მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

===შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან===
 
მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა შიმპანზეები სერიოზულად ზარალდებიან მათი უახლოესი ნათესავებით. ადამიანები ნადირობდნენ და კლავდნენ შიმპანზეებს მათი ხორცისთვის (bushmeat), რაც აკრძალვის მიუხედავად, დღემდე გრძელდება. თუმცა, ბუნებრივი საცხოვრისის დაკარგვა არის ყველაზე დიდი დანაკლისი შიმპანზეებისთვის, ვინაიდან გადარჩენისთვის სჭირდებათ ხეები მათ გარშემო. შიმპანზეები დიდი ხანია ხიბლავენ ადამიანებს, როგორც ზოოპარკებში, ასევე მეცნიერებაში.<ref name=":7" /> უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია მათზე ჯეინ გუდოლის (Jane Goodall) დამსახურებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა შიმპანზეებს ტანზანიაში, გომბეს (Gombe) ეროვნულ პარკში.<ref>In the Summer of 1960... (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.janegoodall.ca/goodall-summer-1960.php</nowiki></ref>
 
===დნმ===
===შიმპანზე ოლივერის უცნაური შემთხვევა===
 
ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.<ref>http://www.indiana.edu/~ensiweb/lessons/OliverChimp.pdf</ref>
 
ოლივერი იყო აფრიკული შიმპანზე, რომლის სახეობის იდენტობა  პოპულარული მედიისა და მრავალი მეცნიერის განსჯის საგანი გახდა 1970-იანი წლებიდან.<ref>Ely, J. J., Leland, M., Martino, M., Swett, W., & Moore, C. M. (1998). Technical note: Chromosomal and mtDNA analysis of Oliver. ''American journal of physical anthropology'', ''105''(3), 395-403.</ref> ოლივერი იყო უჩვეულო შიმპანზე, რომელიც აფრიკაში შეიპყრეს. ზოგიერთმა ფიზიკურმა და ქცევითმა ფაქტმა უბიძგა მის მფლობელებს დაეჯერებინათ, რომ ოლივერი შესაძლოა ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. ოლივერს მის თანამოძმე შიმპანზეებზე ბრტყელი სახე ჰქონდა. მის ყურებს და ყბის ხაზს ნორმალური შიმპაზესაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ოლივერი ჩვეულებისამებრ ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე) იყო და სხვა შიმპანზეებისაგან განსხვავებით არასდროს დადიოდა მისი თითების სახსრებზე. მას ჰქონდა ძლიერი, სწორი და ფართო მხრები, ხელები გვერდებზე ჩამოვარდნილი და არა წინ მოხრილი. ასევე გაცილებით ნაკლებად თმიანი იყო. მას ჰქონდა უფრო რბილი და წყნარი ხმა. მისი ქცევები კი საოცრად უჩვეულო იყო. მისი ინტელექტი და სწავლის შესაძლებლობა იყო გასაოცარი.<ref>Pednaud, J. T. (2006). OLIVER - The Humanzee Circus Freaks and Human Oddites. Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.thehumanmarvels.com/oliver-the-humanzee/</nowiki></ref> იგი უფრო მეტად იყო ადამიანის მსგავსი, ვიდრე სხვა შიმპანზეები. არა მხოლოდ სხვა შიმპანზეები ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე უარს, ასევე ოლივერიც უარყოფდა მათ და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებდა.<ref>Wieland, C. (n.d.). The strange case of the ‘Humanzee’. Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://creation.com/the-strange-case-of-the-humanzee</nowiki></ref>
25

რედაქტირება