შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 47:
===საცხოვრებელი===
ველური შიმპანზეები მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ისინი აფრიკის 22 ქვეყანაში, კონტინენტის დასავლეთ სანაპიროდან ტანზანიამდე ცხოვრობენ. თუმცა, დღეს არა უმეტეს 5 ქვეყანას - გაბონი, ცენტრალური აფრიქის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კამერუნი - ჰყავს შიმპანზეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. არსებობს შიმპანზეების ორი სახეობა - ჩვეულებრივი შიმპანზე და ბონობო. ჩვეულებრივ შიმპანზეს ოთხი ქვესახეობა ჰყავს: Pan troglodytes verus (დასავლეთ აფრიკა), Pan troglodytes vellerosus (კამერუნი და ნიგერია), Pan troglodytes troglodytes (ცენტრალური აფრიკა), Pan troglodytes schweinfurthii (კონგოს აუზი). ბონობო კი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბინადრობს.<ref name=":6">About Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.janegoodall.ca/about-chimp-range-habitat.php</nowiki></ref>
შიმპანზეები დიდი კონცენტრაციით ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. სამწუხაროდ, ხეების სწრაფი გაჩეხვის შედეგად იმ ტყის მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა, სადაც შიმპანზეები უწყვეტად ბინადრობდნენ.<ref name=":6" />
საბედნიეროდ, შიმპანზეები შედარებით ადაპტურები არიან და მათი საცხოვრებლები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. ზოგიერთ შიმპანზეს შეუძლია გადასვლა საკმაოდ მშრალ გარემოში, როგორებიცაა სამხრეთ-დასავლეთ ტანზანია და სენეგალი, სადაც ისინი გვხვდებიან მეჩხერ, ბამბუკის, ჭაობიან ტყეებში და ღია სავანაშიც. გარემო, რომელშიც შიმპანზეები ცხოვრობენ, დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე. შესაბამისად, შიმპანზეების პოპულაციებმა განივითარეს მკვეთრი ქცევები მათი საცხოვრისის შესაბამისად.<ref name=":6" />
მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ არსებობა, როგორც ხეებზე ასევე ხმელეთზე, ისინი იშვიათად შორდებიან ტყეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მნიშვნელოვან დროს ატარებენ ხეებზე, სადაც მათ სძინავთ, იკვებებიან და სოციალიზაციას ახდენენ.<ref name=":6" />
===კვება===
|