მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
===კვება===
 
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც.<ref>Carlson, B. (2013, March 20). Chimpanzees eat smart when it comes to mealtime. Retrieved from <nowiki>https://www.purdue.edu/newsroom/releases/2013/Q1/study-chimpanzees-eat-smart-when-it-comes-to-mealtime.html</nowiki></ref> შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.<ref name=":7">Chimpanzee. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://a-z-animals.com/animals/chimpanzee/</nowiki></ref>   
 
===გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის===
===საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები===
 
შიმპანზეები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და დღის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გასუფთავებაში ატარებენ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს მათ და პარაზიტებისგან იცავს, არამედ დამამშვიდებელია მათთვის და ხელს უწყობს ჯგუფის შიგნით სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. ცნობილია, რომ შიმპანზეები 30 მკაფიო ხმას გამოსცემენ, რითიც ჯგუფის სხვა წევრებს უკავშირდებიან. ღრიალი და ღმუილი ზრდასრულ შიმპანზეებში ყველაზე გავრცელებული ხმებია და 2 კმ-ის მანძილზეც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალფეროვან ხმებს გამოსცმენ, კომუნიკაცია ძირითადად მაინც სახის გამომეტყველებით ხორციელდება. მათ ძალიან მოქნილი ტუჩები აქვთ, რომლებსაც „სიცილის“ წარმოება შეუძლიათ, რაც რეალურად შიშის გამომხატველია, როდესაც ისინი გაბრაზებულები ან შეშინებულები არიან. შიმპანზეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველთა სახეობებს მიეკუთვნებიან და რაღაცეების დამახსოვრების გარდა, სარკეში საკუთარი თავის ცნობაც შეუძლიათ.<ref name=":7" />
 
====სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში====
25

რედაქტირება