შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.
 
===ანატომია და ფიზიოლოგია<ref>Chimpanzee - Anatomy and Physiology. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.liquisearch.com/chimpanzee/anatomy_and_physiology</nowiki></ref>===
 
შიმპანზის ხელები მის ფეხებზე გრძელია. საშუალოდ, მამრი შიმპანზე სიმაღლეში 1.2 მეტრი-ია (3.9 ფუტი) და იწონის 91 კილოგრამს. თუმცა, მდედრი შედარებით მცირე ზომისაა. გაშლილი ხელის ზომა მისი სიმაღლის 1 ½ -ია. გამონაკლისია ბონობო, რომელიც შედარებით მოკლე და გამხდარია ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, მაგრამ მას უფრო გრძელი ხელები აქვს. ხეებზე ორივე მათგანი დაცოცავს გრძელი და ძლიერი მკლავებით და მიწაზე ისინი ძირითადად მუშტის სახსარს ეყრდნობიან ან ოთხზე დადიან. შიმპანზეები უფრო კარგად ახერხებენ სიარულს ვიდრე, მაგალითად, ორანგუტანგები იმიტომ, რომ მათ ფეხებს უფრო ფართო გული და მოკლე თითები აქვს. რაც შეეხება ბონობოს, პროპორციულად მას უფრო დიდი კიდურები აქვს და წელში გამართული უფრო ხშირად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, თუმცა, ორივე მათგანს შეუძლია იაროს ორზე, როცა ხელში რაღაც ობიექტი უჭირავს.
ხაზი 36:
შიმპანზეები ზრდასრულ ასაკს აღწევენ 8-იდან 10 წლამდე. შიმპანზის სათესლე ჯირკვლები გასაკვირად დიდი ზომისაა მის სხეულთან შედარებით და 110 გრამს, იწონის. შედარებისათვის, გორილას სათესლე ჯირკვლები 28 გრამია და ადამიანის 43. ეს განსაკუთრებულად დიდი ზომა განპირობებულია „სპერმის შეჯიბრით“, რაც გულისხმობს ორი ან მეტი მამრის სპერმატოზოიდების მცდელობას გაანაყოფიერონ ერთი კვერცხუჯრედი. ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მდედრს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს.
 
ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, შიმპანზე მდედრი ველურ პირობებში ცხოვრობს 37 წელი, მამრი კი 33, მაგრამ ტყვეობაში ყოფნისას ზოგ მათგანს 60 წლამდეც მიუღწევია.<ref>Chimpanzee Anatomy. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://chimpanzeefacts.net/chimpanzee-anatomy.html</nowiki></ref><ref>Chimpanzee - Anatomy and Physiology. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.liquisearch.com/chimpanzee/anatomy_and_physiology</nowiki></ref>
 
==== კუნთის სიძლიერე<ref>Bauman, J. E. (1926). Observations on the Strength of the Chimpanzee and Its Implications. ''Journal of Mammalogy,'' ''7''(1), 1. doi:10.2307/1373587</ref> ====
შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.
 
რას უნდა უმადლოდეს შიმპანზე იმას, რომ ადამიანითან შედარებით, წონისა და კუნთის მოცულობის გათვალისწინებით, ორჯერ ძლიერია? შიმპანზის კუნთს უკეთესი კუმშვის ხარისხი აქვს? ან იქნებ უკეთესი ნერვული სტიმულატორები აქვთ კუნთის ბოჭკოებში? შესაძლოა ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი? ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებთ მეცნიერებს. საინტერესოა ისიც, თუ როდის და როგორ ჩამოუყალიბდათ მათ მსგავსი ანატომია. შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეინარჩუნდათ სიძლიერის ასეთი დონე. იქნებ ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ტიპის აგებულება ჰქონდათ ადრე? მაშინ რატომ და როგორ დაეცა კუნთების სიძლიერის დონე ადამიანებში? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. სიძლიერის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, უფრო გრძელი ძვლოვანი ბოჭკოებია, რომლებსაც შეუძლიათ ორჯერ ძლიერად იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მოძრაობის დროს, ვიდრე ეს ადამიანშია შესაძლებელი.<ref>Bauman, J. E. (1926). Observations on the Strength of the Chimpanzee and Its Implications. ''Journal of Mammalogy,'' ''7''(1), 1. doi:10.2307/1373587</ref>
 
კევინ ჰანტი, ადამიანის წარმომავლობისა და პრიმატების ევოლუციის ლაბორატორიის დირექტორი ინდიანას უნივერსტეტში ამბობს, რომ თუ შიმპანზეს გაპარსავთ და მის ტანს ფოტოს გადაუღებთ კისრიდან წელამდე „პირველ შეხედვაზე ვერც მიხვდები, რომ ის ადამიანი არაა“. ამ ორი სახეობის კუნთების აგებულება საკმაოდ მსგავსია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, მათ შორის ძალების თანაფარდობა განსხვავდება. „12 საათიც რომ გვემუშავა დღეში, როგორც ისინი, მაინც ვერ ვიქნებოდით მათსავით ძლიერები,“ ამბობს ჰანტი. ერთხელ, აფრიკის ტყეში, ჰანტმა დაინახა 85 ფუნტიანმა მდედრმა შიმპანზემ როგორ გადატეხა არიონვუდის ხე ერთი ხელის მოსმით. ჰანტს კი ორი ხელი და მთელი ძალღონე დასჭირდა ამისთვის.<ref>Chimps vs. Humans: How Are We Different? (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.livescience.com/15297-chimps-humans.html</nowiki></ref>   
ხაზი 59:
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც. შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.   
 
===გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის<ref>Gene study shows three distinct groups of chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.eurekalert.org/pub_releases/2007-04/uocm-gss042007.php</nowiki></ref>===
 
ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრის უნივერსტეტმა ჩაატარა დღემდე ჩატარებულთ შორის ყველაზე დიდი კვლევა, რომლის საშუალებითაც იპოვა განსხვავება შიმპანზეების სხვადასხვა პოპულაციებს შორის.
ხაზი 85:
შიმპანზის გენომი ბონობოს გენომისგან 0.3 %-ით განსხვევდა, რაც ადამიანებსა და შიმპანზეს შორის განსხვავების დაახლოებით მეოთხედია ( 1.25%), მაგრამ, ამასთან, ბონობოსა და შიმპანზეს რადიკალურად განსხვავებული სოციუმი, კულტურა, კვების რაციონი და გამრავლების სისტემა აქვთ.
 
თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შიმპანზის სამ პოპულაციაზე დაკვირვებაზე საუბრისად პრზევორსკი აღნიშნავს: „ჩვენ ვიპოვეთ სერიოზული გენეტიკური ვარიაციები, თუმცა ძალიან ცოტა იყო განსხვავება პოპულაციებს შორის ქცევის წესის თვალსაზრისით“.<ref>Gene study shows three distinct groups of chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.eurekalert.org/pub_releases/2007-04/uocm-gss042007.php</nowiki></ref>
 
===ქცევა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან