სემინოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სემინოლე''' ამერიკულ-ინდიელთა ჯგუფია სამხრეთ ფლორიდაში. სე...
ხაზი 1:
[[ფაილი:Seminole-portraits.jpg|მინი|სემინოლთა პორტრეტები]]
'''სემინოლე''' ამერიკულ-ინდიელთა ჯგუფია სამხრეთ ფლორიდაში. სემინოლი (Seminole) ინგლისური სიტყვაა და შესაძლოა წარმოიშვა Creek-ისა და ფრანგული სიტყვა cimarron-ის შერწყმით, რაც თავის მხრივ ნიშნავს შემდეგს: ერთ დროს მოშინაურებული ცხოველი კვლავ დაუბრუნდა ბუნებრივ მდგომარეობას. როდესაც Creek ინდიელებმა დატოვეს მათი მშობლიური საცხოვრებელი ტერიტორიები, ისინი გაერთიანდნენ სხვა განადგურებულ ინდიელ ტომებთან ერთად სამხრეთში, სადაც დღეს ფლორიდის შტატია. ისინი თავიანთ თავს უწოდებენ „წითელ ხალხს“ ან "Yatkitisci"-ს მიკოსუკიში (Mikasuki) და "Istica-ti"-ს Muskogee-ში.
XVIII საუკუნეში, მთელი კონტინეტის მასშტაბით, ევროპელი კოლონისტების დასახლებები და სასოფლო-სამეურენეო სავარგულები გაფართოვდა, რამაც გამოიწვია ინდიელი ტომების მასიური დისლოკაცია და სხვადასხვა ტერიტორიაზე. იმ პერიოდში ფლორიდის ნახევარკუნძული საფრანგეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ზოგიერთი ინდიელი ტომი სწორედაც ფლორიდაში გაიქცა, რადგან მათ არ უნდოდათ ბრიტანეთთან რაიმე კავშირის დამყარება. ფლორიდაში მიგრირებული ხალხი ცნობილი გახდა როგორც სემინოლები.
Line 9 ⟶ 10:
 
== დასახლებები ==
როგორც ყველა ტრადიცული საზოგადოებები, სემინოლები ცხოვრობდნენ მჭიდროდ დასახლებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებით გარშემორტყმულ ქალაქებსა და სოფლებში. მათ ჰქონდათ ცენტრალური მოედანი და შეხვედრის ადგილი, რომლებსაც ოთხივე მხრიდან საცხოვრებელი, რელიგიური თუ პოლიტიკური შენობები ესაზღვრებოდა. როცა სემინოლები ნახევარკუნძულის სამხრეთით გადაასახლეს და მოსახელბის რაოდენობა შემცირდა, ქალაქების იერსახე შეიცვალა და გადაიქცა ბანაკებად. როგორც წესი, აბორიგენული შენობები იაფიანი მასალით იგებოდა, ზაფხულში კი საერთოდ კედლის გარეშე რჩებოდა, რათა ჰაერს თავისუფლად ემოძრავა. ტროპიკებში გადასვლისას, ჭაობიანი გარემოს გამო სახლებს სპეციალური პლატფორმა გაუკეთეს. ასეთ გასაოცარ სტრუქტურას ეწოდება „chickee”„chickee"
[[ფაილი:Florida topographic map-en.svg|მინი|ფლორიდის ნახევარკუნძული]]
 
== ეკონომიკა ==
Line 23 ⟶ 25:
== ქორწინება და ოჯახი ==
=== ქორწინება და ოჯახური წყობა ===
[[ფაილი:Chickee.jpg|მინი|სემინოლთა საცხოვრებელი სახლი - Chickee]]
ტრადიციულად ქორწილი მატრიარქატული ტიპის იყო (ანუ ქმარი საცხოვრებლად ცოლის ოჯახში გადადიოდა, რის შედეგადაც ცოლის ნათესავები ჭარბობდნენ ქმრისას) და პოლიგამიური (მრავალცოლიანობა) - ძირითადად სორორალური (კაცს ცოლად მეუღლის დებიც მოჰყავდა). ასეთი სახის ქორწინებები შტატის კანონების მიხედვით აიკრძალა XX საუკუნეში. დღესდღეობით უმეტესობა თავს არიდებს ნათესავთან ქორწინებას, თუმცა არიან ისეთი გამონაკლისები, რომლებიც არღვევენ კანონებს. დღეს დაშვებულია თემის გარეთ ქორწინება, თუმცა სემინოლთა უმეტესობა მაინც ინდიელზე ქორწინდება. ის ვინც უცხოტომის წევრზე შეუღლდებოდა ადგილობრივების დიდ გულისწყრომას იწვევდა. თუმცა XVIII საუკუნეში ბევრი „შერეული“ ქორწინება მოხდა, როდესაც ინდიელების ტომები და ურიცხვი სამხრეთ-აღმოსავლური ჯგუფები შეერთდა, რის შედეგადაც ფაქტიურად შეიქმნა სემინოლე. სემინოლთათვის განქორწინება ძალიან მარტივი იყო, როგორც ცოლისთვის ისე ქმრისთვის. თანამედროვე კანონმდებლობით განქორწინება უნდა მოხდეს ოფიციალურად, იურიდიულად.
სემინოელთათვის ჩვეულებრივია ის ფაქტი, რომ სტუმრად მოსული ნათესავი შესაძლებელია თვეობით დარჩეს. ბავშვის აყვანა და გაშვილება არსებობდა და არსებობს ორი მიზეზით. პირველი მიზეზი ისაა, რომ ყველას ჰქონოდეს შანსი გახდეს მშობელი. მეორე მიზეზი კი, დიდი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბანაკებში სტუმრის დასაბინავებლად, როგორც წესი, უცბად იწყობოდა დამატებითი Chickee (ტრადიციული სემინოლური სახლი) , რომლისთვისაც შენახული იყო ადგილი. დღესდღეობით თანამედროვე ოჯახებს მინიმუმ ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი სტუმრისათვის.
Line 34 ⟶ 37:
 
=== შიდა განყოფილება ===
[[ფაილი:Osceola, George Catlin, 1838.JPG|მინი|ბელადი ასიელა]]
ფორმალური პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებიც აღმოცენებული იყო სემინლთა ტომების წინაპრებში, დაიშალა იძულებითი საომარი მოქმედებების შედეგად. ასევე მათ დაშლაზე გავლენა იქონია დაავადებებმა და ფლორიდაში მიგრაციის შედეგად პოპულაციის კლებამ. მოსახლეობის გადაადგილებამ ახალი საზოგადოების ჩამოაყალიბას შეუწყო ხელი, რის გამოც ყოფილ ლიდერებს მემკვიდრეობაზე პრეტენზია ვერ ექნებოდათ. ბელადის ფუნქცია კლანის ლიდერებზე გადანაწილდა, თუმცა მალე ეს სისტემაც მოიშალა რადგან კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ომი გაჩაღდა და ზოგიერთმა მათგანმა არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ლიდერები ისეთი ადამიანები გახდნენ ვისაც ამის სურვილი ქონდა, კომპეტენტურიც იყო და ხალხისთვის მისაღებიც. ასეთი ადამიანის კარგი მაგალითია ასიელა (Osceola). 1934 წელს ინდიელების რეორგანიზაციის აქტის ფარგლებში, 1957 წელს სემინოლებმა შექმნეს პოლიტიკური პარტია - ფლორიდის სემინოლური ტომი. 1962 წელს სემინოელების პატარა ჯგუფმა ჩამოაყალიბა მეორე პარტია - მიკოსუკის (Mikasuki) ტომი. იყვნენ ისეთებიც რომლებიც არცერთ პარტიას არ შეუერთდა, თუმცა მათმა უმეტესობამ არჩევანი გააკეთა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემინოლები“-დან