მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.
 
ოლივერი იყო აფრიკული შიმპანზე, რომლის სახეობის იდენტობა  პოპულარული მედიისა და მრავალი მეცნიერის განსჯის საგანი გახდა 1970-იანი წლებიდან. ოლივერი იყო უჩვეულო შიმპანზე, რომელიც აფრიკაში შეიპყრეს. ზოგიერთმა ფიზიკურმა და ქცევითმა ფაქტმა უბიძგა მის მფლობელებს დაეჯერებინათ, რომ ოლივერი შესაძლოა ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. ოლივერს მის თანამოძმე შიმპანზეებზე ბრტყელი სახე ჰქონდა. მის ყურებს და ყბის ხაზს ნორმალური შიმპაზესაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ოლივერი ჩვეულებისამებრ ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე) იყო და სხვა შიმპანზეებისაგან განსხვავებით არასდროს დადიოდა მისი თითების სახსრებზე. მას ჰქონდა ძლიერი, სწორი და ფართო მხრები, ხელები გვერდებზე ჩამოვარდნილი და არა წინ მოხრილი. ასევე გაცილებით ნაკლებად თმიანი იყო. მას ჰქონდა უფრო რბილი და წყნარი ხმა. მისი ქცევები კი საოცრად უჩვეულო იყო. ჩანდა, რომ მისი ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი (IQ)ინტელექტი გაცილებით მაღალი იყო. იგი უფრო მეტად იყო ადამიანის მსგავსი, ვიდრე სცვა შიმპანზეები. არა მხოლოდ სხვა შიმპანზეები ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე უარს, ასევე ოლივერიც უარყოფდა მათ და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებდა.
 
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.
ანონიმური მომხმარებელი