვლელობაში. ტაციტუსის მიხედვით (''ანალები'' 3.14.1), ამ უკანასკნელს, სასამართლომ მოწამვლის ბრალდება ვერ დაუმტკიცა, თუმცა სხვა ბრალდებებმა, რომლებიც ღალატს ეხებოდა, როგორც ჩანს იგი ჩიხში შეიყვანეს და პიზონმა თავი მოიკლა.
 
== ცხოვრება რომში, დაღმასვლა და სიკვდილის შემდგომი პატივი ==
[[File:Agripinna Senior (elder) Sestertius.jpg|thumb|რომაული ბრინჯაოს მონეტა]]
[[Image:Eustache Le Sueur - Caligula Depositing the Ashes of his Mother and Brother in the Tomb of his Ancestors - WGA12607.jpg|thumb|250px|''Caligula Depositing the Ashes of his Mother and Brother in the Tomb of his Ancestors'', by [[Eustache Le Sueur]], 1647]]
19-დან 29 წლამდე აგრიპინა რომში, პალატინის ბორცვზე ცხოვრობდა. მისი დარჩენილი შვილები აღზარდეს თავად მან, ლივია დრუზილამ და გერმანიკუსის დედამ, ანტონია უმცროსმა. აგრიპინა მარტოსულ, ტანჯულ, ფიზიკურად დაავადებულ ქალად იქცა, რომელმაც მრავალი ახლობელი და ნათესავი დაკარგა. მას ფიცხი და არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა ტიბერიუსთან და შესაძლოა, დედამის ლივიასთანაც. იგი ტიბერიუსის საიმპერატორო სასამართლოს პოლიტიკაში აღმოჩნდა ჩათრეული და იქცა თავისი შვილების, როგორც ტიბერიუსის შემცვლელების ადვოკატად და გამოვიდა ამ უკანასკნელის ბუნებრივი შვილისა და შვილიშვილის, როგორც იმპერატორის მემკვიდრეების წინააღმდეგ.
 
აგრიპინა არაკეთილგონივრულად მოიქცა როდესაც გერმანიკუსის სიკვდილთან ტიბერიუსის დაკავშირება დაიწყო. იგი მოხვდა რომის სენატორთა ჯგუფში, რომლებიც პრეტორიანელთა გვარდიის ცუდი სახელის მქონე პრეფექტის, ლუციუს ელიუს სეიანუსის მზარდ ძალაუფლებას აღუდგნენ წინ. ტიბერიუსმა მას უნდობლობა გამოუცხადა. 26 წელს აგრიპინამ სთხოვა უფლება მიეცა დაქორწინებულიყო რომაელ სენატორზე, გაიუს ასინიუს გალუს სალონიუსზე, თუმცა იმპერატორმა ნება არ დართო იმ პოლიტიკური მნიშვნელობის გამო, რაც ამ ქორწინებას შეიძლება ჰქონოდა.
 
ტიბერიუსმა ფრთხილად დადგა აგრიპინას სადილზე მიპატიჟების სცენა საიმპერატორო სასახლეში. სადილზე მან ამ უკანასკნელს ვაშლი შესთავაზა,<ref name="Salisbury2001"/> როგორც მისდამი აგრიპინას დამოკიდებულების ტესტი. აგრიპინამ იეჭვა, რომ ვაშლი შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო და მის დაგემოვნებაზე უარი თქვა.<ref name="Salisbury2001"/> ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ტიბერიუსმა აგრიპინა სასადილოდ მაგიდასთან მიიწვია.<ref name="Salisbury2001"/> მოგვიანებით აგრიპინა ამტკიცებდა, რომ ტიბერიუსმა მისი მოწამვლა სცადა.
 
== წინაპრები ==