პანამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up
ხაზი 52:
ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნა [[XVI საუკუნე]]ში. [[1821]] წელს გამოეყო [[ესპანეთი|ესპანეთს]] და შეუერთდა [[ახალი გრანადის ვიცე-სამეფო]]ს, [[ეკვადორი]]სა და [[ვენესუელა|ვენესუელის]] კავშირს, რომელსაც [[დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა]] ეწოდებოდა. როდესაც [[1831]] წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. [[აშშ]]–ის დახმარებით, [[1903]] წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა [[პანამის არხი]] [[1904]]–[[1914]] წლებში აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა. [[1977]] წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.<ref name="cia">{{cite web|url=https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/pm.html |title=CIA – The World Factbook |publisher=Cia.gov |accessdate=December 23, 2010}}</ref>
 
არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის პანამის [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას დღეისათვის მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ ამერიკაში]];<ref>{{cite web |url=https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/fields/2195.html |title=CIA&nbsp;– The World Factbook&nbsp;– Field Listing&nbsp;– GDP (official exchange rate) |accessdate=January 12, 2010 |publisher=[[CIA]]}} And: {{cite web |url=https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2001rank.html |title=CIA&nbsp;– The World Factbook&nbsp;– Country Comparison&nbsp;– National product |accessdate=January 12, 2010 |publisher=CIA}} See also: [http://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2008/02/weodata/weorept.aspx?sy=2008&ey=2008&scsm=1&ssd=1&sort=country&ds=.&br=1&c=336%2C213%2C263%2C268%2C343%2C273%2C218%2C278%2C223%2C283%2C228%2C288%C233%2C293%2C238%2C243%2C248%2C366%2C253%2C369%2C298%2C258%2C299&s=PPPGDP&grp=0&a=&pr1.x=19&pr1.y=6 IMF.org]</ref> ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში.<ref>{{cite web|url=http://www.nationmaster.com/graph/eco_fin_con_exp_etc_ann_gro-consumption-expenditure-etc-annual-growth |title=Annual % Growth&nbsp;– Final Consumption Expenditure, Etc. statistics&nbsp;– countries compared |publisher=NationMaster |accessdate=June 26, 2010}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.nationmaster.com/graph/eco_fin_con_exp_etc_con_2000_us_percap-constant-2000-us-per-capita |title=Final Consumption Expenditure, Etc. constant 2000 us$ (per capita) (most recent) by country |publisher=Nationmaster.com |accessdate=June 26, 2010}}</ref> [[2010]] წელს, პანამა მეოთხე ადგილზე იყო [[ადამიანური განვითარების ინდექსი]]ს მხრივ [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]], მსოფლიოში კი 54–ე..<ref name=HDI10>{{cite web|title=Table 1: Human development index 2010 and its components|url=http://hdr.undp.org/en/media/HDR_2010_EN_Complete.pdf|format=PDF|accessdate=November 6, 2010|publisher=[[UNDP]]|author=UNDP Human Development Report 2010}} p. 144</ref> მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2010 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებით, პანამის ეკონომიკა მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანია ლათინურ ამერიკაში. პანამის ჯუნგლებში მრავლადაა ტროპიკული მცენარეები, ცხოველები და ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.<ref>{{cite news| url=http://news.bbc.co.uk/2/hi/americas/country_profiles/1229332.stm |work=BBC News | title=Country profile: Panama | date=June 30, 2010}}</ref><h3>პანამის არხი</h3>პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევა გატუნის ტბის სიმაღლემდე, ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას, სამუშაოს შემცირების მიზნით. ამჟამინდელი საკეტების სიგანე 33,5 მეტრია. მესამე, უფრო ფართო საკეტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა 2015 წლისთვის იგეგმება. არხის სიგრძე 77,1 კილომეტრია.
 
არხის მშენებლობა 1881 წელს საფრანგეთმა დაიწყო, თუმცა საინჟინრო პრობლემებისა და გავრცელებული დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის გამო პროექტზე მუშაობა შეჩერდა. ამის შემდეგ, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა, რომელმაც მშენებლობა ათ წელში, 1914 წელს დაასრულა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათო ჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ან მაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში.
 
ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელი პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, შემდეგ კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა, როგორც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. არხის გახსნიდან, 1914 წლიდან, 2008 წლამდე გემების წლიური ტრაფიკი 1 000-დან 14 702-მდე გაიზარდა, მოცულობა კი პანამის არხის უნივერსალური საზომი სისტემით (PC/UMS) 309,6 მილიონ ტონამდე. 2008 წლისთვის, არხში გავლილი იყო 815 000 გემი, რომელთაგან ბევრი იმაზე დიდი მოცულობის იყო, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ.ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.
 
პანამის ყელის გასწვრივ არხის ხსენება პირველად 1534 წელს მოხდა, როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფე კარლ V ჰაბსბურგმა გამოაქვეყნა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის კონტინენტზე გამავალი გზის შექმნას, რომელიც ესპანეთსა და პერუს შორის გემების მიმოსვლას გააადვილებდა. ასეთი გზა ესპანეთს სამხედრო უპირატესობას მისცემდა პორტუგალიასთან მიმართებაში. 1788–1793 წლების ექსპედიციის შედეგად, ესპანეთის სამსახურში მყოფმა იტალიელმა ოფიცერმა და მკვლევარმა ალესანდრო მალასპინამ არხის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა.<p>პანამის სტრატეგიული მდებარეობისა და იმ პოტენციალთან შედარებით, რომელსაც ორი ოკეანის გამყოფი ეს ვიწრო ყელი ფლობდა, არეალის სხვა სავაჭრო გზები წლების მანძილზე არასახარბიელო იყო. 1698 წელს შოტლანდიის სამეფომ წამოიწყო დარიენის სქემა, რომელიც მიზნად ისახავდა სახმელეთო სავაჭრო გზის გაყვანას პანამის ყელზე, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა. გეგმის ჩაშლის მიზეზი იყო არახელსაყრელი გარემო პირობები; მასზე ხელი საბოლოოდ 1700 წლის აპრილში აიღეს.</p>1849 წელს კალიფორნიაში ოქროს აღმოჩენამ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დაკავშირების კიდევ უფრო დიდი ინტერესი განაპირობა. რამდენიმე წელში, 1855 წელს პანამის ყელზე გაიყვანეს პანამის რკინიგზა. ეს სახმელეთო კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა დასავლეთ ნახევარსფეროს ინფრატსტრუქტურაში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააადვილა ვაჭრობა და ფაქტობრივად განსაზღვრა მომავალი არხის გზა.
 
ოკეანეებს შორის საწყლოსნო გზის გაყვანა ჯერ კიდევ იდეალურ გამოსავლად რჩებოდა; 1855 წელს, კუნძულ მენზე დაბადებულმა და აშშ-ის მთავრობისათვის მომუშავე ინჟინერმა უილიამ კენიშმა გამოიკვლია პანამის ყელი და შეიმუშავა სპეციალური მოხსენება სამომავლო არხის გზის თაობაზე. მისი მოხსენება წიგნად გამოქვეყნდა, რომელსაც ერქვა „პრაქტიკულობა და მნიშვნელობა გემების არხისა, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს დააკავშირებს“ (The Practicality and Importance of a Ship Canal to Connect the Atlantic and Pacific Oceans).
 
1877 წელს, საფრანგეთის ფლოტის ოფიცერმა არმან რეკლიუმ და ინჟინერმა ლუსიენ ნაპოლეონ ბონაპარტ-ვაისმა პანამის ყელი გამოიკვლიეს და არხის ფრანგული ვარიანტის გზა წარმოადგინეს. საფრანგეთს წარმატებული გამოცდილება ჰქონდა უფრო გრძელი სუეცის არხის პროექტის განხორციელებაში, რაც მას ამ შემთხვევაში მეტ სიმამაცეს ჰმატებდა.
 
ამჟამად არხში გემების ტრაფიკი იმდენად მაღალია, რომ მისი მშენებლები ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. 1934 წელს ვარაუდობენენ, რომ არხის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 80 მილიონი ტონა იქნებოდა, თუმცა, მოლოდინი კვკლავ არ გამართლდა და 2009 წელს ამ მაჩვენებელმა 299,1 მლნ ტონა შეადგინა.
 
ჩამკეტის ყოველ დანაყოფში, გემების ასაწევ-დასაწევად საჭირო წყალი გრავიტაციის ძალით გატუნის ტბიდან (სურათზემაღლა) შედის.
 
გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, არხის ამჟამინდელ სისტემას რამდენიმე აღდგენითი სამუშაო ჩაუტარდა. ეს სამუშაოები ჩამკეტების სისტემის გამოყენების შესაძლებლობის მაქსიმალიზაციას ემსახურებოდა:
 
ჩამკეტების განათების სისტემის დამონტაჟება;
 
ორსართულიანი სადგურის მშენებლობა გაილარდის თხრილში;
 
გაილარდის თხრილის გაფართოება 192 მეტრიდან 218 მეტრამდე;
 
საბუქსირო გემების ფლოტის გაუმჯობესება;
 
კარუსელისებური ჩამკეტი სისტემის დამონტაჟება გატუნის ჩამკეტებზე;
 
გემების განრიგის სისტემის გაუმჯობესება;
 
გატუნის ტბის სანავიგაციო არხების გაღრმავება 10,4 მეტრიდან 11,3 მეტრამდე;
 
ყველა ჩამკეტი სტრუქტურის მოდიფიკაცია გემების დამატებითი 0,30 მეტრი სიღრმის მისაღწევად;
 
წყნაროკეანური და ატლანტიკური შესასვლელების გაღრმავება;
 
წყალდიდობის კონტროლის მიზნით გატუნის ტბაზე დამატებითი წყალსაშვების აშენება.
 
აღნიშნული გაუმჯობესებითი სამუშაოები 2008-2012 წლებში განხორციელდა, რამაც არხის გამტარუნარიანობა 280–90 მლნ ტონიდან 330–40 მლნ ტონამდე გაზარდა.
 
კონკურენტები
 
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე არხს პრივილეგირებული პოზიცია უკავია, ბოლო პერიოდში აქტიურდება მისი შესაძლო კონკურენტების საკითხი. იმის გამო, რომ არხზე გადასახადები საკმაოდ მაღალია და მისი ზრდა კიდევ მოსალოდნელია, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთების გადასაზიდად პანამის არხის ალტერნატივად განიხილავენ სუეცის არხს. თუმცა, ამგვარი ვარაუდის მიუხედავად, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთები ძირითადად მაინც პანამის არხზე გადის.
 
== გეოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანამა“-დან