ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის გაანალიზებით ჩავამატე ყაზახების რელიგიის ნაწილი.
ჩავამატე ინფორმაცია ყაზახური ენის შესახებ.
ხაზი 6:
* '''ენა''': [[ყაზახური ენა|ყაზახური]].
* '''მორწმუნეები''': [[სუნიზმი|სუნიტი მუსლიმები]].
 
== ენა ==
'''ყაზახურ  ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი:''' დაახლოებით 8 მილიონი.
 
'''ძირითადი დიალექტები''': ჩრდილო-აღმოსავლეთის ყაზახური, სამხრეთ ყაზახური და დასავლეთ ყაზახური.
 
'''გეოგრაფიული ცენტრი:''' [[ყაზახეთი|ყაზახეთის რესპუბლიკა]]
 
ყაზახური, [[ყაზახეთი|ყაზახეთის რესპუბლიკის]] ოფიციალური, ძირძველი ენაა. ყაზახურად მეტყველებენ სამხრეთ [[ციმბირი|ციმბირში]], ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ [[მონღოლეთი|მონღოლეთშიც]]. დღესდღეობით [[თურქული ენები|თურქული ენათა]] ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]].
 
=== ისტორია ===
ყაზახური მომდინარეობს [[პროტო-თურქული]] ენიდან. აღნიშნულ ენაზე შესრულებულ უძველეს ტექსტებს წარმოადგენენ Orkhon-ისა და Yenisey-ის ხეობის (ჩრდილო-ცენტრალური [[მონღოლეთი]]) ძველ თურქ [[რუნები|რუნთა]] წარწერები, რომლებიც 700-დან 800 წლამდე თარიღდებიან. [[თურქული ენები|თურქული ენების]] ლექსიკონი, რომელიც დაახლოებით 1000 წელსაა შესრულებული, წარმოაჩენს, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე, განსხვავებულ  ტომებში სხვადასხვა [[დიალექტი]] გამოიყენებოდა. თუმცა, არ არის ცნობილი როდის მიიღო ყაზახურმა ცალკეული ენის სტატუსი. დღევანდელი სახით მოღწეულმა ყაზახურმა ენამ ფორმირება განიცადა მეჩვიდმეტე საუკუნეში [[თურქული ენები|თურქული ენების]] განვითარების უკანასკნელ, თანამედროვე  პერიოდში (ზოგი ექსპერტი აღნიშნულ ხანას უფრო ადრე, მე-15 ან მე-16 საუკუნეებით ათარიღებს). ყაზახური ენა ზეპირი [[პოეზია|პოეზიის]] საკმაოდ მდიდარ და უძველეს ტრადიციას ფლობს. მიუხედავად ამისა, სტანდარტულ წერილობით ფორმას მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე არ უარსებია. ამ პერიოდში ყაზახები [[რუსები|რუსების]] (მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწისიდან დროდადრო იპყრობდნენ ყაზახეთის ტერიტორიებს) მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც თრგუნავდნენ მათ [[მომთაბარე მეცხოველეობა|მომთაბარე]] კულტურასა და ენას. ზოგიერთი მკვლევრის თანახმად, ყოფილი [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]] თურქული ჯგუფის ენებს შორის ყველაზე დიდი რუსული გავლენა სწორედ ყაზახურში ვლინდება.
 
=== ენის ვარიაციები ===
ყაზახურის ძირითად დიალექტებს წარმოადგენენ ჩრდილო-ყაზახური, სამხრეთ-ყაზახური და დასავლეთ-ყაზახური. დიალექტებს შორის სხვაობა უმცირესია.
 
ყაზახურსა და დანარჩენ [[თურქული ენები|თურქულ ენებს]] საკმაოდ ახლო კავშირი აქვთ ერთმანეთთან და მათ შორის  მეტყველების გარკვეულობის საკმაოდ მაღალი დონე შეინიშნება. მაგალითად, ყაზახური და [[კარაკალპაკი]] განსაკუთრებით ახლოს არიან. როგორც ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, [[კარაკალპაკი]] ყაზახურის დიალექტს წარმოადგენს.
 
=== ორთოგრაფია ===
ყაზახური, ისტორიულად [[მუსლიმანობა|მუსლიმი]] ხალხის ენა, 1929 წლამდე [[არაბული ანბანი|არაბული ანბანით]] იწერებოდა. რომაულით - 1929-დან 1940-მდე;  ხოლო საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციიდან]], 1940 წლიდან, [[კირილიცა|კირილიცათი]]. 1954 წელს დამწერლობამ მსუბუქი მოდიფიკაცია განიცადა. ახლა გამოიყენება სტანდარტული რუსული კირილიცას 33 ასო, რომელსაც ემატება ყაზახური ენის ჟღერადობის სპეციფიკური სიმბოლოები. 
 
=== ლინგვისტური სქემა ===
დანარჩენი [[თურქული ენები|თურქული ენების]] მსგავსად, ყაზახური ენაც [[აგლუტინაციური ენები|აგლუტინაციურია]], რაც იმას ნიშნავს, რომ გრამატიკული ფუნქციები გამოიხატება ფუძეებზე სხვადასხვა სუფიქსის დართვით. არსებით სახელებზე დართული ცალკე მდგომი სუფიქსები ასახავს როგორც სქესს, ასევე რაოდენობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს გრამატიკული სქესი. არის ექვსი [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]: სახელობითი (nominative), ნათესაობითი (genitive), მიცემითი (dative), ბრალდებითი (accusative), ადგილობრივი (locative) და მოქმედებითი (ablative). რიცხვი აღნიშნება მრავლობითი [[სუფიქსი|სუფიქსებით]]. ზმნები თანხვედრაშია თავიანთი სუბიექტის ბრუნვასა და რიცხვთან და, როგორც [[არსებითი სახელი|არსებითი სახელის]] შემთხვევაში, ცალკე ამოცნობადი სუფიქსები ასრულებენ იმავე ფუნქციებს. ასევე არსებობს დროის, კილოს და ასპექტის ამსახველი სუფიქსები.
 
ყაზახურ ენაში არსებული სუბიექტი-ობიექტი, [[ზმნა]] და სიტყვათა წყობა [[თურქული ენები|თურქული ენების]] სპეციფიკის ტიპური წარმომადგენელია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სხვა წყობების გამოყენება გარკვეული დისკორს სიტუაციის დროს.
 
ყაზახური განიცდის [[არაბული ენა|არაბული]], [[სპარსული ენა|სპარსული]] და [[რუსული ენა|რუსული]] ენების ლექსიკურ გავლენას.
 
=== როლი საზოგადოებაში ===
1989 წლის სექტემბერში ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკის ოფიციალურ ენად დაამტკიცა ყაზახური, [[რუსული ენა|რუსულთან]] ერთად, რომელიც ინტერეთნიკურ კომუნიკაციის საშუალებად არის მიჩნეული. უფრო ხშირად ტარდება ტრადიციული ყაზახური [[პოეზია|პოეზიისა]] და [[სიმღერა|სიმღერის]] კონკურსები, ხოლო რუსული [[საგზაო ნიშნები]] და ადგილების სახელები ყაზახური ეკვივალენტებით არის შეცვლილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ეთნიკურად ყაზახი და რუსი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია (დაახლოებით 6 და 7 მილიონი),  ენის კუთხით არსებული სიტუაცია დაძაბულობით არ გამოირჩევა.
 
1989 წელს ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 160 ყაზახურენოვანი გაზეთი, ხოლო 31 პერიოდული გამოცემის ჟურნალი. მედიაში არსებულ სხვა ენებს წარმოადგენენ: [[რუსული ენა|რუსული]], [[უიღურული ენა|უიღურული]], [[გერმანული ენა|გერმანული]] და [[კორეული ენა|კორეული]].
 
=== ყაზახური ენის მომავალი ===
ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ ერთ საუკუნეში დამწერლობის ორჯერ შეცვლის შემდეგ, ყაზახურს ექნებოდა [[ანბანი|ანბანის]] შევსების საკუთარი ალტერნატივა. 2006 წლის ბოლოს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, [[ნურსულთან ნაზარბაევი|ნურსულთან ნაზარბაევმა]], დააარსა სამთავრობო კომიტეტი, რომელსაც უნდა შეესწავლა რამდენად იყო შესაძლებელი [[კირილიცა|კირილიცაზე]] დაფუძნებული არსებული დამწერლობის შეცვლა ლათინური გავლენის მქონე დამწერლობით. კომიტეტმა 2007 წელს წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც 15 წლიან სამუშაო პროექტზე იყო გაწერილი და $300 მილიონს საჭიროებდა. აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით არაფერი გაცხადებულა 2012 წლამდე, როდესაც ნაზარბაევმა კვლავ წამოჭრა ადრინდელი იდეა და აღნიშნა, რომ ცვლილება 2025 წელს განხორციელდება.
 
რატომ გახდა ცვლილება აქტუალური? ერთ-ერთი მიზეზის თანახმად (როგორც თავად ნაზარბაევი აცხადებს), [[ლათინური ანბანი|ლათინურ ანბანზე]] გადასვლა შეიძლება ყაზახეთის გლობალური [[ინტეგრაცია|ინტეგრაციის]] საფუძველი გახდეს. გლობალური ბიზნესი, [[ფინანსები]] და მეცნიერება, ისევე, როგორც მნიშვნელივანი ბიზნეს საქმიანობები და მედია გასაღების ბაზრები, დასავლურ და ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ სფეროს წარმოადგენს.
 
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ეს ყველაფერი შეიძლება ახალი მედიის დამსახურებაც იყოს. რიგ წინააღმდეგობებს ქმნის მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად გავრცელებული [[კირილიცა|კირილიცას ანბანი]], 11 დამატებითი ასოთი, რომლებიც იშვიათად თუ მოიძებნება კომპიუტერულ პროგრამების ანაბეჭდებსა და შრიფტებში. სწორედ ამიტომ,  ფართოდ გავრცელებულ [[ლათინური დამწერლობა|ლათინურ დამწერლობაზე]] გადასვლა ყაზახეთისთვის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
 
მკვეთრი [[ორთოგრაფია|ორთოგრაფიული]] ცვლილებების გატარების რეფორმას უამრავი ოპონენტი ჰყავს. ყაზახეთის შემთხვევაში, ბევრი ადგილობრივი ინტელექტუალი და საზოგადო მოღვაწე ამტკიცებს, რომ კირილიცას ანბანის შეცვლით, მეოცე საუკუნის ყაზახური მწერლობა მომავალი თაობებისთვის ხელმიუწვდომელი და გაუგებარი გახდება. რის შედეგადაც, [[ყაზახეთი]] დაკარგავს თავის ლიტერატურულ ისტორიასა და იდენტობას. ასევე, ცვლილება საჭიროებს მასიურ გარანტიებს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, არა მხოლოდ [[გაზეთი|გაზეთებსა]] და [[ნოველა|ნოველებს]], არამედ სასკოლო სახელმძღვანელოებს, [[საგზაო ნიშნები|საგზაო ნიშნებს]], ქუჩების სახელებსა და ლინგვისტური ლანდშაფტის სხვა ყოველდღიურ მახასიათებლებს მოუწევთ სადამწერლობო [[სიმბოლო|სიმბოლოების]] შეცვლა.
 
დამწერლობის ცვლილების სურვილი შეიძლება გამოწვეული იყოს ყაზახური ენის რუსული ენის ჩრდილისაგან თავის დაღწევის, უფრო მეტიც, თავად ყაზახეთის სახელმწიფოს [[რუსეთი|რუსეთის]] გავლენისაგან გათავისუფლების სურვილით. მიუხედავად [[ნურსულთან ნაზარბაევი|ნაზარბაევის]] კომენტარისა, რომ ცვლილებას არაფერი აქვს საერთო გეოპოლიტიკურ მიზეზებთან, ანბანის ცვლილებას ზოგიერთი მოაზროვნე მაინც უკავშირებს პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, რადგან მათი აზრით, უფრო გლობალური მისწრაფებები აღნიშნავს დასავლური იდეებისა და ღირებულებებისაკენ სვლას.
 
გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ თუ [[კირილიცა|კირილიცას ანბანი]] პირდაპირი კავშირში აქვს [[რუსული ანბანი|რუსულთან]] და მასთან ასოცირდება, [[ლათინური დამწერლობა|ლათინური ანბანის]] მსგავსი იდენტიფიცირება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ ვლინდება. კირილიცასა და რუსეთის შემთხვევის საპირისპიროდ, ლათინურ დამწერლობას იყენებს რიგი სახელმწიფოებისა, რომლებიც ამავდროულად მნიშვნელოვან აქტორებს წარმოადგენენ საერთაშორისო სისტემაში. მკვლევართა ვარაუდით, ლათინურ დამწერლობაზე გადასვლამ შეიძლება ყაზახეთს მისცეს შანსი განავითაროს საკუთარი სახელმწიფოებრივი იდენტობა, რუსეთისგან დამოუკიდებლად.
 
ყაზახეთის გადაწყვეტილება (შეცვალოს თუ დაიტოვოს ამჟამინდელი დამწერლობა) სამომავლო პერსპექტივაში გარკვეული შედეგის მომტანი იქნება. არსებობს ვარაუდი, რომ ლათინურზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს [[პოსტსაბჭოთა სივრცე|ყოფილი საბჭოთა ქვეყნების]] მოტივირება, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, თავიანთი დამწერლობა [[კირილიცა|კირილიცასთვის]] მოერგოთ. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსული ანბანის შენარჩუნება მანიშნება იქნება იმაზე, რომ ყაზახეთს არ სურს  თავის ახლო წარსულთან კავშირის გაწყვეტა. მეცნიერები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ, შედეგებზე მსჯელობა და წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია, რადგან მხოლოდ დრო გვიჩვენებს რომელ ასოთა წყობას შეითვისებს და შეინარჩუნებს [[სტეპი|სტეპების]] ენა.
 
== რელიგია ==
Line 48 ⟶ 95:
 
== სქოლიო ==
1.Technology Wong, IntegrationKevin, DivisionMartens. (20092014) “Kazakh: Cultural Orientation”. Defense Language Instituteof Foreignthe LanguageSteppes”. Center''UNRAVEL.'' ArticleMagazine Onon-line. Available from [http://fieldsupportunravellingmag.dliflc.educom/productsarticles/langprofile-kazakh/ke_co/kazakh] ბოლო ნახვა 3 ივლისი, 2016.pdf]
 
2. Technology Integration Division. (2009) “Kazakh: cultural orientation”. Defense Language Institute Foreign Language Center. Article On-line. Available from [http://fieldsupport.dliflc.edu/products/kazakh/ke_co/kazakh.pdf] ბოლო ნახვა 3 ივლისი, 2016.
 
3. Comrie, B. 1992. "Turkic Languages." In W. Bright, ed. International Encyclopedia of Linguistics, Vol. 4:187-190. New York and Oxford: Oxford University Press.
 
4. Furst, Jan. (2013) “Russian Language Still Important, While Kazakh Need To Be Learned, President Says”. ''The Astana Times.'' Magazine On-line. Available from [http://astanatimes.com/2013/10/russian-language-still-important-while-kazakh-need-to-be-learned-president-says/] ბოლო ნახვა 3 ივლისი, 2016.
 
5. Grimes, B. F. ed. 1992. Ethnologue: Languages of the World. Dallas, Texas
 
6.Technology Integration Division. (2009) “Kazakh: Cultural Orientation”. Defense Language Institute Foreign Language Center. Article On-line. Available from [http://fieldsupport.dliflc.edu/products/kazakh/ke_co/kazakh.pdf]
 
27. Kulsaryeva, Aktolkyn.  Kurmanalyeva, Ainur. Sikhimbaeva, Damira .  2013. "The Religious Situation in Kazakhstan: The Main Trends and Chalanges".  Almaty : IDOSI Publications. Article On-line. Available from  [http://www.idosi.org/wasj/wasj25(11)13/15.pdf]
 
38. Privratsky, Bruce, G. 2001. "Muslim Turkistan : Kazakh religion and colective  memory. " Richmond : Curzon Press.
 
49.  Prof. Dr. Edelbay, Sanya .2012. "Traditional Kazakh Culture and Islam. " USA: Centre for Promoting Ideas. Article On-line. Available from [http://ijbssnet.com/journals/Vol_3_No_11_June_2012/15.pdf]
 
510. Eskaliyevich Moldagaliyev, Bauyrzhan. Smagulov, Murat. Menlibekovich Satershinov, Bakhitzhan. Sagikyzy, Ayazhan. “Synthesis Of traditional And Islamic Values In Kazakhstan”. European Journal of Science and Technology. (2015) Vol. 11, No. 5. Database On-line. Available from [http://www.ejst.tuiasi.ro/Files/54/20_Moldagaliyev%20et%20al.pdf]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან