შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 180:
===დნმ===
 
შიმპანზე და მეორე მაიმუნი, ბონობო, არიან ადამიანების უახლოესი თანამედროვე ნათესავები. ეს სამი სახეობა მრავალი გზით ჰგავს ერთმანეთს, აგებულებითა და ქცევით. მაგრამ მათი სიახლოვის უკეთ გასაგებად მეცნიერები მათ დნმ-ს ადარებენ. ადამიანები და შიმპანზეები დნმ-ს 98.8 %-ს იზიარებენ.<ref name=":8">DNA: Comparing Humans and Chimps. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.amnh.org/exhibitions/permanent-exhibitions/human-origins-and-cultural-halls/anne-and-bernard-spitzer-hall-of-human-origins/understanding-our-past/dna-comparing-humans-and-chimps/</nowiki></ref>
 
ადამიანებისა და შიმპანზეების დნმ-ს ასეთი მსგავსება ამ ორი სახეობის მჭიდრო კავშირით აიხსნება. ადამიანები და შიმპანზეები ერთი საერთო სახეობისაგან წარმოიშვნენ, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როგორც ადამიანები და შიმპანზეები განვითარდნენ, მათი დნმ-ც თაობიდან თაობას გადაეცა და შეიცვალა. ფაქტობრივად, დნმ-ს ცვლილებებმა გამოიწვია განსხვავება ადამიანებისა და შიმპანზეების გარეგნობასა და ქცევებს შორის. მართალია, მათ ბევრი იდენტური გენი აქვთ, თუმცა სხვადასხვანაირად იყენებენ. გენის აქტივობა და ექსპრესია მუშაობს რადიოსათვის ხმისა აწევა-დაწევის მსგავსად. შესაბამისად, იგივე გენი ადამიანებში შეიძლება ძალიან იყოს გამოხატული, ხოლო შიმპანზეებში არა.<ref name=":8" />
 
მსგავსი გენები ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების ტვინის მსგავს რეგიონებშია გამოხატული, თუმცა განსხვავებული რაოდენობით. ათასობით ასეთი განსხვავება ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, და ხსნის თუ რატომ არის ადამიანების ტვინი უფრო დიდი და ჭკვიანი.<ref name=":8" /> 
 
===ასაკთან დაკავშირებული საკითხები===
 
შიმპანზეებს შეუძლიათ იცხოვრონ 40-ზე მეტი წელი ტყვეობაში. ახალშობილობის პერიოდი არის კრიტიკული დრო და მასზეა დამოკიდებული ნორმალური გაიზრდება ცხოველი თუ ექნება სიცოცხლი განმავლობაში ქცევითი პრობლემები. აუცილებელია ახალშობილები დედასთან დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს. ველურ ბუნებაში ახალგაზრდა შიმპანზეებს სჭირდებათ დედის მზრუნველობა დაახლოებით 5 წლამდე. დედისაგან დაშორებამ, ერთ ან ორ წლამდე, შესაძლოა მოზრდილ ასაკში, შიმპანზეს სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობის პრობლემა შეუქმნას, ბევრი პათოლოგიური ქცევა გამოიწვიოს და ცვლილებებთან შეგუება გაურთულოს.<ref name=":9">https://grants.nih.gov/grants/olaw/Chimpanzees.pdf</ref>
 
რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭიროებებიც იცვლება. ასაკოვან შიმპანზეებს დაახლოებით იგივე პრობლემები აქვთ, რაც მოხუც ადამიანებს, მათ შორის ოსტეოპოროზი (ძვლის გაუხშოება), სახსრების პრობლემები და წონის არასასურველი  ცვლილებები. ასაკოვანი შიმპანზეები შესაძლოა ნაკლებად აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი საჭიროება სოციალური ურთიერთობებისა და მასტიმულირებელი გარემოსი არ მცირდება.<ref name=":9" />
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან