Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 99:
 
== თავის ქალის რეკონსტრუქცია და აღდგენის მეთოდები ==
მიუხედავად იმისა, რომ თავის ქალა იყო დაზიანებული და დეფორმირებული, ანატომიური მთლიანობა საკმაოდ კარგად იყო შენარჩუნებული საგიტალურ და პარასაგიტალურ სიბრტყეებში. განსაკუთრებით თავის ქალის ფუძის მიდამოებში. ეს ანატომიური მთლიანობა მოიცავს სოლისებრ ძვალს და კეფის სიბრტყეს. თავის ქალის საკმაოდ დიდი ნაწილი იყო დაბზარული, დეფორმაციამ წარმოშვა სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის ასიმეტრია, რაც საკმაოდ შესამჩნევია ზედა ყბაზე დაკვირვებისას. <ref>{{Cite journal|last=Zollikofer|first=Christoph P. E.|last2=Ponce de León|first2=Marcia S.|last3=Lieberman|first3=Daniel E.|last4=Guy|first4=Franck|last5=Pilbeam|first5=David|last6=Likius|first6=Andossa|last7=Mackaye|first7=Hassane T.|last8=Vignaud|first8=Patrick|last9=Brunet|first9=Michel|date=2005-04-07|title=Virtual cranial reconstruction of Sahelanthropus tchadensis|url=http://www.nature.com/nature/journal/v434/n7034/abs/nature03397.html|journal=Nature|language=en|volume=434|issue=7034|pages=755–759|doi=10.1038/nature03397|issn=0028-0836}}</ref>
 
მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება გამოიყენეს რათა შეექმნათ თავის ქალის ციფრული გამოსახულება, ხოლო შემდგომ რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ვირტუალურად.
ხაზი 121:
პროტოკოლი A: გამოიყენა ის მახასიათებლები, რომელიც საერთოა ყველა ძუძუმწოვარის თავის ქალის პოზიციისთვის და ორიენტირებულია ყოველ ფრაგმენტზე. კეფის ძვლის ბაზილიარული ნაწილი მდებარეობს და მიმართულია შუა საგიტალური სიბრტყისკენ. საფეთქლები გააერთიანეს ორივე მხრიდან და განალაგეს ერთ ხაზზე, იმის საშუალებით, რომ ძვლოვანი ლაბირინთის ნახევარწრიული არხები თითქმის პარალელურად მიმართეს. თაღის ალტერალური(გვერდითი) და ზედა ნაწილები იყო მიერთებული, კარგად შენახული საფეთქლის ხაზის გამოყენებით, რათა კარგად ჩამოყალიბებულიყო ბილატერიალური(ორმხრივი) სიმეტრია.
სახის შიგნით, ადგილგადანაცვლებული, მაგრამ არაგამრუდებული თვალბუდის ზედა შემაღლების სეგმენტი და თვალის კიდე, რომლებიც სიმეტრიულად იყო დაკავშირებული შუა საგიტალურ სიბტყესთან, იყო რეპოზიცირებული სიმეტრიულად.
სახე და ტვინის ქალა აღადგინეს დამოუკიდებლად და შემდეგ ააწყეს. <ref>{{Cite web|url=http://www.nature.com/.../v434/n7034/abs/nature03392.html|title=Page not found : Nature Publishing Group|access-date=2016-07-06}}</ref>
 
 
პროტოკოლი B : გამოიყენა გეომეტრიული მეთოდი. ეს კი დაფუძვნებული იყო იმაზე რომ თანდათან მცირდებოდა ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებს შორის განთავსებული ადგილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან