მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე ===
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანის დნმ-ს 96დაახლოებით 98% შიმპანზის გენომის ანალოგიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე თაგვისა და ვირთხის სახეობებს შორის, შესაბამისად ადამიანსა და შიმპანზეს შორის არსებული მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო განსხვავებების მიუხედავად ისინი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, რაც იმ აზრს დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც შიმპანზის გენომი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ანატომიის, ევოლუციისა და რაც მთავარია გენომის შესასწავლად.<ref>Lovgren, S. (n.d.). Chimps, Humans 96 Percent the Same, Gene Study Finds. Retrieved from http://news.nationalgeographic.com/news/2005/08/0831_050831_chimp_genes.html </ref>
 
ადამიანისა და შიმპანზის გენომის მსგავსებიდან გამომდინარე უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანისთვის დამახასიათეელი ინფექციური დაავადებების, რეპროდუქციის, ენისა და ქცევის შესახებ. განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა ისეთი ინფექციური დაავადებების შესწავლა და ვაქცინებზე მუშაობა, როგორებიცაა ჰეპატიტის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, და უამრავი სხვა.<ref>National Research Council (US) Committee on Long-Term Care of Chimpanzees - http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK109752/ </ref> 
ანონიმური მომხმარებელი