ქურთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დავამატე რაღაც ინფორმაციები ქურთებზე რითაც უფრო საინტერესო გახდება
ხაზი 6:
* '''ენა''': [[ქურთული ენა|ქურთული]] (უმეტესობა კურმანჯი დიალექტზე).
* '''მორწმუნეები''': [[სუნიზმი|სუნიტი მუსლიმები]], [[შიიზმი|შიიტები]], [[იეზიდიზმი|იეზიდები]] და [[იუდაიზმი|იუდეები]]
 
== იხილეთ აგრეთვე ==
= ეთნოგენეზი   =
ქურთების წარმოშობა დღეს სადისკუსიო საკითხია. გამოითქმება სხვადასხვა ჰიპოთეზები ქურთების წარმოშობის შესახებ, კერძოდ , სკვითურ - მიდიური და იაფეტიკური მარას ჰიპოთეზები. ვერსიას ,  თანამედროვე ქუთების წარმოშობის შესახებ , რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ირანის პლატოზე ასევე ამყარებენ ანტიკური წყაროები. კერძოდ იძლევა ცნობებს ქურთების ტომებზე, რომლებიც ძველიდანვე სახლობდნენ სპარსეთში. ქურთები ასევე სახლობდნენ სპარსეთის და მიდიის ატროპატენის მთებში, სომხეთში, ქურთისტანში, კასპიისპირეთის მიდამოებში და ირანულ აზერბაიჯანში. ძირითადად დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით და ყაჩაღობით. უძველესი სპარსეთის მონარქიის დროს ქურთები ალბათ შედიოდნენ სომხეთის პროვინციის შემადგენლობაში.
 
ქურთების სახელი გვხვდება შუა სპარსეთის წყაროებში, მაგრამ როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ეს მაშინ პირველ რიგში სოციაულ - ეკონომიკური ტერმინი იყო, რომელიც მომთაბარეს ნიშნავდა. ამის გამო ახალ დრომდე „ქურთის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდა ირანის ხალხები, რომლებიც სახლობდნენ ზაგროსის, ზედა მესოპოტამიისა და სომხეთის მთებში და რომლებიც მეტყველებდნენ სხვადასხვა დიალექტზე: ქურმანჯი , ზაზაკი , სორანი , ლეკი , კელხური , გორანი , ავრომანი. დღეს ქურთულ ენად მოიხსენიებენ ქურმანჯის. დ.ნ. მაკკენზის კვლევების თანახმად ქურთული ყველაზე ახლოს დგას სპარსულთან. ამ თეორიის მიხედვით ეს სიახლოვე ასახავს სპარსულ-ქურთული ერთობის არსებობას ცენტრარულ ირანში ( მიდიაში). ზაგროსის მთებში არსებული გარდამავალი დიალექტები სამხრეთქურთულსა და ლურო-ბახტიალის დიალექტებს შორის შეიძლება ჩაითვალოს ხიდად ქურთულსა და სპარსულს შორის. პირიქით ისეთი ქურთული ენების, როგორიცაა გურანი და ზაზაკი, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან ჩრდილო - დასავლურ ქვეჯგუფს და შესაბამისად დასახლებულებს შუა ზაგროსში და ტიგრისა და ევფრატის სათავეებთან არ უკავშირდება ქურთულ დიალექტს. მოცემული ენები წარმოიქმნა კასპიისპირა რეგიონებიდან და მათი გავრცელება დაკავშირებულია დეილემიტების მიგრაციებთან ირანის პლატოს დასავლეთით, სადაც ისინი შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდნენ ქურთებს. 
 
ქურთები წარმოადგენდნენ მრავალრიცხვოვანი და ხშირად სვადასხვაგვარი ტომების ერთობლიობას, რომლებსაც ეპონიმებს უწოდებდნენ. ტომობრივი კუთვნილება დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული ქურთული საზოგადოების სოციალურ ურთიერთობებში. მეთექვსმეტე საუკუნის ქურთულ - სპარსულენოვანი ისტორიკოსი შარაფხან ბიდლისი წერდა, რომ ქურთები იყოფიან ოთხად : ქურმანჯი , ლური , კელხური და გურანი. მათ შორის ლურებს, რომლებიც მეტყველებდნენ სამხრეთ-დასავლურ ირანულ დიალექტზე უკვე აღარ თვლიან ქურთებად. კელხური - შეადგენენ ძლიერ დიფირენცირებულ სამხრეთ - ქურთულ ერთობას, რომელიც გაერთიანებულია გურანისთან. ქურმანჯი -  ძირითადად თვითსახელია დანარჩენი უმრავლესობის -  ცენტრალურ და ჩრდილო ქურთებისა. თავისი არსით, ის ტერმინი „ქურთის“ ანალოგიურია მისი ძველი მნიშვნელობით და აღნიშნავს განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური წყობის მატარებელს, რომელიც ეფუძვნება სამთო მესაქონლეობას. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „ქურმანჯი“ , როგორც წესი აღნიშნავს მხოლოდ ჩრდილოეთის ქურთებს , მაგრამ , თვით სიტყვა ქურ - მანჯი , ქურთულიდან ითარგმნება როგორც „ მიდიის ვაჟიშვილი“. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ქურთები პირდაპირი მემკვიდრეები არიან მიდიელების. ლინგვისტების თვალსაზრისით დღეს „ქურთულად“ წოდებული ყველა ენა თუ დიალექტი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
 
ქურთული ენები :
 
ქურმანჯი
 
სორანი (სამხრეთის ქურმანჯი)
 
სამხრეთ-ქურთული ენა
 
დეილემიტური ენები
 
გურანი და ავრომანი
 
ზაზაკი.
 
მიუხედავად იმისა , რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის და სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად საუბარია ქურთულ ენაზე და მის დიალექტებზე , ურთიერთგაგება ძალიან გაძნელებულია ქურმანჯისა და სორანის შორისაც კი , რომლებიც ყველაზე ახლო ქურთული ენებია. ქურთების უმრავლესობა ბილინგვია და მეტყველებს იმ ქვეყნების ძირითად ენაზე სადაც ცხოვრობენ : თურქული ,  არაბული ,  სპარსული და სხვა.
 
ზაზა - მომთაბარე ტომების შთამომავლობაა , რომელებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ თანამედროვე ირანის ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროზე , საიდანაც მე-16 საუკუნიდან მოყოლებული დაიწყეს მიგრაცია სომხეთის ტერიტორიაზე. ზაზამ მრავალი სომეხი გადაარჩინა გენოციდის დროს. ისინი ქურთების ერთ ერთ განშტოებას წარმოადგენენ ამიტომ ზაზას გამოყოფა სხვა ქურთების რიგებიდან არასწორია.
 
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა , რომ ქურთები მჭიდროდ არიან დაკავშირებული აზერბაიჯანელ , სომეხ, ქართველ და ებრაელ ხალხებთან , რომლებსაც რამდენიმე საერთო წინაპარი გააჩნია ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ჩრდილო ნაწილის ხალხებთან.  ქურთები - ყველაზე მრავალრიცხვოვანი ერია , რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სასხელმწიფო. ქურთების ავტონომია არსებობს მხოლოდ ერაყში. ეს ხალხი ოც წელზე მეტია იბრძვის ქურთისტანის შესაქმნელად. აღსანიშნავია , რომ ქურთების ბანქოს ათამაშებენ მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნები. ასე მაგალითად ისრაელი და აშშ რომლებიც თურქეთის მოკავშირეები არიან , ამართლებენ მის ბრძოლას ქურთების მოძრაობის წინაამღდეგ. რუსეთი , საბერძნეთი და სირია კი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას. ქურთისტანის ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრტეგიული მდგომარეობის გამო ძველი დროიდან უცხოელი დამპყრობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამ ქვეყნებს. ამის გამო ხალიფატის დროიდან დღემდე , ქურთელი იძულებულნი არიან იბრძოლონ დამპყრობთა წინაამღდეგ. აღსანიშნავია , რომ ადრეული ფეოდალიზმის დროს ქურთულ დინასტიებს ,  დიდი პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთზე და მართავდნენ არა მხოლოდ ცალკეულ სამთავროებს , არამედ ისეთ დიდი ქვეყნებსაც როგორებიცაა სირია და ეგვიპტე. მე-16 საუკუნეში ქურთისტანში დაიწყო უწყვეტი ომები, რომელთა მიზეზი იყო ირანი და ოსმალეთის იმპერია , რომლებიც ერთმანეთს ედავებოდნენ ქურთისტანის მიწებს. შემდეგ ზოხაბის ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც დაიდო ამ ომების შედეგად ქურთისტანი გაიყო ორ ნაწილად - თურქულ და ირანულ. შემდგომში ამან სავალო როლი შეასრულა ქურთისტანის ხალხების ბედში. ოსმალეთის და ირანის მთავრობები თანდათან ასუსტებდნენ და შემდეგ საერთოდ მოსპეს ქურთული სამთავროები იმ მიზნით , რომ დაემოწმებინათ ქურთისტანი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ქურთების ნების წინაამღდეგ ჩაითრია ქურთები პირველ მსოფლიო ომში რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნგრევა და მისი ოთხ ნაწილად გაყოფა : თურქულ , ირანულ , ერაყულ და სირიულ.
 
ქურთებს გააჩნიათ ენობრივი და კულტურული იდენტობა. სახლობენ 50000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს 4 ქვეყანას და ასევე არსებობს ქურთული დიასპორებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
 
== '''თურქეთი ომის მდგომარეობაშია ქურთებთან?''' ==
ანკარა ქურთთა მუშათა პარტიას განიხილავს, როგორც მოწინააღმდეგეს და თუმცა ერდოღანი ამტკიცებს, რომ ქურთ ხალხს ის მტრად არ მიიჩნევს , თუ კარგად დავაკვირდებით თურქეთის პრეზიდენტის მოქმედებებს ადვილად შევამჩნევთ, რომ ის სიამოვნებით მოუწყობდა ქურთებს გენოციდს, როგორც წარსულში გენოციდი სომხებს მოუწყვეს, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, ღია საინფორმაციო წყაროს პირობებში გენოციდის მოწყობა არ გამოვა.
 
== '''მსოფლიოში უდიდესი ერი მოქალაქეობის გარეშე''' ==
თურქეთში დაიწყო გაფიცვები, ქურთისტანის მუშათა პარტია ათეული წლის განმავლობაში იბრძვის თურქეთსი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, თურქები გამოჩნდნენ, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პარტნიორები ისლამური სახელმწიფოს ჯგუფთან ომში, სირიასა და ერაყში და მათ ამავდროულად კვლავ დააყენეს ქურთების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გააფთრებული ომი სირიაში, გახდა ანტი წინააღმდეგობის სიმბოლო და სიმბოლო ქურთების მისწრაფებისა ტრანს ნაციონალური ერთობისაკენ. სამი ქვეყნის ქურთის ბოევიკები პირველად ერთად იბრძოდნენ, როდესაც სირიის ქურთულ მილიციას შეუერთდა პეშმერგას (ერაყის, ქურთისტანის სამთავრობო შეიარაღებული ძალები)  კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების მცირე კონტიგენტი და ასევე სეპარატისტულ ქურთ მუშათა პარტიის მებრზოლები თურქეთიდან. აშშ ს საჰაერო ძალების ჰაერიდან თავდასხმით და მხარდაჭერით მათ საბოლოო ჯამში დაიპყრეს და გამორიცხეს ჯიჰადისტები კობანედან 2015 წლის იანვარში. თურქეთის 24 ივლისის გადაწყვეტილებამ ქურთ მუშათა პარტიის დაბომბვის შესახებ აცვენა, რომ ანკარა არ გაუშვებს ხელიდან ქურთ სეპარატისტებზე დარტყმის შესაძლებლობას.
 
ქვეყნების მიხედვით, არ არსებობს ქურთების ეთნიკური აღწერა, მაგრამ ანგარიშები აჩვენებს, ისინი ქმნიან მოსახლეობას, 20დან 40 მილიონამდე ადამიანით. თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ირანში 7-8 მილიონი, 1-2 მილიონი სირიაში. ქურთისტანის რეიონალური მთავრობა ნახევრად ავტონომიური რეგიონია ერაყში. ირანი ამტკიცებს, რომ იქ 5.3 მილიონი ქურთი მაცხოვრებელია. ევროპაში უდიდესი ქურთული დიასპორაა. პარიზის ქურთდა ინსტიტუციის თანახმად 1.5 დან 1.7 მილიონამდე ქურთია დასავლეთ ევროპაში, მათ შორის გერმანიასი ცხოვრობს 800 000 ქურთი მოსახლე.  დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქურთების 80 პროვცენტი გადმოდის თურქეთიდან, კიდევ 50 ათასი ქურთი ცხოვრობს ამერიკაში და 25 000 კანადაში. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის მეთაურის ქენ დალ ნეზანის თქმით, ქურთების პიროვნება არ ეფუძვნება რელიგიას, მაგრამ ეფუძვნება ენსა და კულტურას. ქურთების უმრავლესობა 70% იდან 80% მდე სუნიტი მუსლიმები არიან, მაგრამ არსებობს ქურთების უმცირესობა, როლებიც შიიტი მუსლიმები არიან, ისინი ირანშა და სამხრეთ ერაყში ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 20 000 მდეა და სადაც ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდნენ. ალავიტი ქუთები, რომლებიც თურქეში არიან ითვლებიან, სუფიზმის ელემენტების მქონე შიიტური ფილიალის წევრებად. ქურთებს შორის სხვა რელიგიებიც არის გავრცელებული: ქრისტიანული ( კათოლიკები, ასირიელები და სირიელები) , იუდაიზმი ( ზოგიერთი ებრაელუ, 25 000 ქურთი ემიგრირებულია ისრაელიდან აშშ ში 1950 წელს) და ასევე იზიდიზმი ერაყში.
 
== '''არსებობს თუ არა რეალური ქურთისტანი''' ==
ქურთისტანი, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ქურთების ქვეყანას, ხშირად ჩნდება მს
 
ოფლიო რუკებზე, რომლებსაც იყენებენ ქურთი ბოევიკები. მიუხედავდ ამისა საერთაშორისოდ აღიარებული ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ქურთებს შორის ყველაზე ახლოს დამოუკიდებლობასთან დგას ერაყის ქურთისტანი, რომელსაც მართავს ნახევრად ავტონომია. პრეზიდენტი მასუთ ბარზანი ამავდროულად არის, ფეშმერგას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებულ ძალებში 190 000 მდე მებრძოლია. ერაყის ქურთისტანი წარმოადგენს მოდელს სირიელი ქურთებისათვის, რომლებიც იმედოვნებენ შექმნან ანალოგიური ავტონომიური პროვინცია როჯავა მასში შემავალი ანკლავებით ატზინ, კობანე და კამიშლი. ქურთებს არასოდეს უცხოვრიათ ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი კონტროლის პირობებში და  არსებობენ ათეულობით პოლიტიკური ფრაქციები, რომლებიც განაწილებული არიან, ერაყს, ირანს, სირიასა და თურქეთს შორის, სირიაში 17 ქურთული პარტიაა, მთავარი მათ შორის არის დემოკრატიულ პარტიათა კავსირი, რომელიც წარმოადგენს თურქეთის მუშათა პარტიის ფილიალს. ის 1978 წელს დააარსა აბდულა თჯალანმა. 1984 წელს მათ ხელში აიღეს იარაღი ანკარას წინააღმდეგ და მოითხოვეს დამოუკიდებლობა და მას შემდეგ მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. ჯგუფი  ხასიათდება მარქსისტული იდელოლოგიით და აშშ ში და ევრო კავსირში შედიოდნენ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ერაყის ქურთისტანში ერტმანეთს მეტოქეობას უწევს ქურთების ორი პარტია: ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ბარზანის ხელმძღვანელობით, რომელიც აკონტროლებს ერაყის ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს და მის დედაქალაქ ერბილს. ქურთისტანის პატრიოტული კავ/სირი დაფუძნებულია ქალაქ სულეიმანიაში და წამყვანია სამხრეთ ნაწილში.
 
== '''ყველა თურქი იბრძვის IS სახელმწიფოს წინააღმდეგ?''' ==
ქურთთა ძალები ისეთები, როგორიც ქურთების მუშათა პარტიაა და სირიის YPF ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ სირიასა და ერაყში. მიუხედავად ამისა ნასრმა აღნიშნა, რომ ჯიჰადისტების ჯგუში არსებობს ცნობილი ქურთი ბოევიკები, რომელთა უმრავლესოაბ თურქეთიდან, ერაყიდან (კერძოდ ხალაბჯადან) ან ირანიდანაა. რამდენიმე სირიელი ქურთი, რომლების შეუერთდნენ ჯგუფს მოვიდნენ ამოუდადან და კაჰტანიადან, ეს ორი ქალაქი თურქეთისა და სირიის საზღვართან ახლოს არის განლაგებული, ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ომი რელიგიური ბრძოლაა. კობანეს ბრძოლის დროს სამხედრო მეთაური იყო ქურთი ხალაბჯუდან. ნასრი აღნიშნავს : “მათი მიაზნია იმის თქმა , რომ მათი ბრძოლა არ არის მიმარტული ქურთების, როგორც ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, არამედ მიმართულია დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ.”
 
= '''ტრადიციები და ადათწესები''' =
 
ქურთებმა სხვა მრავალ ეროვნულ ღირებულებებთან ერთად შეინარჩუნეს ტრადიციები და ადათწესებიც. რა თქმა უნდა, საზოგადოების მიერ ტენდეციების მიყოლა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მრავალი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას ტრადიციებზე და დღეს ისინი სახეცვლილად არის ჩამოყალიბებული.
 
ქურთების  ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. იეზიდი ქალების ჩაცმულობა შედგებოდა მრავალი კაბისა და მონეტებისგან. იეზიდური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტი თავსაბურავი ქოფია იყო, (საქართველოში ანალოგიურ თავსაბურავს ჩიხტი-კოპი ჰქვია) ქოფია ათასობით მონეტებიტა და მძივებით იყო მორთული. ხოლო მამაკაცების ჩაცმულობა შედგებოდა შავლისგან რომელიც ძალიან განიერი უნდა ყოფილიყო, პერანგისგან რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღია ფერის, ასევე მათ ჩაცმულობაში შედიოდა ჟილეტი.
 
ქურთ-იეზიდებს (რომელიც ამ ეთნიკური ჯგუფის განშტოებაა)  არც ისე ბევრი მარხვა და დღესასწაული შემორჩათ.
 
დეკემბერში იეზიდები 3 დღიან მარხვას იცავენ რომელსაც
 
(roje ezdi) ჰქვია.
 
ასევე 3 დღიან მარხვას იცავენ თებერვალში რომელსაც (roje xrnave) ჰქვია, ამ მარხვის დროს ეზიდი ახალგაზრდები მკითხაობენ მიირთმევენ მლაშე ნამცხვარს რათა გაიგონ თუ ვინ გაბედნიერდება მომდევნო წელს.
 
იეზიდების ოჯახში, ყოველი წლის მარტის მესამე ოთხშაბათს დიასახლისი აცხობს ქადის მსგავს ნამცხვარს, სადაც მონეტას ან მძივს ათავსებს. შემდეგ დილას ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ოჯახის ყველაზე უფროსი მამაკაცი იძახის (xata jot) და ნახევრად ჭრის კლოჭს. შემდეგ ერთ მხარეს 6 ნაწილად ჭრის და ანგელოზებს უძღვნიან წილებს, მეორე ნაწილს ჭრიან ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, ის ვისაც შეხვდება მონეტა ან მძივი ოჯახის მეკვლე ისაა, და ბედნიერი წელი იქნება.
 
არის დღე რომელსაც (mazali) ჰქვია ამ დღეს მთელი იეზდიხანა მიდის სასაფლაოზე საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად (mazalis) დღე როგორც წესი ივნისის მე-3 ხუთშაბათსაა.
 
იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს (malake taus) რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; აგრეთვე თაყვანს სცემენ (shams) რომელის მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, იეზიდების ერთერთი საკულტო ნაგებობაა
 
(laleshi) ლალეში იეზიდთა წმინდა ტაძარია ლოცვისა აღსარების ადგილია. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში. ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა (malake taus). 
 
ბევრი რიტუალისა და დღესასწაულებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ლოცვებში ხშირად ჟღერს სიტყვა (shams). სრულიად იეზიდების(iezidxana) საზოგადოება იყოფა სამ კასტად: შეიხები, ფირები, მრიდები. თითოეული კასტა იყოფა მრავალ ტომებად. თითოეულ კასტას თავისი მოვალეობა აქვს. ამ კასტებს შორის აუცილებელია თანამშრომლობა, მაგრამ მათ ერთმანეთის
 
დანიშვნის უფლება არ აქვთ.
 
'''შეიხები:''' შეიხები არიან პირველი რანგის სულიერი პირები. ისინი ფირებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ.
 
'''შეიხები არიან:''' ადანი, თაყანი, შამსანი.
 
'''ფირები არიან:''' ფირებიც მეორე რანგის სულიერი პირები არიან. ისინი შეიხებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ.
 
'''ფირები არიან:''' ასმანამი, ისებია, ომალხალი, მამეშვანი და ა.შ.
 
'''მრიდები:''' მრიდები არ არიან სასულიერო პირები, სწორედ აქედან იღებს ფუძეს სიტყვა (mridi) რაც ძველ იეზიდთა დიალექტზე (kurmanj) მოწაფეს ნიშნავს. მრიდები უმეტესობას შეადგენენ. ყველა მრიდს ყავს თავისი სეიხი და ფირი, მრიდხანეს ასეული ტომი შეადგენს.
 
მათგან ყველაზე მეტნი არიან: '''სიპკი, ბალი, მანდიკი,''' და ა.შ.
 
ამ 3 კასტის არევა ყოვლად დაუშვებელია ქორწინებაში. შეიხმა შეიხთან უნდა შექმნას ოჯახი, ფირმა ფირთან უნდა შექმნას ოჯახი და მრიდმა მრიდთან უნდა შექმნას ოჯახი.
 
რაც შეეხება საქორწილო რიტუალს: იეზიდებში საქორწინო გარიგება დღემდე მიღებული ტრადიციაა, რომელიც როგორც წესი ქალიშვილის ოჯახში ხდება. თავდაპირველად ვაჟის მხრიდან სტუმრობენ მთხოვნელები, ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები 3-4 კაცი (მამაკაცებიც და ქალებიც). ქალიშვილის მოწონების შემთხვევაში, სტუმრები მასპინძელს უთახმდებიან სასიძო საცოლესთან და მის მშობლებთან გაცნობის თარიღზე. გაცნობის შემდეგ, თუ სასიძო თანახმა შეირთოს ქალი, ვაჟის მშობლები ხელს სთხოვენ ქალის მშობლებს. წესისამებრ, საპატარძლოს მშობლები ცოტა დროს ითხოვენ, ოჯახში მოსათათბირებლად, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საპატარძლოზეა. ქალიშვილის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასიძოს მხარე, საპატარძლოს უკეთებს თითზე ბეჭედს ე.წ."ბელგას" და იწყება მზადება ნიშნობისთვის; ნიშნობაც საპატარძლოს ოჯახში ხდება, სადღესასწაულო სუფრისა და მუსიკის თანხლებით, რომელსაც სასიძოს და მის მშობლებთან ერთად უახლოესი ნათესავები მეგობრები ესწრებიან. სასიძოს მხარე საჩუქრებს გადასცემს საპატარძლოს ოჯახის წევრებს- დედა, მამა, და, ძმა და ა.შ. რის შემდეგაც, სტუმრების თანდასწრების აცხადებენ ქალ-ვაჟის ნიშნობას. ადათის მიხედვით, ამ დროს ქალიშვილს უკეთებენ (shara buke) ე.ი. საპატარძლოს თავსაფარს, ასევე საპატარძლოს უკეთებენ
 
მთავარ-ნიშნობის ბეჭედს (gustilka nishane), რომელიც ქალიშვილის ოფიციალური დანიშვნის მაუწყებელია. ასევე საპატარძლოს უკეთებენ ბეჭედს, სამაჯურს, ძეწკვს, ეს იმის აღსანიშნავად რომ სასიძოს უფლება აქვს ესტუმროს საცოლეს (რია ვაკირნე). ცერემონიის შემდეგ ქალიშვილის მშობლები ძირითადად მამა აწარმოებს მოლაპარაკებას სასიძოს მშობლებთან გამოსასყიდის (kalan) შესახებ.
 
რაც შეეხება ქორწილს, იეზიდთა ქორწილი საკმაოდ მხიარულია და მრავალფეროვანია, როგორც საპატარძლოს ასევე სასიძოს მხრიდან იწყებენ მზადებას ქორწილისათვის, ქორწილის წინა დღეს სტუმრების ნაწილი სასიძოს მხრიდან იკრიბებიან მის სახლში და ემზადებიან ქორწილისთვის, ამ დროს ახალგაზრდობა ეხმარება მეჯვარეს (brazava)
 
რათა მორთონ ხის ტოტი (dara mraza) კანფეტებით, ხილით, და ფულით რომელიც ბარაქის კეთილდღეობის და ბედნიერების სიმბოლოა, რომელიც ტრადიციულად იეზიდების საყვარელ ცეკვას “გოვანდ"-ს (govand) თანხლებით მიმდინარეობს. ამ დროს საპატარძლოს ოჯახში ამზადებენ მზითვებს (jeeze buke) მზითები ითვალისწინებს ყველა საჭირო ნივთს ახალშექმნილი ოჯახისთვის. ხოლო ქორწილის დღეს სადღესასწაულო სუფრის შემდეგ პატარძლის წაყვანამდე, აუცილებლად მისი ძმა ან ნათესავი ბიჭი, მას წელზე სამჯერ შემოახვევს ბაფთას: პირველი გულისხმობს კეთილდღეობის ჩასახვას, მეორე სიკეთის დანერგვას, მესამე კი კეთილ საქმეს. ამას გარდა სასიძო ვალდებულია გამოისყიდოს (balgie buke) ანუ საპატარძლოს ბალიში, სარზლოს ძმისგან ან ნათესავი ბიჭისგან, ძირითადად დღეისდღეისობით ბალიშს (balgie buke) გამოსასყიდის გარეშე აძლევენ ანუ ჩუქნიან სასიძოს და მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ეძლევა წაიყვანოს პატარძალი სახლიდან. მეფე-პატარძალი დოლი და ზურნის (daf u zurna ) მუსიკის თანხლებით მიაცილებენ სიძის სახლში. ახალდაქორწინებულებს ეგებება დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრის მეფე-პატარძალს, ხოლო ამის შემდეგ სასიძო უნდა ავიდეს სახლის მეორე სართულზე და იქიდან ესროლოს პატარძალს თავში 3 ვაშლი, 1 ვაშლი ნიშნავს უბიწობას, 2 ვაშლი ნიშნავს ბედნიერებას, 3 ვაშლი ნიშნავს გამრავლებას, ამის შემდეგ სიძემ უნდა დაბერტყოს ხის ტოტი (dara mraza), 
 
ხოლო შემდეგ დედამთილი მეფე-პატარძალს მხრებზე ადებს ლავაშს რომელის ოჯახის კეთილდხეობას და მშვიდობას ნიშნავს. შემდეგ სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას მეფე-პატარძალიმა ერთდროულად უნდა გატეხონ წინასწარ გამზადებული თეფში.ქორწილის მსვლელობისას სასიძოს ოჯახი აგზავნის ნათესავს რათა მოიყვანოს საპატარძლოს მშობლები. ქორწილის დროს მიმდინარეობს ე.წ.ხნის დარიგება. ხნა მოაქვს ბედნიერება ახალდაქორწინებულ და ახალგაზრდებსაც ბედნიერებას მოუტანს, ეს ადათწესი ძალიან ძველია. ადათწესის თანახმად ამ ლანგარს დაატარებს ბიჭის ნათესავი, უფრო ხშირად კი სიძის და.
 
მსგავსად (dara mrazas) შესრულების დროს ქვრივს კატეგორიულად ეკრძალება მონაწილეობა ამ ადათის შესრულებაში. როდესაც ხნის სავსე თეფშიან ლანგარს მიართმევენ სტუმარს, მან თეფში უნდა ჩაყოს ნეკის თითი და ამასთან ერთად ლანგარზე უნდა დადოს გარკვეული რაოდენობის თანხისა. ეს იმ გოგოსთვისაა განწესებული ვინც ხნას დაატარებს.
 
ქორწილის შემდეგ რძალს ელოდება ე.წ. <nowiki>''</nowiki>ბუკტი" (bukti), რომელიც გულისხმობს რომ რძალს არ აქვს უფლება ელაპარაკოს მამამთილს და ხანდაზმულ ხალხს, განსაკუთრებით მამაკაცებს. არ აქვს უფლება აგრეთვე მათი თანდასწრების მიიღოს საკვები. " ბუკტი" (bukti) უპირველეს ყოვლისა არის ქცევის მანერა, რომელიც მიუტიტებს თავდაბლობაზე და გამოხატავს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას. გარკვეული დროს განმავლობაში რძალი მოიპევებს უფლებას ელაპარაკოს თავის მამამთილს. ამ შემთხვევაში მამამთილი რძალს რაიმე სახის საჩუქარს უძღვნის და სთხოვოს დალაპარაკებას, რძალი ვალდებულია მიიღოს საჩუქარი და სითყვიერად მადლობა გადაუხადოს.
 
განსახლება
 
თურქეთში
 
ქურთების ეთნიკური  ტერიტორიების ყველაზე დიდი მასივი განსახლებულია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის რეგიონში. ცალკეული განსახლებები ასევე გვხვდება მთელ ანატოლიაში. მსხვილი ქურთული დიასპორები ასევეა ქვეყნის დასავლეთის დიდ ქალაქებში. ექსპერტის შეფასებები მეტყველებენ ქვეყნის მოსახლეობის 20-23 % ზე , რამაც შეიძლება შეადგინოს 16 – 20 მილიონამდე ადამიანი. მათ რიცხვში შედიან ჩრდილოეთის ქურთები - ქურმანჯი , ქურთების ძირითადი მოსახლეობა ასევე ზაზას ხალხი. ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება თურქულად მოლაპარაკე ქურთების ტომები , რომლებიც გადავიდნენ თურქულ ენაზე ასეთი კი დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანია. თურქულ - ქურთულ ტომებში ტრადიციულად შეიმჩნევა გაუნათლებლობის ყველაზე მაღალი დონე.
 
ირანში
 
ირანში ქურთები სახლობენ ილამსა და კერმანშახში( სამხრეთის ქურთები : კელხური, ლეიკი, გურანი) , ქურთისტანში (სორანი) და დასავლეთ აზერბაიჯანში (ქურმანჯი) და ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ქურთული დასახლებები ასევე გაბნეულია მთელს ირანში.  ქურთების კომპაქტური განსახლებების განსაკუთრებულად დიდი რაიონი განლაგებულია ჩრდილოეთ ხორასანში, სადაც შაჰ აბასმა მე-17 საუკუნეში ჩაასახლა მებრძოლი ქურთული ტომები ხორასანის დასაცავად. სულ ირანში დაახლოებით 5,5 მილიონი ქურთია.
 
ერაყში
 
ერაყში ასევე წარმოდგენილია ქურთების სამი სუბეთნოსი : სახმრეთის ქურთები (გურანი) , სორანი - კირკუკას და სულეიმანის რაიონში , და ქურმანჯი - მოსულას რაიონში , რომლებიც სახლობენ ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო - აღმოსავლეთ რაიონებში. ერაყის ქურთების ეთნიკური ტერიტორიების მხოლოდ ნაწილია შესული ავტონომიურ წარმონაქმნში ერაყის ქურთისტანი დედაქალაქით ერბილე. სულ ერაყში დაახლოებით ცხოვრობს 5,6 მილიონამადე ქურთი. ირან - ერაყის ომმა, რომელსა შეეძლო ქურთებისთვის მიეცა ხელსაყრელი მომენტი , მხოლოდ გაამწვავა დაძაბულობა ძირითად ქურთულ ქვეყნებს შორის.
 
სირიაში
 
ჩრდილოეთ სირიაში ცხოვრობს დაახლოებით 3,8 – 4 მილიონი ქურთი , ძირითადად ქურმანჯები. სირიაში ქურთების რაოდენობა შეადგენს მთელი მსოახლეობის დაახლოებით 15 %-ს. სირიის ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ ქალაქებში - კამიშლი , კობანი , დერიკა და სხვა.
 
დღეს ქურთები ითვლიან არანაკლებ 30 მილიონ ადამიანს. ქურთების უმრავლესობა განსასხლებულია ქურთისტანის რეგიონში. თითქმის 2,5 მილიონი ქურთი გაბნეულია ევროპის და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში , სადაც მათ შექმნეს უძლიერესი და ორგანიზებული სათვისტომოები.
 
== რეკომენდებული ლიტერატურა ==
* [[ЭСБЕ/Курды|Курды]] // <nowiki/>[[Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона]] : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
* Мела Махмуд Баязиди. Нравы и обычаи курдов. Пер., предисл. и примеч. <nowiki/>[[Руденко Маргарита Борисовна|М. Б. Руденко]]. М. ИВЛ, 1963
* [http://www.countries.ru/library/orient/iraq/kurds.htm В. Ф. Минорский История курдов]
* Абдулла Оджалан, В защиту народа, — М., 2007. — 528 с.
* В. Ф. Минорский, История Ширвана и Дербенда X—XI веков, М., 1963
* Мосаки Н. З. Турецкая образовательная политика и ассимиляционные процессы у курдов // Мосаки Н. З./ М.: Этнографическое обозрение, № 5.- 2012. C. 87-124.
* [[Руденко Маргарита Борисовна|М. Б. Руденко]]. Отражение некоторых древних обрядов и представлений в совре­менном курдском обрядовом фольклоре. — ПП и ПИКНВ. х. 1974
* Курды // Народы России. Атлас культур и религий. — М.: Дизайн. Информация. Картография, 2010. — 320 с. — <nowiki/>[[Служебная:Источники книг/9785287007188|ISBN 978-5-287-00718-8]].
* Dominian L. The Peoples of Northern and Central Asiatic Turkey / Leon Dominian // Bulletin of the American Geographical Society. Vol.-47. N.-11. — 1915. p832 — 868.
* Entessar N. The Kurdish Mosaic of Discord / Nader Entessar // Third World Quarterly, Vol.- 11, N.- 4, Ethnicity in World Politics - Oct.1989, pp. 83-100. (англ.)
* Elphinston W. G. The Kurdish Question / W. G. Elphinston // International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), Vol.- 22, No.- 1 - Jan., 1946. pp. 91-103.  (англ.)
* Entessar N. The Kurds in Post-Revolutionary Iran and Iraq / Nader Entessar // Third World Quarterly, Vol.- 6, No.- 4 - Oct., 1984, pp. 911-933.  (англ.)
 
= იხილეთ აგრეთვე =
*[[ქურთისტანი]]
*[[იეზიდები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქურთები“-დან